მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76361.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ჭკვა მოიხმარე და ორივე კმაყოფილი დავრჩებით.
Use your brains, and we’ll both be all right.
76362.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
არხეინად იყავი, ოთახი არ დაგიცალიერდება.
Stay calm, that room of yours won’t stay empty.
76363.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ბესო შიქიას ხომ იცნობ? კარგი ყმაწვილია, ხომ?
You know Beso Shikia? He’s a nice boy, isn’t he?
76364.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ხვალვე გადმოვა იმ ოთახში.
He’ll move into that room tomorrow.
76365.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ალბათ ადვილად მორიგდებით.
I expect you’ll find it easy to come to terms.
76366.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მოკითხვა ბუდუს, მშვიდობით, ჩემო ცვირი!
Give my regards to Budu, goodbye, Tsviri, darling!
76367.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ცვირმა გულიანად გამოიტირა თავის სიყვარული, მართლა უკუაგდო გულისყური, აჰყვა კვაჭის რჩევას და არც ინანა.
Tsviri bravely stopped weeping for her love, she really did repress her instincts, and she followed Kvachi’s advice: nor did she regret doing so.
76368.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ორი დღის შემდეგ მან ბესო ჯიქიასაც ასესხა სამი მანეთი და უთხრა: – როცა გექნება, დამიბრუნე.
Two days later she lent Beso Shikia three roubles and told him: “When you have the money, you can pay me back".
76369.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რაიო, სარგებლითო? რა თქმა უნდა!
What do you mean, with interest? Of course!
76370.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
აპა უსარგებლოდ ფულს გავასესხებ?
Would I lend money without interest?
76371.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იყიდე, ჩემო ბესიკო, რაიც გინდა, ბევრი არა მაქვს, ცოტას კი მუდამ მოგიხერხებ.
Beso, dear, buy yourself whatever you want, I don’t have a lot, but I can always manage to find a little bit for you.
76372.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
არც ბესო შიქიასთვის იყო საჭირო გაფრთხილება, რადგან „მორიდება“ მას კვაჭზე უფრო ნაკლებად ეხერხებოდა.
There was no need to be wary of Beso, either, because he was even less capable than Kvachi of being "embarrassed".
76373.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ასე დამშვიდდა და ასე მალე ინუგეშა თავი ცვირი შოლიამ.
That’s how Tsviri Sholia calmed down and quickly found consolation.
76374.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭმა მშვენიერი ოთახი დაიქირავა – დიდი, ნათელი და რბილი ავეჯით მორთული.
Kvachi had rented a beautiful room: it was big, light, and had softly upholstered furniture.
76375.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ვოლკოვის ქვრივს – მოხუცებულს, მშვიდს, უწყინარსა და გულღია რუსის „მათუშკას“ – კვაჭი მალე მოეწონა.
Widow Volkova, a quiet, meek, goodhearted, elderly Russian "matushka"–soon took a liking to Kvachi.
76376.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ, თავაზიანად ექცეოდნენ, ტკბილად უღიმოდნენ და დედაშვილურად სცხოვრობდნენ.
They did not get in each other’s way, they treated each other with respect, smiled sweetly, and lived like mother and son.
76377.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მალე მოვიდა მერვეკლასელთა განკითხვის თვეც – დადგა მაისი.
It was soon the month for the eighth form’s examinations: it was May.
76378.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იმ წელს კვაჭი გიმნაზიას ათავებდა.
That year was Kvachi’s last at school.
76379.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
დატრიალდნენ კვაჭი და მისი მეგობრები.
Kvachi and his friends were kept busy.
76380.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ეს იმ წელს მოხდა, როცა მოსწავლენი მასწავლებლებს კისერზე ასხდნენ და, საითაც მოინდომებდნენ, იქით გაირეკავდნენ.
This year was one when pupils pestered teachers and made them dance to their tune.