მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76521.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
დიდი სიამოვნებით... უეჭველად შევხვდებით.
I’d love to… I’m sure we’ll meet again.
76522.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა.
I’m very pleased to have met you.
76523.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მეორე დღეს ბესო შიქია წააწყდა ვინმე საროკინს: – უკაცრავად, თქვენ როიალს ეძებთ, არა?
The next day Beso Shikia tackled someone called Sarokin: "Excuse me, aren’t you looking for a grand piano"?
76524.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მშვენიერი ბეკერის როიალია, თითქმის ახალია. აქვეა, შორს არ არის...
It’s a beautiful Becker grand piano, almost new, only a few doors away, not far at all…
76525.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ისევ გასინჯეს როიალი და ისევ მორიგდნენ.
Again the piano was tried out and a bargain was struck.
76526.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
აქაური არა ვარ, ჭიათურაში უნდა წავიღო.
I’m not local: I have to take it to Chiatura.
76527.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მაშ ჩვენვე გაგიგზავნით... თუ გნებავთ, ორ საათში რკინის გზის საბუთს მოგართმევთ...
Then we’ll send it to you… If you like, I’ll get you the railway receipt in the next two hours...
76528.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ამაზედაც მორიგდნენ, კვაჭი ისევ სადგურისაკენ გაექანა.
They agreed to that, again, Kvachi set off to the station.
76529.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იმავე საღამოს კვაჭმა სასტუმროში მიუტანა ინჟენერ საროკინს რკინის გზის საბუთი.
That evening Kvachi brought the railway receipt to engineer Sarokin in the Hotel.
76530.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
თავადი დადიანი უგზავნის ინჟენერ საროკინს, გადახდილია 11 მანეთი და 29 კაპეიკი.
Sent by Prince Dadiani to engineer Sarokin, paid: 11 roubles and 29 kopecks.
76531.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იანგარიშეს და გაათავეს: – ღამე მშვიდობისა!
They did their sums and concluded, "Good night to you".
76532.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ბესო შიქია კვაჭს ქუჩაში უცდიდა.
Beso Shikia was waiting for Kvachi in the street.
76533.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
აპა, ბესო, ხვალვე უნდა გავაიმასქნათ ყველაფერი.
Ah, Beso, tomorrow at the latest we’ve got to have everything sewn up.
76534.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
არ გაბრიყვდე, აქოურს არავის უთხრა, არც ვაჭარს და არც ურიას, თვარა...
Don’t do anything stupid, don’t tell anyone local: not even a trader or a Jew, or else…
76535.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
აპა, არ ვიცი თუ? გადასახადების ინსპექტორია, ვინცღა გერცოვი, ერთი თვის წინად შოურთავს ცოლი.
Aha, do you think I don’t know? He’s a tax inspector, his name is Gertsov, he got married a month ago.
76536.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
გუშინ დოუჭერია ბინა და ეხლა ავეჯს ყიდულობს.
He rented a flat yesterday and now he’s buying furniture.
76537.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ერთი კვირის ჩამოსულია ქუთაისში.
He only came to Kutaisi a week ago.
76538.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მეორე დილით გერცოვმა, ახალგაზრდა თავმომწონე მოხელემ, ექვსიოდე მუშა მოაყენა კვაჭის ოთახს და როიალი თავის ახალ ბუდეში გადაიტანა.
The next morning Gertsov, a conceited young official, brought six workmen to Kvachi’s room and moved the grand piano to his new home.
76539.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იმავე დღეს კვაჭი კვაჭანტირაძე და ბესარიონ შიქია სტუდენტებად მოინათლნენ.
The same day Kvachi Kvachantiradze and Besarion Shikia were re-baptised as students.
76540.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ახალი სტუდენტური ფორმა ჩაიცვეს, დამშვენდნენ და თავიანთ თავისა, ერთმანეთისა და ნაცნობ–მეგობართა თვალში უცებ გაიზარდნენ, დაფასდნენ და გადიდკაცდნენ.
They put on new student uniforms, showed off their new looks, and suddenly gained in prestige, value, and maturity in their own, each other’s, their friends’ and acquaintances’ eyes.