მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76381.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
გამოცდის საქმე ყველასთან ადვილად მოარიგეს.
The business of examinations was easily settled for everyone’s convenience.
76382.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რადგან ამ წელს უფრო მასწავლებლები იჭერდნენ გამოცდას მოსწავლეთა წინაშე, ამიტომ მასწავლებლები ისე რბილი, ქედმოხრილი და მორჩილი იყვნენ, ვითარცა საჭურისი მრისხანე ხონთქარის წინაშე.
Because the teachers were conducting the examinations in the presence of the pupils, the teachers were as soft, submissive, and pliable as eunuchs faced with a wrathful sultan.
76383.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მხოლოდ ბერძნული ენის მასწავლებელი სირიადისი ახირდა და გაკერპდა.
Only Siriadis, the Greek language teacher, dug his heels in and would not budge.
76384.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მას არც ძალთა ურთიერთობაში მომხდარი ცვლილება სწამდა, არც „გაზაფხული“ და არც კომიტეტები.
He didn’t believe in the changed balance of powers that was supposed to have happened, nor did he believe in the "spring", nor in the committees.
76385.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იფიქრეს, ბოლოს კვაჭმა სთქვა: – სამი დღე მაცალეთ.
They thought, and finally Kvachi said, "Give me three days".
76386.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მესამე დღეს დილით სირიადისს წერილი მიუვიდა.
On the morning of the third day Siriadis received a letter.
76387.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იმ წერილის კუთხეში თავის ქალა, კუბო, ხანჯალი და დამბაჩა იყო გამოხატული.
The corners of the letter were decorated with a skull, a coffin, a dagger, and a pistol.
76388.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ეწერა: „მერვე კლასის არც ერთი მოწაფე არ უნდა ჩაიჭრას“.
It read: "Not a single pupil in the eighth form is to fail".
76389.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
თუ თანახმა ხართ, დღეს საღამოს რვა საათზე ბულვარზე დაგვენახვეთ.
If you agree, then show yourself to us on the boulevard at eight o’clock this evening.
76390.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
თუ არ გამოჩნდით, აიბარგეთ და სამ დღეში ქუთაისს გამოეთხოვეთ.
If you don’t turn up, then pack your bags and leave Kutaisi within three days.
76391.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
წინააღმდეგ შემთხვევაში გირჩევთ ეხლავე დაიმზადოთ კუბო.
Otherwise, we advise you to get your coffin ready now.
76392.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ანარქისტ–სინდიკალისტ–სოციალისტების მთავარი კომიტეტი.
The Main Anarchist- Syndicalist-Socialist Committee.
76393.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭმა მთელი საათი იარა ბულვარზე, მაგრამ სირიადისი არ გამოჩნდა.
Kvachi spent a whole hour on the boulevard, but Siriadis didn’t show up.
76394.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სამაგიეროდ შიქია, ჭიპუნტირაძე და ჩიკინჭილაძე მოვიდნენ.
Instead, Shikia, Chipuntiradze, and Chikinjiladze came.
76395.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
თვალი ვადევნეთ, პოლიციაში მიდიოდა საჩივლელად.
We’d been keeping an eye on him, he was going to the police to lay a complaint.
76396.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იქამდე ვურტყით, სანამ არ დეიყვირა: „არავინ არ ჩეიჭრება, არავინო“, შევთანხმდით და მოვრიგდით.
We kept hitting him until he yelled, "Nobody is going to fail, nobody", then we came to an agreement and sorted it out.
76397.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სირიადისმა პირობა შეასრულა და გამოცდა მართლა ყველამ ჩააბარა.
Siriadis kept his promise and everyone, in fact, passed the exam.
76398.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ასე გაათავეს გიმნაზია და ასე მიიღეს დიპლომები კვაჭი კვაჭანტირაძემ და მისმა მეგობრებმა.
That’s how Kvachi Kvachantiradze and his friends graduated from school and got their diplomas.
76399.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სააღდგომოდ კვაჭი სამტრედიაში წავიდა.
Kvachi went to Samtredia for Easter.
76400.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ყველანი აალაპარაკა, დედ მამა, ნათესავები და მოყვარე გაახარა, მტერს თვალი დაუყენა.
He was the talk of everyone: his parents, his relatives and his admirers were overjoyed, his enemies were furious.