მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76601.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ერთ რჩევას მაინც მოგცემთ როგორც ჩემს დედას და ღვთისნიერ ადამიანს: ეგ ამბავი არსად, არასოდეს და არავის აღარ გაუზიაროთ.
But I’ll give you one piece of advice, as I would to my own mother or any decent person: never ever talk again about this business to anyone.
76602.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
გირჩევთ იგი საფლავში ჩაიტანოთ, თორემ – ვიმეორებ – არასგზით არ აგცდებათ ან კატორღა, ან ჩამოხჩობა.
I advise you to take it with you to the grave, otherwise, I repeat, there is no way you’ll avoid either penal servitude or the gallows.
76603.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ეხლა მეორე: თქვენ კვაჭანტირაძესთვის სრული რწმუნების ბარათი, ე.ი. სახლის გაყიდვის უფლება მიგიციათ.
Now for the second thing: you appear to have given Kvachantiradze a complete power of attorney, that is, you have given him the right to sell your house.
76604.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მესამე: მისთვისვე მიგიციათ ოთხი ათასი მანეთის თამასუქი.
Thirdly: you also gave him a promissory note for four thousand roubles.
76605.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რაო, ათას მანეთზე იყო ლაპარაკი?
What do you say, that it was meant to be for thousand roubles?
76606.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მოწმე არ გყავთ? მაშ ლაპარაკიც ზედმეტია.
Do you have a witness? Then there’s no point discussing it further.
76607.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
თუ მაგაზე დაიწყეთ დავა, ანარქისტების დახმარებაც ფეხს გამოჰყოფს, მაშასადამე, ისევ ჩამოხრჩობა ან ციმბირი მოგელისთ.
If you start arguing about that, then the subject of helping anarchists will come out into the open, and then you can expect to be hanged or to go to Siberia.
76608.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ვექილი კიდევ დიდხანს აშინებდა და აფეთებდა შიშისგან ენადაბმულსა და მიბნედილ დედაკაცს და ბოლოს უთხრა: – ჩემი რჩევა და ღრმა რწმენა ასეთია: მე იმ ჩიჩიას ვიცნობ.
The lawyer went on for some time instilling fear and panic into the widow, and finished by telling the dumbfounded and enfeebled woman: “This is my advice, in all sincerity: I know this Chichia".
76609.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იქნება მოვახერხო, რომ მან იმ სახლში ერთი ოთახი მაინც დაგითმოსთ საჭირო ავეჯეულობით.
Perhaps I can arrange for him to let you have a room in the house and whatever furniture you need.
76610.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ცოტა პენსია გაქვთ, ცოტასაც კერვით იშოვით და მეტიც არ უნდა მარტოხელა დედაკაცს.
You have a small pension, you can earn a little by sewing, that’s all a single woman can ask for.
76611.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
დედაშვილურად გირჩევთ დასთანხმდეთ, თორემ სრულიად ხელცარიელი დარჩებით და მე ნუღარ დამაბრალებთ.
I advise you, as a son would his mother, to agree to this, otherwise you end up with nothing and you won’t be able to blame me.
76612.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მაშ მოიფიქრებთ? კეთილი, მოიფიქრეთ და მობრძანდით, ოღონდ ფრთხილად!
Well, will you think about it? Fine, give it some thought and come back, but watch out.
76613.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
არავის უამბოთ ის ამბავი თორემ... ღამე მშვიდობისა!
Don’t talk about this business to anyone, otherwise… Good night.
76614.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ძილი ნებისა! – და ლასლასით მიმავალი დედაკაცი კარებამდი მიაცილა.
Sleep well! And he showed the staggering woman to the door.
76615.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ქუჩაში ვოლკოვის ქვრივს შემთხვევით ლადი ჩიკინჭილაძე შეჰხვდა, რომელმაც ძლივს მიიყვანა სახლში.
In the street the widow happened to come across Ladi Chikinjiladze, who had trouble getting her back home.
76616.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ის საღამო და მეორე დღე ჩიკინჭილაძე არ მოშორებია ავადმყოფ დედაკაცს.
That evening and the next day Chikinjiladze never left the sick woman’s side.
76617.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ხანგრძლივი ლოცვის, ფიქრის, ოხვრისა და ტირილის შემდეგ ისევ ტვიჩიასთან მივიდა.
After prolonged prayers, thought, groans, and weeping, she went back to see Tvichia.
76618.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
თანახმა ვარ, ოღონდ მომეხმარეთ, რომ ჩემივე სახლში ერთი ლუკმაპური და ერთი კუთხე მქონდეს.
I agree, but help me to get a bite to eat and a corner to stay in my house.
76619.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ტვიჩიამ ადვილად და მალე მოუხერხა.
Tvichia had no trouble arranging that in a flash.
76620.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ერთი კვირის შემდეგ სილიბისტრო კვაჭანტირაძემ თავისი სასტუმრო გაჰყიდა, სამტრედიაში რომ ჰქონდა, ხონის გზის ნაპირას, ზოგი ხაბაკ ხუბაკით აიბარგა და ქუთაისში გადმოსახლდა საკუთარ სახლში, რომელიც მან, როგორც თვითონ ამბობდა, „მძიმე შრომით და საკუთარი ოფლით“ შეიძინა ერთ უპატრონო ქვრივისაგან.
A week later Silibistro Kvachantiradze sold his Samtredia hotel by the Khoni road, packed up a few of his possessions, and moved to his own house in Kutaisi, a house which, to use his own words, he had got through "hard work and the sweat of his brow" from a lonely widow.