მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76401.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭი! ქვეყანა ეირია, მტერი ბევრი გამიჩთა, მეც ვბერდები.
Kvachi! The country’s gone to the dogs, I’ve got a lot of enemies on my back, I’m getting old.
76402.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
თუ საჭირო გახთა, ყოლიფერს გავყიდი, მათხოვრობას დევიწყებ და გოუნათლებელს კი არ დაგტოვებ.
If I have to, I’ll sell up, go begging, but I shan’t leave you without an education.
76403.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
გიმნაზიაც გაგათავებინეთ, ორიოდე გროშს კიდო მოგაწვდი, მარა შენც უნდა ხელი გაანძრიო.
I’ve seen you through grammar school, I’ll put a few pennies your way, but you’ve got to lift a finger.
76404.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
აგერ ჩოლიამ და ღვიჩიამ ისთე გაათავეს რუსეთში რაცხა უნივერსიტეტი, რომე შინიდან ორი ფარაც არ მიუღიათ.
Cholia and Ghvichia have now both finished university in Russia, and they didn’t get a penny from home.
76405.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რას იტყვი, კვაჭი?
What do you say to that, Kvachi?
76406.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭმა პასუხად ხელში ასმანეთიანი ჩაუდო და წამოვიდა.
Kvachi’s answer was to put a hundred-rouble note in his father’s hand and to leave.
76407.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სილიბისტროს ოჯახში დიდი გაკვირვება, სიხარული, ლხინი, გაბღენძა და თავისქება ასტყდა.
There was great amazement, joy, celebration, conceit, and self-congratulation in Silibistro’s family.
76408.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ცხრამეტი წლის კვაჭი რუსეთში თავის ხარჯით მიდიოდა და დედ–მამასაც ეხმარებოდა.
At the age of nineteen, Kvachi was going to Russia at his own expense and yet was helping his parents out.
76409.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
შვილიც ასეთი უნდა, მაშა!
That’s the sort of son you want, for sure!
76410.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იმ ხნიდან კვაჭი ჩაფიქრებული დადიოდა.
From then on Kvachi walked about, plunged in thought.
76411.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ცხვირს დაგეშილი ძაღლივით ათამაშებდა, ჰაერს ჰსუნავდა და რაღაც ცნობებს აგროვებდა, ვოლკოვის ქვრივს დაუმეგობრდა, „კონჩინკას“ ეთამაშებოდა,.
He acted like a scent hound, sniffing the air as he gathered information; he befriended the widow Volkova and played "konchinka" with her.
76412.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ზოგჯერ კიდეც ეხმარებოდა: ხაზინიდან პენსიას მოუტანდა, ავდარში სასყიდელს უყიდდა, გაზეთსაც წაუკითხავდა ხოლმე.
Sometimes he even helped her, fetching her pension from the town treasury, doing the shopping when the weather was bad, reading the newspaper to her.
76413.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ვინაიდან იმ ხანებში ძალიან გახშირდა ავკაცობა, შარი, შური და მტრობა, ამ ავ ხალხთან მფარველობასაც უწევდა.
Because evil-doing, slander, envy, and hostility were greatly on the increase at the time, he was offering her protection from evil people.
76414.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ერთხელ ქვრივს წერილი მოუვიდა.
One day the widow received a letter.
76415.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ეწერა: „სამ დღეში დაგვიმზადეთ სამი ათასი მანეთი“.
It read, "Get three thousand roubles ready for us within three days".
76416.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
წინააღმდეგ შემთხვევაში ეხლავე შეუკვეთეთ კუბო.
Otherwise, order yourself a coffin right away.
76417.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
დაფეთებული ქვრივი კვაჭს ეცა რჩევისა და დახმარებისათვის.
The terrified widow fell upon Kvachi for advice and help.
76418.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ან ვისთან უნდა მისულიყო უპატრონო მოხუცი, ტამბოვიდან უცხო ქვეყანაში გადმოკარგული?
Who else could a lonely old woman, who had come from Tambov to live in a remote, unknown land, turn to?
76419.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭი ჩაფიქრდა, ძალიან ჩაფიქრდა და დაღონდა.
Kvachi thought hard, very hard, and became gloomy.
76420.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ბოლოს უთხრა: – როგორც დედას, ისე გელაპარაკებით.
Finally, he told her: "I’ll tell you as I would my own mother".