მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76721.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კაპიტანმა მათი შენელება სცადა, მაგრამ გაწბილებული დაბრუნდა.
The captain tried to quieten them down, but turned back thwarted.
76722.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ჰბუტბუტებდა და მგზავრებს შესჩიოდა: – ველურები არიან, ნამდვილი ველურები არიან!
He muttered his resentment to the other passengers, "They’re savages, real savages"!
76723.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ვიცი, აქაურობას აიკლებენ, თუ ვეტყვი რამეს, შესაძლებელია მუცელში ხანჯალიც მატაკონ.
I know they’ll wreak havoc if I say anything; they could knife me in the belly.
76724.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭმა გაიღიმა და კვერი დაუკრა: – მართალს ბრძანებთ, კაპიტანო.
Kvachi smiled and chimed in agreement, "You’re right, captain".
76725.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ნამდვილი ველურები არიან.
They’re real savages.
76726.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მე კარგად ვიცნობ მაგ ხალხს.
I know their sort only too well.
76727.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მგზავრები და კაპიტანი კვაჭს მოუბრუნდნენ: – განა თქვენ ქართველი არა ბრძანდებით?
The passengers and the captain turned to Kvachi, "Aren’t you a Georgian"?
76728.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭს მზად არა ჰქონდა პასუხი, ამიტომ ოდნავ აირია და წაიბორძიკა - ჰმმ... დიაღ, მაგრამ... ქართველების ნათესავი გახლავართ.
Kvachi hadn’t got his answer ready, so, a little embarrassed, he stammered - "Hmm... Yes, but... I am relative of Georgians".
76729.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მამით გურული ვარ, დედით – მეგრელი, აღზრდა–დაბადებით კი – იმერელი.
My father was Gurian, my mother Mingrelian, but I was born and grew up in Imeretia.
76730.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ნათესავები ვართ ქართველებისა, მაგრამ... მაინც...
We’re related to Georgians, but… all the same…
76731.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მეგრელებს და ქართველებს ერთმანეთის ენა არც კი ესმისთ.
Mingrelians and Georgians don’t understand each others’ language.
76732.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კაპიტანმა და ერთმა მოხელემ კვაჭის ნალაპარაკევი სწორად გაიგეს.
The captain and one official took what Kvachi had said the right way.
76733.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ენა აიხსნეს, დაიმკლავეს, მორიდების ტანისამოსი გაიხადეს, ზრდილობის პირბადე ჩამოიხსნეს და ერთი საათით წუმპეში აგორავეს კვაჭის ამხანაგებიც და მათი ნათესავებიც.
They loosened their tongues, rolled up their sleeves, shed their reserve, undid the muzzle of politeness, and for a whole hour they rolled Kvachi’s friends and their relatives in the dirt.
76734.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭი კი თანხმობის ნიშნად წამდაუწუმ თავს იქნევდა: – დიაღ... სრული სიმართლეა... ყველანი ლოთები, ყაჩაღები, ტერორისტები და შანტაჟისტები არიან...
Kvachi expressed his agreement by nodding every other second, saying: Yes… it's true… they’re all drunks, robbers, terrorists, and blackmailers…
76735.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
დიპლომები ან ყალბია, ან მუქარით აქვთ მიღებული, ან ფულით ექნებათ ნაყიდი...
Certificates are fakes, or they got them by extortion, or bought them for cash…
76736.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ვინ იცის, რამდენია მათ შორის მძარცველი, ალფონსი და ბავშვების მტაცებელი!
Who knows how many of them are robbers, pimps, or kidnappers?
76737.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ხუთიოდე მაგალითი უამბო, ზოგი მართალი და ზოგიც მოჭორილი, და ბოლოს დაუმატა: – ისიც მოგეხსენებათ, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახს, აღზრდას, ტრადიციას, მორწმუნეობას.
He gave them half a dozen examples, some true, some made up, and then added: You’re aware that the most important thing is family, upbringing, tradition, religious faith.
76738.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მაგათ არც ოჯახი აქვთ, არც აღზრდა, არც ტრადიცია სწამთ, არც ღმერთი და არც ეშმაკი.
They don’t have families, they don’t believe in upbringing or tradition, or God, or the devil.
76739.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მსმენელებმა რომ თავიანთი ჭკუისა და რწმენის კაცი იპოვნეს უფრო მიიწიეს კვაჭისკენ.
Once listeners decided he was a man of their mind and beliefs, they were more drawn to Kvachi.
76740.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ბოლოს კაპიტანმა ჰკითხა კვაჭს: – ბოდიშს ვიხდი... მე მსურს უფრო ახლოს გავიცნო ასეთი ჭკუიანი და პატიოსანი ახალგაზრდა, როგორიც თქვენ ხართ.
Finally the captain asked Kvachi: "I do apologize… I’d like to get to know a young man as clever and decent as you are".