მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76781.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
აქა ამბავი მეგობართა შეხვედრისა და ცოტაოდენ ფულის მოგებისა.
Making Friends and a Little Money.
76782.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
დილით კვაჭი ისევ ბაქანზე ამოვიდა.
In the morning Kvachi came up onto the deck again.
76783.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
გემი ფოთში იდგა.
The ship was docked at Poti.
76784.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭმა მიიარ–მოიარა, მიიხედ–მოიხედა და უცებ ისევ კაიუტაში ჩავარდა და გემის წასვლამდე ჩაკეტილში იჯდა.
Kvachi strolled about, taking a look at things, but suddenly rushed back to his cabin and sat with the door locked until the ship sailed.
76785.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მიზეზი კვაჭის დაფეთებისა უბრალო იყო.
Th e reason for Kvachi's panic was simple.
76786.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ნაპირზე თვალი ინჟინერ არუთინოვს მოჰკრა, რომელსაც მან ქუთაისში მაიზელსონის როიალი მიჰყიდა.
On shore he had spotted engineer Arutinov, to whom he had in Kutaisi sold Maizelsohn’s grand piano.
76787.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კოხტად იყო ჩაცმული.
He was nicely dressed.
76788.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კაპიტანმა მეგობრულად ჩამოართვა ხელი.
The captain offered him a friendly handshake.
76789.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მოხუცმა მოხელემ მოწიწებით მოუდრიკა კისერი, ქალებმა სიამოვნებით გაუღიმეს და მიიზიდეს.
An elderly official respectfully bowed his head; the women gave him smiles of pleasure and attracted him.
76790.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კაპიტანმა ჰკითხა: – ბოდიშს ვიხდი, თქვენი და თქვენი მამის სახელი?
The captain asked him, "I do apologize, what’s your name, and your father’s"?
76791.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭის მეტრიკაში ჩაწერილი ჰქონდა: „ანაპოდისტ სილიბისტროვიჩ“, მაგრამ ეს ქრისტიანული სახელი იშვიათად თუ იცოდა ვინმემ.
Kvachi’s birth certificate read as "Anapodiste son of Silibistro", but the Christian name was unfamiliar to almost everybody.
76792.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭი დიდი ხანია იტანჯებოდა ამ სახელით, რუსების ყურს „კვაჭიც“ ეხამუშებოდა, ამიტომ მან უმალვე ახალი სახელი დაირქვა: – ნაპოლეონ აპოლონოვიჩ.
Kvachi had long been tormented by his name: "Kvachi" struck a Russian ear as obscene, so he renamed himself on the spot: Napoleon, son of Apollo.
76793.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ამ სახელის გაგონებაზე ყველანი გამხიარულდნენ.
Everyone was overjoyed to hear this name.
76794.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ქერა მზეთუნახავმა მოიწონა: – ნაპოლეონისა რა მოგახსენოთ, აპოლონს კი ძალიან ჰგევხართ.
The blonde beauty liked it: "I don’t know about Napoleon, but you’re certainly an Apollo".
76795.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭმა მაშინვე გადაუხადა ვალი: – მე აპოლონისა მხოლოდ ნეკი მაქვს, თქვენ კი თმის წვერებით ფეხის ფრჩხილებამდე აფროდიტე ბრძანდებით.
Kvachi immediately responded in kind: "The only thing Apollonic about me is my little finger, but you are an Aphrodite from the hair on your head to your toenails".
76796.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ასე შეჰყვნენ და ასეთი ქება–დიდება შეასხეს ერთმანეთს.
And they went on like that, covering each other in glory.
76797.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იმ დღიდან კვაჭს უცხოთა შორის სამუდამოდ შერჩა ეს სახელი.
From that day on Kvachi kept his new name whenever he was with strangers.
76798.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ზოგნი ნაპოლეონს ეძახდნენ, ზოგნი – აპოლონს, ქალებმა კი „აპოლონჩიკი“ მიაკერეს.
Some people called him Napoleon, others Apollo: women turned that into "Apollonchik".
76799.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
გემის ბაქანი თანდათან აივსო გამოფხიზლებული სტუდენტებით.
The ship’s deck gradually filled up with students who had sobered up.
76800.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
გუშინდებურად აღარ ხმაურობდნენ და არ დახტოდნენ.
They were no longer as rowdy as the day before, and they stopped leaping about.