მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76301.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
უკანასკნელ ხანებს კვაჭი ძალიან სცდილობდა, კიპრიანე ჩაეთრია ქაღალდის თამაშსა, ქალებთან სიარულსა და ქეიფში, მაგრამ ვერ მოახერხა.
Lately Kvachi had made great efforts to get Kipriane involved in playing cards, going out with women, and feasting, but his efforts failed.
76302.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კიპრიანე თავის მამის შვილი იყო: თავდაჭერილი და მშიშარა.
Kipriane was his father’s son: reserved and timorous.
76303.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
წინა დღეს არევაძემ და კვაჭმა ერთად ივახშმეს.
Arevadze and Kvachi had had supper together the day before.
76304.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ორივენი აღელვებული და აფიცხებული იყვნენ და ხანგრძლივი ჩუმი ბაასი ასე გაათავეს: – მაშ, ყველაფერი გათავებულია? – ჰკითხა კვაჭმა.
They were both stirred up and heated; their extensive silent conversation ended with Kvachi asking, "Well then, is it all settled"?
76305.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
გათავებულია, მეხუთედი შენია.
It’s settled, one fifth is yours.
76306.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კეთილი და პატიოსანი, თუმცა მეტი მერგება, მარა რადგან საქვეყნო საქმეა, თანახმა ვარ.
Agreed, then, although I ought to get more, but because it’s for the good of the country, I agree.
76307.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
გეგმა ხომ კარგად გეიგე? ხომ აფერი აგერევა?
You do understand the plan, don’t you? The business won't go badly for you. will it?
76308.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
არხეინად იყავით, სწორედ ათ საათზე იქ ვიქნებით.
Don’t worry, I’ll be there at ten o’clock precisely.
76309.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ყოლიფერი მზათ არის.
Everything’s ready.
76310.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მაშ, მშვიდობით! – გამარჯვებით!
Right then, till we meet again! Good luck!
76311.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მეორე დღეს კვირა იყო.
The next day was Sunday.
76312.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭი, კიპრიანე, სონია ხვიჩია და მარუსია ჩალიძე წინა დღეს შეთანხმდნენ, რომ კვირა დღეს საღორიას ტყეში პიკნიკს გამართავდნენ.
Kvachi, Kipriane, Sonia Khvichia, and Marusia Chalidze had agreed the day before to have a Sunday picnic in Saghoria forest.
76313.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სწორედ ათ საათზე ოთხივენი ერთად უნდა წასულიყვნენ ეტლით.
At ten o’clock on the dot all four were to set off in a cab.
76314.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კიპრიანე სონია ხვიჩიასგან ცეცხლმოკიდებული იყო, ამიტომ იგი მოუთმენლად ელოდებოდა გათენებას.
Kipriane was crazy about Sonia and consequently couldn’t wait for the day to dawn.
76315.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ასეთი იყო მორიგება, მაგრამ მეორე დღეს კვაჭმა კიპრიანეს უთხრა: – წუხელი სხვებიც შემოგვიერთდნენ.
That was the arrangement, but the next day Kvachi told Kipriane, “Last night some other people decided to come with us".
76316.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ყველანი წავიდნენ, მე და შენ ერთად მივდივართ.
They’ve all left, you and I are going together.
76317.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
დანარჩენები იქ დაგვიხვდებიან.
The rest of them will meet us there.
76318.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ორივენი ეტლში ჩასხდნენ და წავიდნენ.
The two of them got into a cab and left.
76319.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ერემოს დუქანთან ეტლი გაისტუმრეს და გზა ფეხით განაგრძეს.
They paid off the cab at Eremo’s inn and went the rest of the way on foot.
76320.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭი მეგობარს ეუბნებოდა: – აქეთ წავიდეთ... იქ დაგვიხვდებიან... აი აქ იქნებიან... ეხლა მარცხნივ... მარჯვნივ... აჰა, მივედით... ათი ნაბიჯიღა დარჩა!!!
Kvachi was telling his friend, "Let’s go down here… That’s where they’ll meet us… Look, that’s where they’ll be… Now go left… to the right… Fine, we’ve arrived… Just ten yards left!!”