მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76741.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მე სიდოროვი გახლავართ – დიდად სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, დიდად!
My name is Sidorov - I’m delighted to make your acquaintance, delighted!
76742.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
თავადი კვაჭანტირაძე გახლავართ.
I’m Prince Kvachantiradze.
76743.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სილიბისტროს შვილმა ყველას ნამდვილი თავადური მედიდურობით ჩამოართვა ხელი.
Silibistro’s son shook everyone’s hands with genuine princely dignity.
76744.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭს სიტყვა „მარშალი“ კარგახანს უტრიალებდა ენაზე.
The words "Lord Lieutenant" had been on the tip of Kvachi’s tongue for some time.
76745.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მაგრამ რაკი არავინ გაუბედა მისი სოციალური მდგომარეობის შესახებ პირდაპირი გამოკითხვა, მან დრო იხელთა და გაკვრით ჩაურთო ლაპარაკში:– მამაჩემმა ასეთს გახრწნილ ხალხს ვეღარ გაუძლო და რამდენჯერმე თავი დაანება თანამდებობას – თავად–აზნაურთა მარშალი გახლავთ – მაგრამ თითქმის ძალით დააბრუნეს.
As nobody had ventured to ask him any pointed question about his social standing, he seized the moment and suddenly blurted out: "My father couldn’t bear being among such depraved people any more, and several times he gave up his official post–he happens to be Lord Lieutenant of the Nobility–but he was virtually forced to take it up again".
76746.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ეხლაც უსასყიდლოდ მსახურობს.
Now he’s serving for no salary.
76747.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
პირიქით, ბევრი თავისიც ეხარჯება ამ სამსახურში.
On the contrary, he’s spending a lot of his own on the post.
76748.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ეს კიდევ არაფერია: ყველა თხოულობს მისგან ათასნაირ სიყალბეს: სამხედრო ბეგარისგან განთავისუფლებას, ყალბი მოწმობის მიცემას და ათასნაირ არამზადობას.
That’s nothing: everyone demands countless fraudulent things from him: exemption from military conscription, false witness, and thousands of other swindles.
76749.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მაგრამ მამაჩემი სხვანაირი ოჯახის შვილია და სხვანაირად ესმის მას მეფის, სამშობლოსი და თავად–აზნაურთა სამსახური.
But my father comes from a very different sort of family and has a very different concept of service to the Tsar, the fatherland, and the nobility.
76750.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რამდენიმე შემთხვევა მახსოვს... და „თავადმა“ კვაჭმა რამდენიმე მაგალითი უამბო „თავად–აზნაურთა მარშლის“ ერთგული სამსახურის, მისი რომაული სიმტკიცის, იშვიათი პატიოსნებისა და ქართველთა გახრწნილების, ზნეობრივ სიმდაბლის, გონებრივ ველურობისა და უსაზღვრო უმადურობისა.
I can remember several examples… And "Prince" Kvachi gave them several examples of the "Lord Lieutenant of the Nobility’s" loyal service, his Roman strictness, his rare decency and the depravity, the moral slough, the savage mentality, and boundless ingratitude of the Georgians.
76751.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ბოლოს ვახშმის ზარმა ძლივს დაუბა ენა.
Finally the dinner bell just about rendered him speechless.
76752.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ყველანი სასადილოსკენ დაიძრნენ და თან ნაწყვეტ–ნაწყვეტად ისროდნენ: – საშინელი ხალხია, საშინელი!
They all made off towards the dining room, ejaculating as they went, Terrible people, terrible!
76753.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ერთი დღით რომ აუშვათ, მხეცებივით დასჭამენ ერთმანეთს...
Leave them to their devices for just a day and they’ll eat each other like wild beasts…
76754.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სახიფათო დროში ვცხოვრობთ...
We do live in dangerous times…
76755.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ღმერთო გვიშველე! ღმერთო, გვიხსენი!
God help us! God protect us!
76756.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ვახშმად კვაჭს ერთი მხრით ახალგაზრდა, ტანადი, ქერა ადესელი ლამაზმანი ჰყავდა, მეორე მხრით კი – კაპიტანი სიდოროვი.
At supper Kvachi sat between a well-built, fair-haired young beauty from Odessa, and Captain Sidorov himself.
76757.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
როცა მგზავრებმა გაიგეს, რომ თავადი კვაჭი ადესაში მიდიოდა, ყველას ძალიან გაუხარდა, ნამეტან კი ქერა ქალს და კაპიტან სიდოროვს, რომელმაც ბოლოს კვაჭს უთხრა: – თუ პატივს დამდებთ, დიდი სიამოვნებით დაგითმობთ ჩემს ოჯახში ერთს ან ორ ოთახს.
When the passengers learnt that Prince Kvachi was going to Odessa, they were all very pleased, especially the blonde and Captain Sidorov, who finally told Kvachi: "If you’d do me the honor, I’d very much like to let you have one or two rooms with my family".
76758.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ცუდი დროა, სახიფათო დროა.
Times are bad, these are dangerous times.
76759.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ოჯახში მამაკაცი არა მყავს და თქვენისთანა ვაჟკაცი რომ ჩამისახლდება, არხეინად ვიქნები.
I don’t have any men in my family and if a lad like you moves in with me, I’ll have peace of mind.
76760.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
აბა რა იცოდა მაშინ სიდოროვმა, რომ ოჯახში კვაჭის შეშვებას მგლის შეყვანა ერჩივნა.
How could Sidorov have known then that letting Kvachi into his family would be worse than introducing a wolf?