მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76961.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
მისი ხნიერი მეუღლე მხოლოდ ორი საზრუნავით იყო შებოჭილი – ოჯახის მოვლა–პატრონობით და ქალების გათხოვებით.
His middle-aged spouse had only two things to worry about: looking after the family and marrying off her daughters.
76962.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭი ამ ოჯახში ისე მიიღეს და ჩაისახლეს, როგორც ოჯახის ერთგული მცველი და უფროსი წევრი.
Kvachi was received and lodged by the family as though he were the family's loyal defender and senior member.
76963.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
სიდოროვის უნცროსი ქალიშვილი ვერა ტანდაბალი, სრული, ცისთვალა და ცუგრუმელა ქალი იყო.
Sidorov's youngest daughter Vera was a short, full-figured, blue-eyed, and lively girl.
76964.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
მუდმივ დაჰგორავდა, ჰფუსფუსებდა და უმიზეზოდ იცინოდა.
Always bustling about with a swing of her hips and laughing for no apparent reason.
76965.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
დილით კურსებზე დარბოდა, მერმე დედას შველოდა, ხოლო საღამოობით სტუდენტებს მისდევდა.
She ran off to classes in the morning, then helped her mother, and spent her evenings with students.
76966.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ვერამ მართლა დაიჯერა კვაჭის უფროსობა ოჯახში და სამ დღეში გაუშინაურდა.
Vera completely accepted Kvachi's authority in the family: within three days she was thoroughly used to him.
76967.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
უცინოდა, ეხუმრებოდა და მაშინაც კი არ ერიდებოდა, როცა კვაჭი ჩაუცმელი იყო ან ლოგინში იწვა.
She laughed and joked with him and wasn't embarrassed if she found Kvachi not fully dressed, or in bed.
76968.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ჩაის ან ყავას შეუტანდა, გვერდით მოუჯდებოდა, ცისფერ თვალებს შეანათებდა და უდარდელ ბეღურასავით ჭიკჭიკებდა.
She would bring him tea or coffee, sit by his side, fix her bright blue eyes on him and chirp away, as carefree as a sparrow.
76969.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭი ნამძინარევ თვალებს იფშვნეტავდა, იზმორებოდა და ხელებს უალაგო–ალაგას აფათურებდა.
Kvachi would rub his sleepy eyes, yawn, and his hands would fumble and grope around him.
76970.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭსაც სტანჯავდა და, ბოლოს, აწითლებული და თმაგაბურძგვნილი, იმ ოთახიდან ძლივს გავარდებოდა ხოლმე.
She would torment Kvachi and then, blushing and dishevelled, would finally rush out of the room.
76971.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭის წინათვე გადაწყვეტილი ჰქონდა იურიდიული მეცნიერება შეესწავლა.
Kvachi had decided to study law.
76972.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ეს ხელობა – ვექილობა, კანონები და ფინანსები – უფრო ეგუებოდა და ეთვისებოდა კვაჭის ბუნებას და მიზანს.
This was the faculty–advocacy, the law, and finance–for which he was best suited and had a natural affinity; it also fitted in with his aims.
76973.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ბესომ კვაჭი მეორე დღესვე ამ ფაკულტეტზე ჩაწერა.
Another day, Beso got Kvachi enrolled in the faculty.
76974.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
და იმდენი წიგნები აყიდვინა, რომ შემდეგში ჭიპუნტირაძე სამართლიანად ამბობდა ხოლმე: – იმოდენა წიგნებს ზედაც ვერ გადავახტი, თვარა წაკითხვას და დასწავლას ვიღა ჩივა!
And made him buy so many books that Chipuntiradze had every reason to say afterwards: "It was a pile of books too high to jump over, let alone read and study".
76975.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭის მეგობრებიც იმავე ეზოში დასახლდნენ, სადაც კვაჭი თვითონ ბინადრობდა.
Kvachi's friends lived in the same block of buildings as Kvachi.
76976.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
დღე არ გავიდოდა, რომ ტფილელნი და ქუთათელნი ერთმანეთს არ შეხვედროდნენ.
Not a day passed without the lads from Tbilisi and Kutaisi getting together.
76977.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ერთმანეთი მალე დაჰსუნეს, ასწონეს, შეიგუეს და მალე რაღაც იდუმალმა ძალამ ექვსივენი შეაერთა და შეადუღა.
They soon got the hang and the measure of each other, became good friends, and in no time a secret force united and fired up the six of them.
76978.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ჯალილაც თავის თაბახით ახლომახლო ტრიალებდა და ყვიროდა: „რაჰათ–ლუჰუმ! რაჰათ–ლუჰუმ“.
Jalil constantly passed with his hawker's tray, shouting "Rahat lakoum, rahat lakoum!"
76979.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
როცა კვაჭს ან იმის მეგობრებს თვალს მოჰკრავდა, ქუდს მოიშვლებდა და ცხენის კბილებს გააელვებდა ხოლმე.
When Kvachi and his friends caught his eye, he would doff his hat and bare his shining horse's teeth.
76980.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– საბახ ხეირ ოლსუნ, კნიაზებო! ქეიფზე როგორ გზანდებით? მოგზანდით, ნუღა მიირთვით!
"Sabah hayır olsun (Good morning), princes! Going to a feast, are you? Come and have a nougat."