მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76921.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ჩემი ადრესი ჩეიწერა.
He wrote down my address.
76922.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ელოდოს, ბაბუაჩემი გოუგზავნის, რავა იცინით, თქვე ყაზილარებო?!
He can wait, my grandfather will send him the money: what are you laughing at, you scum?
76923.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ჯერედ არ გავგიჟებულვარ რომე დოუბრუნო.
I’m not so crazy to repay it.
76924.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მერმე რა იქნება – ვინ იცის!
What’s going to happen next, Who knows.
76925.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ყორანაშვილი ერთ–ერთ ჯგუფს ანათლებდა.
Qoranashvili was enlightening one group.
76926.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
უწინ ნიკოფსია ერქვა.
It used to be called Nikopse.
76927.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
საქართველოს საზღვარი აქ იყო.
It was the boundary of Georgia.
76928.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ისტორიკოსი სწერს: „ნიკოფსიიდან დარუბანდამდისო“...
The chronicler writes, "From Nikopse to Derbent"…
76929.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
აქვეა ჰელენჯიკი, ტოლსტოველთა კოლონია... აი, ეს ცემენტის ქარხნებია... იქით აბრაუ–დიურსოს მამულია.
Gelendzhik is nearby, a colony of Tolstoyans… Over there’s a cement factory… Beyond it is the Abrau-Dersu estate…
76930.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მშვენიერი ღვინო და შამპანური აქვთ...
They have fine wine and champagne.
76931.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭი იმ ღამეს ისევ ქერა ქალს აჰყვა.
That night Kvachi pursued the blonde woman.
76932.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მისი სახელი და გვარი?
Her name and surname?
76933.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რებეკა ისაკას ასული იდელსონისა.
Rebecca Isaakievna Idelsohn.
76934.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
საიდან მობრძანდება? ტფილისიდან, ვინაობა?
Where from? From Tbilisi, identity?
76935.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რებეკა ჯერ ყოყმანობდა, მერმე ენა ამოიდგა, რადგან კვაჭის ისეთი მომხიბლავი და სანდო თვალები და ტკბილი ენა ჰქონდა, რომ ქვასაც კი გაუღეღავდა გულს და ენას გაუხსნიდა.
Rebecca hesitated for a little, then spoke up, because Kvachi had such charming and trustworthy eyes and such a sweet tongue, that it would have stirred a heart of stone and made it speak.
76936.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რებეკას ქმარი ჰყავს, ხნიერი და მდიდარ ადესელი ვაჭარია.
Rebecca had a husband, middle-aged, rich, an Odessa merchant.
76937.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ჟანდარმებმა იჭვი მიიტანეს, რევოლუციონერებს დიდძალი ფული მისცაო.
The gendarmes suspected him of providing revolutionaries with a lot of money.
76938.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იდელსონი ტფილისში გაიპარა, მაგრამ გაიგეს და დაიჭირეს.
Idelsohn fled to Tbilisi, but they traced and arrested him.
76939.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ამის გამო იყო რებეკა ტფილისში.
That’s why Rebecca had been in Tbilisi.
76940.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ეხლაც იმის ქმარს ეესკორტით ჰგზავნიან ადესაში, ხოლო რებეკა გემით ბრუნდება...
Now her husband was being sent overland under police escort to Odessa, while Rebecca was returning by ship…