მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76821.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ვიპოვე სოჭის ახალი ჯიში, ლათინურად დავარქვი „ჰაბიეს ნორდმანიანა ჟეორჟიკა"...
I found a new variety of fir tree, I gave it the Latin name of "Abies nordmanniana georgica"…
76822.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მომავალ ზაფხულში გლუხორის გადასავალი უნდა გადავლახო... მოგზაურობა?
Next summer I’m going to climb the Glukhori pass… Traveling?
76823.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
არა, ეგ ჩემი საქმე არ არის.
No, that’s not what I’m interested in.
76824.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სამი წელიწადია თანამგზავრებს ვეძებ და ერთი ქართველიც ვერ ვიპოვნე.
I’ve been looking for traveling companions for three years and I haven’t been able to find a single Georgian.
76825.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ისევ უცხოელები გამომყვნენ...
So it’s foreigners accompanying me…
76826.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მაგიტომ მოხდა, რომ გერმანელებმა, ინგლისელებმა და რუსებმაც კი საქართველო ქართველებზე უკეთესად იციან.
That’s why the Germans, English, and Russians have come to know Georgia better than the Georgians.
76827.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
გურული სამეგრელოში არ დადის, მეგრელი –კახეთში, კახელი – იმერეთში, ხოლო ბორჩალოს, ჯავახეთს, მესხეთსა და აჭარა–ჭანეთში არც ამერელი შეიხედავს და არც იმერელი.
No Gurian will go to Mingrelia, no Mingrelian goes to Kakhetia, or Kakhetian to Imeretia, while neither eastern nor western Georgian ever takes a look at Borchalo, Javakheti, Meskheti, or Adjaria-Chaneti.
76828.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ერთი მტკაველი მიწა გვაქვს, ერთი მუჭა ხალხი ვართ, ჯერ ჩვენი თავიც არ გვიცვნია, და მთელ ქვეყანას ვეჭიდებით, მის გადაბრუნებას ვლამობთ.
We have just a tiny patch of land, we’re just a tiny bunch of people, but we don’t yet know ourselves and we wrestle with the whole country and we want to ransack it.
76829.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭის მოსწყინდა ამ ცოცხალი ენციკლოპედიის ყურისგდება.
Kvachi was bored listening to this walking encyclopedia.
76830.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მისი სიტყვა და აზრი კვაჭის გულს არა ჰხვდებოდა და იმის ტვინს არ ეთვისებოდა, ამიტომ იგი მეორე ჯგუფში ჩაერია.
His talk and his opinions were alien to Kvachi’s heart, and his brain would not take it in, so he went off and joined another group.
76831.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ხუთიოდე ახალგაზრდა მამლაყინწებივით დასტაკებოდნენ ერთმანეთს და ცხარედ, შხამით და გესლით ახლიდნენ და აყრიდნენ ერთიმეორეს სეტყვასავით: – ფედერაცია... ავტონომია... სოციალიზაცია... ნაციონალიზაცია... მუნიციპალიზაცია... მონიზმი... მატერიალიზმი... იდეალიზმი...
Half a dozen young men were attacking each others like cockerels and going for each other with bitterly venomous and poisonous words: "Federation… autonomy… socialization… nationalization… municipalization… monism… materialism… idealism"…
76832.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სხვები განზე იდგნენ.
Others stood aside.
76833.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ზოგნი ყურს უგდებდნენ, ზოგნი მუსაიფობდნენ.
Some listened, some chatted.
76834.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ბესო შიქიაც იქ იყო, ისიც ფოთში ამოსულიყო იმ გემზე.
Among them was Beso Shikia, who had come aboard at Poti.
76835.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭმა აქედანაც მალე გადინაცვლა ფეხი და მესამე ჯგუფში ჩაერია.
Kvachi quickly made a move to join this third group.
76836.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
აქ მსუქან და მხიარულ სტუდენტებს მოეყარათ თავი.
Here was a congregation of well-fed and happy students.
76837.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭმა უმალვე იგრძნო და იპოვნა თავის შესაფერი კალაპოტი, ნათესავები და ტოლ–ამხანაგები, უმალ ჩაერია, აჰყვა და აიყოლა.
Kvachi felt he was immediately back in his proper setting, with kinsfolk and comrades of his own age, he wasted no time mingling, joining in.
76838.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სედრაკ ავლაბრიანმა პირი მოიხსნა და მრავალზე უმრავლესი ამბავი და იგავ–არაკი გადმოანთხია ქალ–ვაჟთა ურთიერთობაზე, კინტოებზე, ჯიბგირობასა და სალახანობაზე.
Sedrak Havlabariani let loose a torrent of talk, with a great range of stories about many things, stories of boys’ and girls’ relationships, of street pedlars, pickpocketing, and debauchery.
76839.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სოხუმში რომ მივიდნენ, კვაჭს კვლავ მოესმა ყორანაშვილის ცნობები შესახებ აფხაზეთ–საქართველოს ისტორიის, ბიჭვინთის, ,,სინოპის“ ბაღისა და სოხუმისა, რომელსაც უწინ დიოსკურია ერქვაო.
When they got to Sukhumi, Kvachi was again subjected to Qoranashvili’s information on Abkhaz-Georgian history, on Pitsunda, on the Sinop gardens, and on Sukhumi which was once called Dioscurias.
76840.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ცხელი მზიანი დღე იდგა.
It was a hot sunny day.