მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76621.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ის ქვრივი მან ისე შეიბრალა, რომ კიბის ქვეშ პაწაწინა ბნელი ოთახი მისცა მას და მცირეოდენი ავეჯიც დაუთმო.
He was so sorry for the widow that he gave her a little, ill-lit room under the stairs, and let her have a few sticks of furniture.
76622.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ხუხუ ჩიჩიას მეუღლეს, კვაჭი კვაჭანტირაძის ბებიას, პატივცემულ ნოტიოს ახალ საკუთარ სახლში, ტფილისის ქუჩაზე, პირველსავე ღამეს გაახსენდა: – გეიხსენეთ ჩემი სიტყვა, კვაჭიკოს დაბადების ღამეს რომ გითხარით.
Khukhu Chichia’s wife, Kvachi Kvachantiradze’s grandmother, the respected Auntie Notio, on the first night they spent in the new house on Tbilisi Street, remembered: “Mark what I said the night that little Kvachi was born".
76623.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მზემ რომე იმ დღეს თავზე გვირგვინი დეიდგა, ეს იმის ნიშანი იყო, რომე კვაჭის ბრწყინვალე და სახელოვანი მომავალი მოელის–თქვა.
The sun shone overhead like a crown, that was a sign that Kvachi could expect a brilliant and famous future.
76624.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იმ დღეს რომე ალვის ხეზე მეხი დიეცა და ჟონდიას დუქანიც ეშმაკებმა წეიღეს, ესეც იმის ნიშანი იყო, რომე კვაჭის მტრებს – ჯვარი აქაურობას! – მეხი დიეცათ და გულები ისე დოუსკტებათ, რავარც მეხმა ის ალვის ხე გახეთქა–თქვა.
That day, when lightning struck the poplar and devils took away Zhondia’s inn, was a sign that Kvachi’s enemies–God protect us!–would be struck by lightning and their hearts would burst, just like the poplar was split in two.
76625.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სილიბისტრომ რომე მანეთიანი იპოვა, აგიც კვაჭის გამდიდრებაა–თქვა.
When Silibistro found a silver rouble, that meant, I told you, Kvachi would be rich.
76626.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ასთე ვთქვი ცხრამეტი წლის წინეთ.
I said all that nineteen years ago.
76627.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
არ გამართლდა ჩემი სიტყვა თუ?
Haven’t my words come true?
76628.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ნოტიოს წინასწარმეტყველება ყველამ მოიგონა და ყველანი დაეთანხმნენ, რომ იგი მართლა გამართლდა.
Everyone recalled Notio’s prophecy and they all agreed that it had come true.
76629.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სილიბისტრომ ერთი რამეც გაიხსენა: – გახსოვთ ჩვენი კვაჭიკო პაწაწობაში ტირილის დროს სულ „მე მეს“ რომ გეიძახოდა?
Silibistro recalled something else: Do you remember when little Kvachiko used to cry he kept calling out "Me-me"?
76630.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მაშინ ვთქვი: ეს ბოვში არავის აფერს არ შეარჩენს და მთელ ქვეყანას დეიჩემებს–თქვა.
I said at the time, this child won’t let anyone else take anything off him, but he’ll get his hands on the whole world.
76631.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
არ მართლდება ჩემი სიტყვაც? სილიბისტროსაც დაეთანხმნენ.
Isn’t what I said coming true? They agreed Silibistro was right.
76632.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ერთი პრაპორჩიკის ჩინი, პოლეტები და... შენზე უკეთესი მარშალი კიდო იქნება საქართველოში თუ?
Just a lieutenant’s rank and epaulettes and… would there be a marshal in Georgia better off than you?
76633.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ყოლიფერი ღვთის ხელშია! – დაამთავრა ბაასი პუპიმ.
"It’s all in God’s hands", said Pupi to end the conversation.
76634.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იმ ღამეს სილიბისტრო ძილში შფოთავდა, იბღინძებოდა და იბერებოდა, რადგან სიზმარში თავად–აზნაურთა მარშალი გამხდარიყო, გულზე ათიოდე ვარსკვლავი და ჯვარი ეკიდა.
Silibistro had a disturbed sleep that night: he strutted and puffed himself out because he dreamt that he’d become Lord Lieutenant of the Nobility, wearing ten stars and a cross on his chest.
76635.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მხრებზე ეპოლეტები უბრწყინავდა და ტანზე კამერ–იუნკერის თეთრი მუნდირი ეცვა, სულ ოქრომკედით მოქარგული, ხოლო უკან – ნიშნად მეფის ნდობისა და მაღალ ხელისუფლებისა – ოქროს დიდი გასაღები ჰქონდა დაკიდებული.
His epaulettes shone brightly, and he was wearing the white, gold-braided uniform of a lord-in-waiting, while behind he was girded with a sign of the Tsar’s special favor, a big gold key.
76636.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სწორედ იმავე ღამეს მისმა სასიქადულო და სახელოვანმა შვილმა კვაჭი კვაჭანტირაძემ ბათომში ბილეთი იყიდა და რუსეთისაკენ მოუსვა.
That very night his glorious, famous son Kvachi was in Batumi, buying a ticket for the voyage to Russia.
76637.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭი სამტრედიის სადგურზე დილის ოთხ საათზე გამოვიდა.
At four in the morning Kvachi emerged at Samtredia station.
76638.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მას მოჰყვნენ სილიბისტრო, პუპი, ნოტიო და ხუხუ, რომელნიც ქუთაისში გადადიოდნენ საცხოვრებლად.
He was accompanied by Silibistro, Pupi, and Khukhu: they were all moving permanently to Kutaisi.
76639.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭის გამოჩენამ სადგურის მოხელენი გააკვირვა, რადგან ათიოდე წლის წინათ სამტრედიაში დაჟინებით ავრცელებდნენ ამბავს, კვაჭი ყაზანის სასულიერო აკადემიაში წავიდაო.
The officials at the station were amazed to see Kvachi, because about ten years before there had been a persistent rumor in Samtredia that Kvachi had gone to the theological seminary at Kazan.
76640.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სამტრედიელი ქალები თითქმის სტიროდნენ და მოსთქვამდნენ.
Samtredia’s womenfolk were virtually in tears, lamenting.