მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76581.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ამა წლის შვიდ ივლისს მე ვიყიდე თქვენი სახლი (ქალაქ ქუთაისში რომ მდებარეობს, ტფილისის ქუჩაზე) კვაჭი სილიბისტროს ძე კვაჭანტირაძესგან, რომელსაც თქვენგან სრული რწმუნების ბარათი ჰქონდა, დადასტურებული ამავე წლის შვიდ ივლისს ქალაქ ქუთაისის ნოტარიუსის ანჯაფარიძის მიერ.
On the seventh of July this year I bought your house (situated in Kutaisi on Tbilisi street) from Kvachi, son of Silibistro Kvachantiradze, who possessed a complete power of attorney signed by you, witnessed on the seventh of July this year by the notary Anjaparidze.
76582.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
გარდა ამისა იმავე დღეს მე გასესხეთ ნაღდი ფული ოთხი ათასი მანეთი თქვენ მიერ ხელმოწერილი თამასუქით, რომელსაც ვადა გაუვიდა ამა წლის პირველ სექტემბერს.
Furthermore, on the same day I lent you four thousand roubles in cash against a promissory note signed by you, which note expires on the first of September this year.
76583.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
გთხოვთ შვიდი დღის განმავლობაში სახლი დამიცალოთ, რადგან მე თვითონ ვაპირებ ჩემს სახლში გადმოსვლას, ხოლო სამი დღის განმავლობაში გამინაღდოთ ვალი თავის სარგებლით.
I request that within seven days you vacate the house in my favor, because I myself intend to move into what is now my house, and within three days to pay back the debt in my favor.
76584.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ხუხუ ჩიჩია, სამტრედია. ხონის გზა, სახლი პუპი კვაჭანტირაძისა.
Khukhu Chichia, Samtredia, Khoni Road, Pupi Kvachantiradze’s house.
76585.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იმავე საღამოს ვოლკოვის ქვრივი განთქმულ ვექილ ტვიჩიასთან მიჩანჩალდა.
That same evening widow Volkova trudged off to see the famous lawyer Tvichia.
76586.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ის ვექილი ქვრივის მდგმურმა ლადი ჩიკინჭილაძემ მიასწავლა.
He was a lawyer recommended by her lodger Ladi Chikinjiladze.
76587.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რა ესმოდა კანონების ან ვექილობის ავკარგობისა სამოცი წლის მოხუცს, რომელსაც აქამდე მხოლოდ ის ჰქონდა გაგონილი, რომ სადღაც არსებობენ სასტიკი მოსამართლენი, უბედურთა მხსნელი ვექილები, ულმობელი ბრალმდებელნი, და საწყალი, ღვთისგან და ხალხისგან დაჩაგრული „კატორღელები“?
What would an old woman of sixty know of the vicissitudes of the law and of lawyers, when all she had heard up till now was that somewhere there existed strict judges, lawyers who saved the unfortunate, merciless prosecutors and poor "convicts", forsaken by God and people?
76588.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ან ის რა იცოდა, ან საიდან და როგორ გაიგებდა გამოჩერჩეტებული მოხუცი, რომ იმავე დღეს შოლიას დუქანში ბალახვანის ქუჩაზე ერთად ისადილეს და იქეიფეს სილიბისტრო კვაჭანტირაძემ, ხუხუ ჩიჩიამ, ტვიჩიამ და ქვრივის მდგმურმა ლადი ჩიკინჭილაძემ.
How could a old woman who’d lost most of her wits know that there had been a dinner that day in Sholia’s inn on Balakhvani Street, at which were present Silibistro Kvachantiradze, Khukhu Chichia, Tvichia, and the widow’s lodger Ladi Chikinjiladze.
76589.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იმავე საღამოს მეტის გულკეთილობით და თავაზიანობით იმ ჩაჩანაკ რუსის დედაკაცს განთქმულ ვექილის ტვიჩიას კარებამდის მიჰყვა?
He brought the decrepit Russian lady so kindly and respectfully to the doors of the famous lawyer Tvichia?
76590.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ან იმას როგორ იფიქრებდა, ან გულში როგორ გაიტარებდა გულუბრყვილო ტამბოველი ქალი, რომ სწორედ ტვიჩია იყო სილიბისტრო კვაჭანტირაძის და ხუხუ ჩიჩიას ვექილი, და რომ ის წერილი, რომელმაც დილით მას გული შეუღონა, იმავე დღეს სწორედ ტვიჩიამ დასწერა და გაჰგზავნა?
How could a gullible woman from Tambov have possibly thought or even contemplated that Tvichia was in fact acting for Silibistro Kvachantiradze and Khukhu Chichia, and that the letter which shocked her so badly that morning was written and sent that day by Tvichia?
76591.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ტვიჩიამ ვოლკოვის ქვრივი დიდი თავაზით, ღიმილით და ალერსით მიიღო.
Smiling and affectionate, Tvichia received widow Volkova with great respect.
76592.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ტკბილმა ენამ, ცხელმა ჩაიმ და ვარდის მურაბამ ის დედაკაცი სულ დაატკბეს, მოჰხიბლეს და ტვიჩიას ხელში ჩაუგდეს.
Sweet talk, hot tea, and rose-petal jam softened the woman’s heart, enchanting her so that she was putty in Tvichia’s hands.
76593.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ქვრივმა რომ ყველაფერი გადაუშალა და ცრემლით გული მოიჯერა, ტვიჩიამ დიდხანს იფიქრა და მერმე დინჯად და გულწრფელ კილოზე უთხრა: – მენანებით, ისე მენანებით, როგორც საკუთარი დედა.
When the tearful widow had bared her heart and entrusted herself to him, Tvichia thought hard and then told her, in a solemn and sincere tone: “I feel sorry for you, so sorry, as if you were my own mother".
76594.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მაგრამ მარტო სიბრალული საქმეს ვერ უშველის.
But being sorry is not enough to help things.
76595.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ჯერ ერთი: თქვენ ანარქისტებისთვის ფულით გაგიწევიათ დახმარება.
For one thing, you appear to have given the anarchists financial help.
76596.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მთავრობამ რომ გაგიგოსთ რა საქმეში ხართ გარეული, ან ჩამოგახრჩობსთ, ან ციმბირი აქეთ დაგრჩებათ.
If the government ever finds out that you’re involved, you’ll be hanged or spend the rest of your life in Siberia.
76597.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ნუ ღელავთ, დამშვიდდით.
Don’t be alarmed, calm down.
76598.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მეც ვიცი, რომ ნებაყოფლობით არ მიგიციათ ის ფული, მაგრამ ეგ სულ ერთია, მათ თქვენგან ფული მიიღეს და ამით ხელი მოიმართეს.
I know that you didn’t knowingly give them this money, but that makes no difference, they had money from you and profited from it.
76599.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მადლობა შესწირეთ უფალსა, რომ მე წამაწყდით.
You can thank the Lord that you’ve come to me.
76600.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სხვა, ჩემ მაგივრად არ გაჩუმდებოდა, სადმე იტყოდა და დაგღუპავდათ.
Anyone else would not have kept silence, they would have talked about it to someone and you would have been finished.