მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76461.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მეორე დღეს ჯერ სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა, მერმე მადლობისა და დედაშვილობის ნიშნად კვაჭს ყელზე ოქროს ჯვარი ჩამოჰკიდა, ხოლო ჯიბეში სახსოვრად თავის განსვენებული ქმრის ვერცხლის სათუთუნე ჩაუდო.
The next day she ordered thanksgiving prayers to be said, then, as a sign of her gratitude and motherly feelings, she hung a gold cross round Kvachi’s neck and as a memento put her late husband’s silver tobacco box in his pocket.
76462.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
თუ გაგიჭირდეთ, ამ ჯვარზე ილოცეთ.
If you’re ever in trouble, prays to that cross.
76463.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სიკეთეს არც ღმერთი დაგივიწყებს და ყველაფერში დაგეხმარებათ.
God won’t forget your kindness and will help you in everything you do.
76464.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
არც მე დაგივიწყებ, და თუ შევძელი, კიდევ გადაგიხდი მადლობას, თუ არა და... და გადაეხვია, აკოცა, ატირდა და კინაღამ კვაჭიც აატირა.
I won’t forget you, either, and if I survive I’ll show you my gratitude again; if I don’t, then… then she embraced him, kissed him, burst into tears, and nearly made Kvachi weep, too.
76465.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ასე გადაარჩინა სამტრედიელმა რაინდმა ტამბოველი „მათუშკა“ უეჭველ სიკვდილს.
That was how the knight of Samtredia saved the "matushka" of Tambov from certain death.
76466.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იმავე ხანს კვაჭი მუსიკამ გაიტაცა.
This was when Kvachi was suddenly carried away by music.
76467.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მუსიკისა მას არაფერი არ ესმოდა და სმენაც სრულებით დახშული ჰქონდა.
He’d never understood music and had no ear at all for it.
76468.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სხვა საკრავებს გულგრილად ითმენდა, ხოლო როიალის ხმაზე ტანში ჟრუანტელი უვლიდა და მეტის აღელვებისაგან სტოკავდა და შფოთავდა.
He was indifferent to all musical instruments, except the grand piano which made his whole body tingle, set his heart pounding with excitement, and perturbed him.
76469.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ჯერ როიალის ყიდვა უნდოდა, მაგრამ ეძვირა და მისი დაქირავება გადასწყვიტა.
At first he wanted to buy a grand piano, but it was too expensive, so he decided to hire one.
76470.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მისი ნაცნობი მაიზელსონი საზაფხულოდ ბორჯომში აპირებდა წასვლას.
He knew someone called Maizelsohn who was going to Borjomi for the summer.
76471.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭმა უთხრა მას: – სხვათა შორის, თქვენ ბორჯომში მიბრძანდებით, არა? შემოდგომამდე არ დაბრუნდებით?
Kvachi told him: "By the way, you’re off to Borjomi, aren’t you?" You won’t be back before autumn, will you?
76472.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იმ დრომდე მე ქუთაისში ვრჩები.
I’ll be staying in Kutaisi all that time.
76473.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ათასი საქმე მაქვს.
I’ve got masses of things to do.
76474.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
უნდა მოგახსენოთ, რომ უკანასკნელი ჩემი ავადმყოფობა მუსიკა გახლავთ.
I should mention that my latest craze is music.
76475.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ისე გამიტაცა, რომ ლამის გავგიჟდე.
I’m so enthusiastic that I’ve nearly gone mad about it.
76476.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მინდა დაკვრა ვისწავლო.
I want to learn to play.
76477.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ისევ დაგვიანებით სჯობია, ვიდრე არასოდეს, ამიტომ გთხოვთ თქვენი როიალი მომაქირავოთ.
Better late than never, so would you please hire your grand piano to me?
76478.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მაიზელსონს თავის სიცოცხლეში გამორჩენის გარდა არაფერზე არ უფიქრია, ამიტომ ერთ წუთში ასე მოისაზრა: „სამ თვეში სამ თუმანს ავიღებ, გზის ფულს გამოვალ და ესეც კარგია".
Maizelsohn had never ever thought about anything except his own advantage, so he immediately calculated, "I’ll charge you thirty roubles for three months; that’ll pay for my travel, so that’s fine".
76479.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მაშინვე მორიგდნენ და იმავე საღამოს კვაჭი თავის ოთახში მაიზელსონის როიალს გატაცებით არაკუნებდა ცალი თითით.
They agreed on the price there and then; that same evening, in his own room, Kvachi was banging with one finger at Maizelsohn’s grand piano.
76480.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ზაფხული იწურებოდა, საცაა მაიზელსონიც უნდა დაბრუნებულიყო.
Summer was coming to an end, any moment Maizelsohn was due to come back.