მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76561.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მგზავრები მოიბუზნენ და თავიანთ ხაბაკ ხუბაკში ჩაძვრნენ.
The travelers huddled up and slipped down behind their luggage.
76562.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
დუქანს რომ კარგა მოშორებით გასცდნენ, ორივენი ისევ ამოძვრნენ და გასწორდნენ, პირსახიდან ყაბალახები აიხსნეს და შვებით ამოისუნთქეს.
When they’d left the inn well behind them, they both rose up, sat up straight, took their balaclavas off, and breathed a sigh of relief.
76563.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ბოლოს ერთმა მათგანმა წამოიძახა: – მშვიდობით, ქუთაისო!
Finally, one of them called out, "Goodbye Kutaisi!"
76564.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მშვიდობით!.. – გაიმეორა მეორემ: – ვინ იცის, როდისღა ვნახავთ ერთმანეთს!
"Goodbye", repeated the other: "Who knows when we’ll meet again"?
76565.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მეორე დღეს ათი საათიდან ვოლკოვის ქვრივი ძლივს ასწრებდა კარების გაღებას და პასუხის გაცემას.
The next day, from ten o’clock onwards the widow Volkova had no time to do anything but open the door and reply to everyone.
76566.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სახლის წინ ერემო, დანიელა და ლაითაძე კბილებს აკრაჭუნებდნენ.
Eremo, Daniel, and Laitadze were all gnashing their teeth in front of the house.
76567.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სამი დღის შემდეგ ბორჯომიდან მაიზელსონი დაბრუნდა, იმავე ხანებში ფოთიდან არუთინოვი ამოვარდა, ჭიათურიდან საროკინი ჩამოვარდა.
Three days later Maizelsohn came back from Borjomi; at the same time Arutinov arrived from Poti and Sarokin came down from Chiatura.
76568.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სამივენი ჯერ სირბილით გაიწურნენ ოფლში, მერმე ყველანი გერცოვს შეუცვივდნენ.
All three were covered with sweat from running about; then they all rushed in to see Gertsov.
76569.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სასტუმრო ოთახში ოთხივენი შეხვდნენ ერთმანეთს, ოთხივე ჩაეჭიდა იმ როიალს და ოთხივე გაჰკიოდა ერთხმად: – ჩემია! ჩემია!
The four men met in living room, all four wrestled for possession of the piano, yelling together, "It’s mine! Mine"!
76570.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
როცა ყვირილით და კამათით დაიღალნენ, დასხდნენ და ერთმანეთს თავიანთი ამბავი უამბეს და თავიანთი უფლება დაასაბუთეს.
After wearing themselves out yelling and squabbling, they sat down and told each other what had happened to them and tried to prove their right.
76571.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მაიზელსონი შედარებით არხეინად იყო, სხვებს დასცინოდა და მასხარად იგდებდა, დანარჩენები კი ილანძღებოდნენ და იმუქრებოდნენ.
Maizelsohn was relatively calm; he laughed at the others and mocked them, while the others uttered curses and threats.
76572.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ბოლოს საქმე იმით გათავდა, რომ გერცოვმა იგივე როიალი ხელმეორედ იყიდა მაიზელსონისაგან, ხელცარიელი არუთინოვი ისევ ფოთში ჩავიდა, გამწარებული საროკინი ისევ ჭიათურაში ავიდა.
The matter was finally settled by Gertsov buying the same piano again from Maizelsohn, while Arutinov went back to Poti empty-handed, the embittered Sarokin went back up to Chiatura.
76573.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რადგან ამ დროს ქვეყანა უპატრონოდ იყო და რუსეთში გადაკარგული კვაჭის დევნა ყველას ტყუილად ჩაუვლიდა.
By then the whole country was ungovernable, and searching for Kvachi, who had vanished into Russia, would have been a waste of time for anyone.
76574.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რას იზამ! ამქვეყნად ყველაფერი ანგარიშის საქმე ყოფილა.
What can you do? Everything in this world seems to be a matter of calculation.
76575.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იმავე ხანებში ვოლკოვის ქვრივს ვინმე ხუხუ ჩიჩიასგან ნოტარიული განცხადება მოუვიდა.
At the same time the widow Volkova received a notarized summons from Khukhu Chichia.
76576.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მან წაიკითხა და ელდა ეცა, თვალები შუბლზე აუვარდა.
She read it: it was a bolt from the blue, her eyes rolled up to her forehead.
76577.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ენა მუცელში ჩაუვარდა, მუხლი მოეჭრა და გული წაუვიდა.
She was dumbstruck, she went weak at the knees, and fainted.
76578.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მადლობა უფალსა, რომ სწორედ იმ დროს მეზობელმა ლადი ჩიკინჭილაძემ შეუსწრო და მოასულიერა.
Thank God that her neighbor Ladi Chikinjiladze appeared in time to revive her.
76579.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მოხუცებული ქვრივი მაინც გონზე ვერ მოსულიყო: თავსა და ხელებს აცანცარებდა, ტუჩებს აცმაცუნებდა და ლაპარაკს ლამობდა.
The elderly widow would not have recovered consciousness: her head and hands were shaking, she moved her lips, she was trying to speak.
76580.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ბოლოს ის განცხადება ხელმეორედ გადიკითხა და ისევ გული წაუვიდა.
Finally, she read the summons once more and fainted again.