მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76641.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
უი, საწყალი! ასეთი ლამაზი ყმაწვილის დამარხვა ცოდვა არაა?
Oh, poor man! Isn’t it a sin to bury alive such a handsome young man?
76642.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭი და მონასტერი?! უი, საწყალი დედამისი პუპი!
Kvachi in a monastery?! Oh, his poor mother Pupi.
76643.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ნეტა თავათაც არ წევიდეს მონაზნად!
I hope she doesn’t end up in a convent, too!
76644.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
აქ რაცხა ამბავი უნდა იყოს!
There must be something behind all this!
76645.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სილიბისტრომ რომ სახლი გაჰყიდა, სამტრედიაში ჭორი ნამდვილ ამბავად გადააქციეს.
When Silibistro sold his house the Samtredia gossip became a real phenomenon.
76646.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სილიბისტროს ოჯახიც სადგურზე გამოკრებილიყო და მატარებლის მოლოდინში ყველანი ჩაის მიირთმევდნენ.
Silibistro’s family had gathered at the station; while they waited for the train, they all had tea.
76647.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სილიბისტრომ სამიოდე ნაცნობს უთხრა.
Silibistro told three of his acquaintances.
76648.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მომწყინდა აქაურობა, ქუთაისში მივალ სამუდამოდ.
I’m fed up with living here, I’m going to Kutaisi for good.
76649.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
დიაღ, ჩემო ბატონო, ქე ვიყიდეთ პაწია სახლი.
Yes indeed, I’ve bought a little house.
76650.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მარა მეტად ძვირად დამიჯდა.
But I had to pay dearly for it.
76651.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
აჰ, მაგას არ ვფიქრობ, ქე მთხოვენ, მარა...
Well, I’m not thinking about that, though I am asked, but…
76652.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ტფილისის მატარებელი გრიალით და შხუილით მოვარდა.
Thundering and puffing, the train from Tbilisi came in.
76653.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ყველანი დაფაცურდნენ, კვაჭის ხაბაკი ვაგონში აიტანეს და თვითონაც ავიდნენ.
They all rushed around lifting Kvachi’s luggage into the carriage and they themselves got in.
76654.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭს მოუალერსეს, მრავალჯერ დაჰკოცნეს.
They caressed Kvachi, kissed him over and over again.
76655.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იტირეს და ასი რჩევა დარიგება მისცეს.
They wept, and gave him endless bits of advice.
76656.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ბოლოს სილიბისტრომაც ჩაიხუტა თავის ერთა და ნუგეში.
Finally Silibistro, too, embraced his one and only consolation.
76657.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ჰა, შვილო, კვაჭიკო, ქე ვშორდებით ერთმანეთს.
Well, Kvachi, sonny, now we’re going to be far away from each other.
76658.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
აწი სწავლაც ჩემზე მეტი გაქვს, გამოცდილებაც, მოხერხებაც, მარა ორიოდე სიტყვა ქე მეთქმის მაინც.
You’ve now got more learning and experience than I’ve ever had, you manage things better, but I’ll say a couple of things all the same.
76659.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
დიდ ქვეყანაში მიხვალ, ჩემო ბიჭო.
You’re going into big country, my son.
76660.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იქნებ ორ დღეში აშენდე, მარა იქნება, კიდეც დეიღუპო, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა მეიქცე.
I expect you’ll settle in in a couple of days, but you could come to grief, so be very careful.