მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76861.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ის მოგება სამთავ დაიყვეს და აიშალნენ.
They divided these winnings into three and rose to leave.
76862.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სწორედ ამ დროს შემოვიდა ყორანაშვილი და იმ უცნობს ქართულად ჰკითხა: – აქა ბრძანდებით?
At that very moment Qoranashvili came in and asked the stranger in Georgian: You’re here, are you?
76863.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
გაათავეთ? ვინ წააგო?
Have you finished? Who lost?
76864.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
დიაღ, გავათავეთ, ცოტა წავაგე.
Yes, we’ve finished, I lost a bit.
76865.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მერმე პირდაღებულ სტუდენტებს მიუბრუნდა: – ყმაწვილებო, დიდი მადლობელი ვარ დროს გატარებისთვის.
Then he turned to the dumbstruck students: "Lads, thanks a lot for helping me pass the time".
76866.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
გთხოვთ მიცნობდეთ, ბაგრატ დავითაშვილი გახლავართ – ყველას ხელი ჩამოართვა და დაუმატა: – გთხოვთ პატივი მცეთ და დღეს სადილად მეწვიოთ.
Let me introduce myself, I’m Bagrat Davitashvili, he said, offering each of them his hand and adding: I’d like you to do me the honor of having dinner with me.
76867.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
დღეს ყველა სტუდენტები ჩემი სტუმრები ბრძანდებით.
Today all the students are my guests.
76868.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კაიუტაში სამი გაოცებული სტუდენტი დარჩა.
The three amazed students stayed behind in the cabin.
76869.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მე ურია მეგონა... მე რუსი მეგონა...
I thought he was a Jew… I thought he was a Russian…
76870.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
გეიგო, ყოლიფერი გეიგო, მაგრამ ხმა არ ამეღო...
He understood, he understood everything, but he never said a word…
76871.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
წაიკიდნენ და წაიკამათეს.
They squabbled and argued.
76872.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ერთმანეთს აბრალებდნენ, თან სირცხვილის ოფლში იწურებოდნენ.
They blamed each other, they were so ashamed they broke into a sweat.
76873.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ბოლოს სამივენი დავითაშვილთან მივიდნენ და მოგებული ფული ლუღლუღით შესთავაზეს: – გაუგებრობა მოხდა... არ გვეგონა, რომ ქართველი ბრძანდებოდით... ცოტა უწესოდ ვთამაშობდით...
Finally all three went to see Davitashvili and offered him a muttered apology and their winnings: There’s been a misunderstanding… We didn’t think you were a Georgian… We were playing a bit loosely…
76874.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
დავითაშვილმა ღიმილით და ალერსით დაამშვიდა: – ნუ შეწუხდებით.
Davitashvili smiled and gently reassured them: "Don’t give it a thought".
76875.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
თამაში წესიერად დასრულდა.
The game ended as it should.
76876.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ეგ ფული ჯიბეში ჩაიდეთ, დაგჭირდებათ.
Put that money back in your pockets, you need it.
76877.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მე იმდენი მაქვს, რომ ეგ თანხა ჩემთვის ერთი წვეთია, თქვენ კი წიგნებს იყიდით...
I’ve got so much that a sum like that is just a drop in the ocean for me, while you will be buying books…
76878.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
არა, არა, ნუ სწუხდებით... ნუ მაწყენინებთ.
No, no, don’t bother yourselves… Don’t offend me.
76879.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სადილის დროა, წამობრძანდით.
It’s time for dinner, let’s go.
76880.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სასადილო გაიჭედა სტუდენტებით, დუდუკის ბუტბუტით, დოლის ბრახაბრუხით, „ტაში–ტუშის“ ყვირილით, „მრავალჟამიერის“ გუგუნით, ჭურჭლის ჭახაჭუხით, სიცილ–ხარხარით და მჭერმეტყველებით.
The dining room was filled with students, with the warbling of a shawm, the banging of a drum, yells of "Tashi-tushi", the song "Live for ever" being belted out, the crashing of crockery, roars of laughter, and witty remarks.