მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76341.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მორიგდნენ და გაათავეს: კიპრიანე კაროპულო ქუთაისის ქუჩებში აღარავის უნახავს.
An agreement was reached and concluded, "Nobody is to see Kipriane again in the streets of Kutaisi".
76342.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ერთი თვის შემდეგ კაროპულოს მაღაროები საროპულოს ხელში გადავიდა, ხოლო კაროპული თავის ოჯახით გემზე ავიდა და სტამბოლისკენ გაცურდა.
A month later Karopoulos’s mines were transferred to the ownership of Saropoulos; Karopoulos and his family got on a boat for Istanbul.
76343.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მხოლოდ გემზე ამოიღეს ხმა კიპრიანემ და მისმა დედ–მამამ.
Only once they were aboard the ship did Kipriane and his parents open their mouths.
76344.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭი კვაჭანტირაძემ ბინა გამოიცვალა, ეტლი დაიქირავა თვიურად, ჩოხა–ახალუხი იყიდა, იარაღში ჩაჯდა.
Kvachi Kvachantiradze moved to a new apartment, hired a carriage by the month, bought himself a new Cossack tunic, armed himself to the teeth.
76345.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
დედ–მამა გაახარა და მტერს თვალი დაუყენა.
He brought joy to his parents, and stopped his enemies in their tracks.
76346.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ნეტა დაიჯერა ოდესმე კვაჭი კვაჭანტირაძემ, ვითომ მას და მის ამხანაგებს იმ ზაფხულს საღორიას ტყეში მართლა „საქვეყნო“ საქმე გააიმასქნებინოს?
Did Kvachi at any time believe that he and his companions were really concocting an action "for the good of the country” that summer in Saghoria forest?
76347.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ვინ იცის, ის კი ცხადია, რომ „თელ ქვეყანას“ სჯეროდა, კვაჭს კი ამაზე მეტი არა უნდოდარა.
Who knows? What is clear is that the "whole country" believed and Kvachi had not intended anything more than that.
76348.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ასე იშოვნა კვაჭუნიამ თანხაც და დიდებაც.
So, Kvachi won a sum of money and glory too.
76349.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
აქა ამბავი გიმნაზიის გათავებისა და ქვრივის გადარჩენისა.
Graduating from School and Rescuing a Widow.
76350.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭს რომ ჯიბეში ფული გაუჩნდა, ცხოვრების კიბეზე უცებ ათიოდე საფეხურით ახტა.
Once Kvachi had money in his pocket, he leapt ten rungs up the ladder of life in one go.
76351.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
თავში ახალი ეშმაკები ჩაუსხდნენ, გულში ცეცხლი უარესად აუპრიალდა.
He had new devilish obsessions and his heart was even more furiously ablaze.
76352.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მეგობარ–ნათესავები გაუმრავლდა, ცხოვრება და ეს ქვეყანაც უფრო გაეშალა, გაეფურჩქნა, გაუტკბა და გაუამდა.
He widened his circle of friends and relatives, his life and his world became broader: everything blossomed and became sweet and agreeable for him.
76353.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭმა თავისი ახალი ცხოვრება იმით დაიწყო, რომ ცვირისთვის ერთს უბედურ დღეს, თავისი ბარგი–ბარხანა იღლიაში ამოიდო, ტფილისის ქუჩაზე გადასახლდა და ვინმე რუსი დედაკაცის ვოლკოვას ბინაში შეძვრა.
Kvachi began his new life, on what was a black day for Tsviri, by moving lock, stock, and barrel to Tbilisi Street, where he moved into an apartment belonging to a Russian lady, Mrs Volkova.
76354.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
გაფრენილ მამალს ცვირი ტირილით დაედევნა.
Tsviri saw her cockerel fly off with tears in her eyes.
76355.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მაგრამ კვაჭმა შესაფერი გამძლეობა და ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინა და პირველ საყვარელს მშვიდად და დინჯად უთხრა: – ყური მიგდე, ჩემო ცვირიკო, ყოლიფერს თავის დასაწყისი და დასასრული აქვს.
But Kvachi showed the necessary command of the situation and firmness of character to tell his first love calmly and gravely: "Listen to me, Tsviri, everything has a beginning and an end".
76356.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მე რა მიშავს, გამოუცთელი ახალგაზრდა ვარ, შენ შენს თავზე იფიქრე.
I’m all right, I’m an inexperienced youth, you should think about yourself.
76357.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ოცდათხუთმეტი წლის დედაკაცი ხარ, ოჯახის პატრონი, გამოცთილი და დამჯდარი.
You’re a woman of thirty-five, you have a family, you’ve been around, and you’ve settled down.
76358.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სიკვდილამდე არ დაგივიწყებ სიკეთეს და სიყვარულს.
I shan’t forget your kindness and love to the day I die.
76359.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ყოლიფერს მალე ერთიათად გადაგიხთი.
I’ll pay you back everything I owe tenfold.
76360.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
გულისყურს ნუ აჰყვები.
Don’t let your instincts carry you away.