მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76901.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მეორე დღეს ყველანი იმ ღამის ფათერაკს მხოლოდ ქარიშხალს აბრალებდნენ.
The next day everybody blamed the misfortunes of that evening on the gale and nothing else.
76902.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
დილით „პუშკინი“ დიდი წვალებით, ქანაობით და ყირამალა დგომით შევიდა ნოვოროსიისკში.
In the morning the "Pushkin" docked at Novorossiisk with great trouble, yawling and rolling and pitching.
76903.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ტრაპი რომ მოადგეს, გემზე ქუთათელმა ჭიპი ჭიპუნტირაძემ ამოჰყო თავი.
When the gangway was lowered, Chipi Chipuntiradze from Kutaisi turned up on board.
76904.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
გაიკვირვეს, გაოცდნენ და მაშინვე შემოეხვივნენ: – გამარჯვება, ჭიპი!.. ჭიპი, რავა ხარ?.. ჭიპი, აქანე რა გინდა?
People were amazed, stunned, and swarmed around him: “Hello Chipi!... How are you, Chipi? Chipi, what are you doing here"?
76905.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რაშია საქმე, ჭიპი? აქ რამ მოგიყვანა?
What’s the trouble, Chipi? What brings you here?
76906.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
აპა, მაშ ღვანკითში წავსულიყავი?
Well, I was supposed to go to Ghvankiti?
76907.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
თურმე მოსკოვის უნივერსიტეტი კიევში ყოფილა, აჰა, კიევისა ალბათ ვარშავაში იქნება!!!
Moscow University was supposed to be in Kiev, so Kiev University’s probably in Warsaw.
76908.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რაშია, ბიჭო, საქმე? გაგვაგებიე!.. რა დაგემართა, რა მოგივიდა?
What’s going on, man? Explain it to us! What’s wrong with you, what’s happened to you?
76909.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ბიჭო, გოუგია ვისმე, რომე ნოვოროსიის უნივერსიტეტი ადესაში იყოს?!
Man, did anyone think that Novorossia University would be in Odessa?!
76910.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ამიზა ვამბობ, რომ მოსკოვის უნივერსიტეტი ალბათ ჩოხატაურში ან ბანძაში იქნება–თქვა.
I’m not saying that Moscow University is probably in Chokhatura or Bandza.
76911.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ნოვოროსიის უნივერსიტეტი ნოვოროსიისკში იქნება თქვა, ვთქვი და ამ ქალაქში წამევედი.
I told Novorossia University would be in Novorossiisk so I came to this city.
76912.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ორმოცი სტუდენტის ხარხარი გაღმა ქალაქს მისწვდა.
The guffaws of forty students could be heard in the city.
76913.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რას იცინით?! მართალს არ ვამბობ, თუ?
What are you laughing at? Have I said something wrong?
76914.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ხარხარის ხელახალმა გრიალმა გემი შეანძრია.
Another round of guffaws rocked the ship.
76915.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მე გევიფხიკე, თვარა თქვენ რა გიჭირთ?
I’m cleaned out, even if you’re all right!
76916.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რავა ხარ, კვაჭი?
How are you, Kvachi?
76917.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
შენი იმედით ვიყავი აქინე, თვარა ზღვაში გადავვარდებოდი...
If it weren’t for the thought of you coming, I’d have given up and thrown myself in the sea …
76918.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მივედი გიმნაზიის დირექტორთან, შემარცხვინა.
I went to see the school headmaster, he made me look a fool.
76919.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რა დროს სირცხვილია, ფული მინდა–თქვა.
Was that a time to embarrass me, I said, I need money.
76920.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მომცა ოცი მანათი, მეტი რა გზა ჰქონდა.
He gave me twenty roubles, that’s all he could give.