მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76281.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
აქაც დიდი ნიჭი გამოიჩინა.
Here too he turned out to have great ability.
76282.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მას ცეცხლი, პათოსი, რიხი, უნარი მსმენელისა და თავის თავის გატაცებისა და აღგზნების ცხადი ნიჭი აღმოაჩნდა.
He showed himself to have fire, pathos, aplomb, and to be clearly capable of delighting and inspiring his listeners and himself.
76283.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
საქმე ადვილად და მალე გაკეთდა.
Things were easily and quickly sorted.
76284.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ერთ კვირაში კვაჭმა მთელი ქუთაისი აალაპარაკა.
In a week Kvachi became the talk of Kutaisi.
76285.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მაგრამ ასეთი ახმაურება კვაჭს არც ძალიან მოეწონა.
But Kvachi was not particularly pleased by this sort of fame.
76286.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მან უნებურად გადააჭარბა და ყელამდის შესტოპა.
He couldn’t help overdoing things and getting himself involved up to the neck.
76287.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ეს ძალიან სახიფათო იყო, ამიტომ მან ორიოდე შესაფერი ნაბიჯი გადმოსდგა უკანვე, და როცა ატეხილი საქმე მოასპობინა და მტრებს პირში ბურთი ჩასჩარა, კვაჭმა სრული სწორწონობა მოიპოვა.
This was very dangerous, so he had to take the appropriate step backwards, and when he had got the case that had opened against him closed and thrown the ball back in his enemies’ faces, Kvachi achieved a state of complete equilibrium.
76288.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ის წელამდის ერთ ბანაკში იდგა, წელზევით კი მეორეში ჩაეფლო.
He was down to the waist in one camp, and sunk up to the waist in the other.
76289.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭი კვაჭანტირაძემ მაშინ ისწავლა სიბრძნე ბებერ თუთიყუშისა, რომელიც ხარიხაზე იჯდა, მარცხნივ და მარჯვნივ ქანაობდა და თილისმურ ფორმულას იმეორებდა.
It was then that Kvachi acquired the wisdom of the old parrot sitting on its perch, swaying from left to right and repeating a magic formula.
76290.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
არც მარჯვნივ, არც მარცხნივ... არც აქეთ, არც იქით... შენც მინდიხარ, ისიც მიყვარს...
Not to the left, not to the right… Not this way, not that way… I want you, but I love him…
76291.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭის ჩარევას პოლიტიკაში კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი მოჰყვა: ცნობილმა და პატივცემულმა კოლია არევაძემ ერთხელ ჰკითხა მას: – კაროპულოს ოჯახს იცნობ?
Kvachi’s involvement in politics had an unexpected consequence: the famous and respected Kolia Arevadze once asked him, "Do you know the Karopoulos family"?
76292.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ძალიან კარგად ვიცნობ.
I know them very well.
76293.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
შენ და კაროპულოს ვაჟი კიპრიანე მგონი მეგობრები ხართ, არა?
You and the Karopoulos boy, Kipriane, are friends, aren’t you?
76294.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კარგი მეგობრები ვართ.
We’re good friends.
76295.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ამის შემდეგ კვაჭი და არევაძე რამდენჯერმე საიდუმლოდ შეჰხვდნენ ერთმანეთს და წაიჩურჩულეს.
After this Kvachi and Arevadze met several times in secret and whispered conspiratorially.
76296.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იმ დღიდან კვაჭმა კაროპულოს ოჯახში სიარულს მოუხშირა.
From then on Kvachi went to see the Karopoulos family more often.
76297.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კაროპულო ბერძენი იყო, შავი ქვის მრეწველი.
Karopoulos was a Greek, he was in the coal industry.
76298.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ნახევარზე მეტს ჭიათურაში სცხოვრობდა, ხოლო მისი ოჯახი ქუთაისში ბინადრობდა, რადგან შვილებს გიმნაზიაში ზრდიდა.
He spent more than half his time in the Chiatura, while his family lived in Kutaisi, since he sent his sons to the grammar school there.
76299.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მისი უფროსი ვაჟი კიპრიანე კლასში კვაჭის გვერდით იჯდა, აქედან დაიწყო მათი მეგობრობა.
His eldest son Kipriane sat next to Kvachi in class, which is how their friendship was struck up.
76300.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭი და კიპრიანე ხშირად დადიოდნენ ბულვარზე, თეატრში, საფიჩხიაზე, საღორიაზე, ჭომაში და სხვა სასეირნოსა და გასართობ ალაგებში.
Kvachi and Kipriane often went to the boulevard, the theatre, and to Sapichkhia, Saghoria, Choma, and other places for relaxation and amusement.