მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76221.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მეტსაც მოგახსენებთ: ცხოვრება ბრძოლაა.
I’ll tell you something else: life is a struggle.
76222.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რასაც წაჰგლეჯ – შენია, რაც არა – დაკარგულია.
What you can grab from it is yours, what you can’t is lost.
76223.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ზოგს დედაკაცს, გარდა იმისა, რაც ყველა ქალებს აქვთ, ზოგი რამ კიდევ მოეპოვება.
Some women can give you a bit more than what every woman has.
76224.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ჭკვიანი კაცი დედაკაცს ძირიან–ფესვიანად ამოსწურავს და თვითონვე მოაჯდება მას ზურგზე, ვინაიდან, დამიჯერეთ, სხვის ზიდვას მე მირჩევნია, რომ სხვა ვინმემ მზიდოს.
Any man with brains can drain a woman dry and make her carry him on her back, because, believe me, I’d rather drive someone else about than have someone else drive me.
76225.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ასეა ეს ქვეყანა მომართული.
That’s the way the world runs.
76226.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭმა თანდათან მთელი ქუთაისი გაიცნო და შეისწავლა.
Gradually Kvachi made the acquaintance, and then a close study of all Kutaisi.
76227.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ქუთაისმაც მალე შეამჩნია და გამოარჩია ლამაზი, ნიჭიერი, ჭკუიანი, მხიარული, ხერხიანი და ხელმარდი ჭაბუკი, რომელსაც ყველანი და ყველაფერი დიდს დაწინაურებას და ბრწყინვალე მომავალს ჰპირდებოდნენ.
Kutaisi, in turn, soon noticed and singled out this handsome, capable, clever, cheerful, ingenious, and dexterous young man, for whom everyone and everything predicted great advancement and a brilliant future.
76228.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
თითქმის ყველა ოჯახის კარები ღია იყო კვაჭისთვის, რომელსაც ხელთ ჰქონდა თილისმა სამ დღეში გაშინაურების, ყველგან ნათესავების აღმოჩენის, ყველას შეყვარების, დამეგობრებისა და გამხიარულების.
Almost every family opened its doors to Kvachi, who had the magic gift of becoming one of the family within three days, finding close relatives everywhere, gaining from everyone affection, friendship, and a joyful welcome.
76229.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ის ჯერ თავის ტოლ–ამხანაგებს აჰყვა და მალე ისე დასეირნობდა გოჭოურაში, საღორიაში, ჭომაში და საფიჩხიას სასაფლაოზე, როგორც საკუთარ ბაღში, სამტრედიაში რომ ჰქონდა, ხონის გზის ნაპირას.
For the time being Kvachi stuck to friends of his own age and soon could stroll in Gochoura, Saghoria, Choma, or Sapichkhia cemetery–and treat it as if it was his own back garden in Samtredia on the road to Khoni.
76230.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ნელნელა დუქნებსაც შეეჩვია.
Slowly he got in the habit of visiting the inns, too.
76231.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ჯერ მიყრუებულ სამიკიტნოებში დადიოდა, სადაც გიმნაზიის ზედამხედველი ან პოლიციელი არ შეიჭყიტებოდნენ, მერმე უფროსმა ამხანაგებმაც ჩაირიეს და უკეთესი ადგილები აჩვენეს.
At first he went to remote little taverns where the school discipline supervisor or the police never took a look, later his older school friends took him with them and showed him better places.
76232.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ჩვიდმეტ–თვრამეტი წლისა რომ გახდა, ერთი საფეხურით კიდევ აიწია.
When he was seventeen or eighteen, he climbed another rung in the ladder.
76233.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ახალგაზრდა მოქეიფე თავად–აზნაურებმა თავიანთ წრეში მიიღეს და პირველად „ნოეს ვაზში“ გამოსცადეს.
The young party-going noblemen accepted him into their circle and submitted him to the ordeal of "Noah’s vine".
76234.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭმა ამ გამოცდას ბრწყინვალედ გაუძლო და არც სმას, არც ცეკვა–თამაშსა და სიმღერაში დავარდა.
Kvachi passed this test of endurance brilliantly and kept up with the drinking, the dancing, and the singing, too.
76235.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იქიდან ლაითაძის დუქანში გადავიდნენ, ხონის გზაზე რომ იდგა, სადაც თამადამ და მასპინძელმა ნიშნად მონათვლისა და დაძმობილებისა, კვაჭს ერთი ხელადა ღვინო დაასხეს თავზე და შეუსვენებლივ სამბოთლიანი ჯიხვი დაალევინეს.
Then he was taken to Laitadze’s inn on the Khoni road, where the chairman of the feast and the host poured a jug of wine over Kvachi’s head as a symbol of baptism and brotherhood, before making him down without a break a ram’s horn containing three bottles of wine.
76236.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იქ დილამდის იქეიფეს ჩვენებური ქართული ქეიფით.
They feasted there until morning, as Georgians do.
76237.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ხუთი ჩაფი ღვინო დაილია, უთვალავი სანოვაგე შეიჭამა, ორჯელ მეტი დაიღვარა და გაფუჭდა, მრავალი ჭურჭელი დაიმტვრა და ზეცა რევოლვერების ბათქაბუთქით დაიცხრილა.
They got through eighty litres of wine, ate vast amounts of food; twice as much was spilled or spoiled, a lot of crockery was broken, and the sky was riddled with revolver shots.
76238.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
დილით შვიდი გალეშილი მუქთახორა თხუთმეტი ეტლით დაბრუნდა ქალაქში.
In the morning seven deaddrunk spongers were sent back to town in fifteen cabs.
76239.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ხოლო საღამოზე და მეორე დღესაც ქეიფი და კვაჭის ნათლობა განაგრძეს – ჯერ ლევში და ბორჯომში, მერმე საღორიაზე – გაბერილ და ჩასუქებულ ერემოსთან, რომელსაც კვაჭი იმავე საღამოს დაუმეგობრდა.
But that evening and the next day the feasting and Kvachi’s baptism went on: first in the Levi, then the Borjomi, later in Saghoria, where the host was the bloated, obese Eremo, with whom Kvachi became close friends that evening.
76240.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მათ შორის მჭიდრო სულიერი ნათესაობა აღმოჩნდა.
It turned out that they had close spiritual–ties with each other.