მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76321.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მიდიოდნენ და ეძებდნენ.
They walked and searched.
76322.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
უცებ ტყეში ოთხ უცნობს წააწყდნენ.
Suddenly four strangers fell upon them.
76323.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ოთხივენი კვაჭსა და კიპრიანეს შემოეხვივნენ და ოთხივეს ხელში რევოლვერებმა გაიელვა.
All four surrounded Kvachi and Kipriane: the four revolvers in their hands flashed.
76324.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ხმა, კრინტი! ხელი არ გაანძრიოთ, თვარა გაგათავეთ! მოგვყევით!
Not a squeak out of you! Don’t move a muscle, or we’ll finish you off! Follow us!
76325.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭმა ბუჩქებისაკენ ისკუპა, მაგრამ მაშინვე კისერში რკინის ხელი დასწვდა.
Kvachi leapt into the bushes, but an iron hand immediately grabbed him by the back of the neck.
76326.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭი გაუსხლტა ავაზაკს და ბუჩქებში შეერია.
Kvachi managed to slip out of the bandit’s grasp, and disappeared into the bushes.
76327.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
დიდხანს ირბინეს, თან ერთმანეთს უცინოდნენ და ჩურჩულებდნენ.
They ran for some time, laughing at each other and whispering.
76328.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კაია, გეყოფა, თვარა თლათ დამახიე ტანისამოსი...
Fine, that’s enough, or else you’ll rip all my clothes to pieces…
76329.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
აფერი უშავს, კიდო, ცოტა კიდო ვირბინოთ.
That doesn’t matter a bit more, let’s run a bit more.
76330.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ბოლოს ერთმანეთი დაჰკარგეს.
In the end they lost sight of each other.
76331.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭს ტყეში გზა აერია, დიდხანს იხეტიალა და ორი საათის შემდეგ გაკაწრული, დაბღლერძილი და უქუდო, ერემოს დუქანს მიადგა.
Kvachi lost his way in the forest and wandered about for some time at random: two hours later he turned up at Eremo’s inn covered in scratches, his clothes in tatters, his hat lost.
76332.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სწორედ იმავე ხანებში გამოჩნდნენ სონია, მარუსია და სხვებიც.
At the very same time Sonia, Marusia, and the others turned up.
76333.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ერთმანეთს გამოჰკითხეს და გამოარკვიეს, რომ კვაჭს კარგად ვერ გაეგო შესახვედრი ადგილი და კიპრიანე სხვა ბილიკით წაეყვანა.
They questioned each other and realized that Kvachi must have got the meeting place wrong and had led Kipriane down some other path.
76334.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
შეიქმნა ჩოჩქოლი, სირბილი და დაკარგულ კიპრიანეს ძებნა.
There was a commotion, a lot of running about, searching for the missing Kipriane.
76335.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რამდენიმე დღე გავიდა.
Several days passed.
76336.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კაროპულოს ოჯახში წივილ–კივილი, ტირილი და გლოვა ისმოდა.
There was shrieking and wailing, weeping and mourning to be heard in the Karopoulos family.
76337.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭი თმას იგლეჯდა, თავში ხელს იცემდა, სწუხდა.
Kvachi tore his hair, struck his head, showed distress.
76338.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
,,ჭრილობას“ ირჩენდა და კაროპულოს ოჯახს თავთ დასტრიალებდა.
He treated his "wound" and hung around the Karopoulos family.
76339.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ბოლოს მოხუცმა კაროპულომ ორსიტყვიანი რადიოდეპეშა მიიღო: – ოცი ათასი!
Finally old Karopoulos received a two-word radio-telegram: "Twenty thousand".
76340.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იმანაც ორი სიტყვით უპასუხა: – ხუთი ათასი.
He replied in two words, "Five thousand".