მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76421.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ხმა, კრინტი არსად არ დასძრათ, თორემ ქრისტე–ღმერთიც ვერ გიშველით.
Don’t say a word about this to anyone, or even Christ and God himself can’t help you.
76422.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სასტიკი და ველური ხალხია.
These are cruel, savage people.
76423.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
არც დედაკაცს ინდობენ, არც მოხუცს.
They show no mercy to women or to the old.
76424.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ამ ერთ კვირაში ორი დედაკაცი მოჰკლეს, ერთი მოხუცი ხელით დაახჩვეს და ერთიც რიონში გადააგდეს.
Just this week they’ve killed two women, strangled an old man with their bare hands, and thrown one into the River Rioni.
76425.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
პოლიციაც დაშინებულია, თავიც კი ვერავის გამოუყვია გარეთ.
Even the police are terrified, nobody’s dared stick their head outside.
76426.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ხომ ჰხედავთ, ჩიტებივით ჰხოცავენ ხალხს.
So you see they slaughter people like birds.
76427.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
აი გუშინწინ ბაზარში ყველას თვალწინაც მოუკლავთ ერთი პოლიციელი.
Well, just the day before yesterday they murdered a policeman at the market right in front of everyone.
76428.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭმა ზოგი მართალი სთქვა, ზოგიც წაუმატა.
Some of what Kvachi said was true, some he had made up.
76429.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მართლა ასეთი დრო იყო.
The times really were like that.
76430.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
უპატრონო ქვრივმაც იცოდა, რომ ქვეყანა უპატრონოდ იყო, ამიტომ თრთოდა და კვაჭს ჩურჩულით ემუდარებოდა დახმარებას და შუაკაცობას.
The defenceless widow knew that the country too was defenceless, so she trembled and begged Kvachi in a whisper to help her and intercede.
76431.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
თან ხატზე და სახარებაზე ჰფიცულობდა, რომ ამ საიდუმლოებას სამარეში ჩაიტანდა.
At the same time she swore on an icon and the gospels that she would take the secret with her to the grave.
76432.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭი ჯერ დიდ უარზე იდგა.
At first, Kvachi obstinately refused.
76433.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
თვითონაც ეშინოდა ხიფათის და ანარქისტ–სინდიკალისტებისა, რომელნიც „არავის ინდობდნენ და ყველას ჩიტებსავით ჰხოცავდნენ“.
He himself feared the danger and of the anarchist-syndicalists who "show no mercy to anyone and slaughter everyone like birds".
76434.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ბოლოს, როგორც იყო, მოლბა და მოტყდა, რადგან საწყალი ვოლკოვის ქვრივი ,,დედასავით უყვარდა“.
Finally, though, he relented and gave in, because he loved the poor widow Volkova "like his own mother".
76435.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იმ დღიდან კვაჭი „მეტისმეტად რთულსა და სახიფათო“ საქმეს შეუდგა.
That day Kvachi got down to a task that was "extremely complicated and dangerous".
76436.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ჩვენ, ქართველებს, ასეთი ანდაზა გვაქვს: „არამკითხე მოამბეო მიტყიპე და მიაგდეო“ – ეუბნებოდა ქვრივს.
We Georgians have this proverb: "Thrash the uncalled-for messenger and throw him out", he told the widow.
76437.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მეორე ანდაზა კი ასეთია: „მოჩხუბარს ერთი მოხვდა, გამშველებელს – ხუთიო“.
There’s another saying, though: "A troublemaker gets hit once, a helper gets hit five times".
76438.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ბოლოს, მაინც მიაგნო კვალს და შიშისგან მილეულ–მიბნედილ მოხუცს ასეთი ამბავი მოუტანა: – ღმერთმა იმ ხალხისგან თქვენც დაგიფაროთ და თქვენი მტრებიც.
In the end, however, he got a lead, and this is the story he told the old lady, who was exhausted and enfeebled with fear: “May God protect you and even your enemies from this lot!
76439.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რას მერჩოდით, რად ჩამრიეთ, რა გინდოდათ ჩემგან?
What do you expect from me, why have you got me into this, what did you want me to do?
76440.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ეხლა მეც ჩამჭიდეს ხელი და მემუქრებიან, თუ ორი ათას მანეთზე ნაკლები მოგიტანია, შენც იმ დედაკაცს დაგაკლავთო.
Now they’ve got me in their clutches and they’re threatening me that if I don’t come up with at least two thousand roubles, they’ll kill me as well as the old woman.