მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76941.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
არა, რებეკას არ უჭირს ფული, თვითონაც სამი დიდი სახლი აქვს ადესაში, მაგრამ...
No, Rebecca had plenty of money, she owns personally three large houses in Odessa, but…
76942.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რებეკა მარტოა და გამოუცდელი.
Rebecca is alone and inexperienced.
76943.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ის მრჩეველს, დამხმარეს, ნუგეშისმცემელსა და მეგობარს ეძებს...
She seeks someone to advise her, to help her, she seeks consolation and friendship…
76944.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რებეკა ნუ სტირის?
Rebecca shouldn’t cry?
76945.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
როგორ არ იტიროს მარტოხელა დედაკაცმა, დაღლილმა და უნუგეშომ!..
How can a woman left alone not cry, when she’s worn out and without comfort!
76946.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ნუ სტირის?! განა კვაჭი აქ არ არის?
Not cry?! But isn’t Kvachi here?
76947.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ის დაეხმარება საწყალ ქალს, ის გაუწევს მას მეგობრობას, ის გაჰყვება ბოლომდის ამ საქმეს, ზედ გადაეგება და იქამდის მიჰყვება, სანამ დროებით დაქვრივებულს რებეკას თავის საყვარელ ქმარს არ დაუბრუნებს.
He will help a poor woman, he will offer her friendship, he will see her through her trouble to the end, devote himself to her and stay with her until the temporarily widowed Rebecca gets her beloved husband back.
76948.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ნუ იღრუბლავს ვარსკვლავებივით მოციმციმე თვალებს, თორემ კვაჭიც ატირდება...
Her eyes that glitter like stars shouldn’t cloud over, or Kvachi too will burst into tears…
76949.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭსაც ელევა ძალ–ღონე... კვაჭსაც ერევა თვალებზე ცრემლი... კვაჭიც სტირის...
Kvachi too feels his strength failing… Kvachi, too, has tears in his eyes… Kvachi is weeping…
76950.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სტირის და თვალცრემლიანი რებეკას წელზე ხელსა ჰხვევს და თან ფაფუკ ხელებს უკოცნის და ანუგეშებს.
He weeps as he puts an arm round the tearful Rebecca’s waist and kisses her soft downy hands and comforts her.
76951.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
და მართლა ვაჟკაცურად ანუგეშა: ჯერ სიმაგრის მეორე რიგი აიღო, მერმე სასტიკი იერიშით შეანგრია უკანასკნელი კოშკი და უძლეველი ქერა ციხე სავსებით დაიმოჩილა.
And he comforted her like a real man: first he captured the second row of fortifications, then with a ruthless attack he broke down the last tower and the helpless blonde castle was completely subdued.
76952.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მეორე დილით ჯალილამ კვაჭს გაუღიმა.
Jalil smiled at Kvachi the next morning.
76953.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მაგისთანა „მათუშკას“ ზალიან ნელად იშოვნის კაცი.
It’s very hard for a man to get a "matushka" like that!
76954.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
შენ საიდან იცი, თათარო? – უკვირს კვაჭს.
"How do you know, you Turk?" said Kvachi in amazement.
76955.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ჯალილა იმასაც ხედავს, რაც ზღვის ზირში ხდება – იღიმება ჯალილა.
"Jalil sees things that happen at the bottom of the sea", said a smiling Jalil.
76956.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
აქა ამბავი ამხანაგობის დაარსებისა და ახალ საბედოსთან ჩასახლებისა.
Founding a Group of Comrades and Settling in with a New Dream Woman.
76957.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ადესაში კვაჭი კაპიტან სიდოროვის ბინაზე დასახლდა. ხალვათი და კოხტად მორთული ოთახი მისცეს.
Once in Odessa, Kvachi moved into Captain Sidorov's apartment, where he was given a nicely furnished room.
76958.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
სიდოროვი მუდმივ ზღვაზე სცხოვრობდა, მუდმივ მგზავრობაში იყო გართული.
Sidorov was constantly at sea, always traveling.
76959.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
მისი გემი „პუშკინი“ ორ კვირაში ერთხელ ბრუნდებოდა ადესაში და სამიოდე დღის შემდეგ ისევ ბათომში მიდიოდა.
Once a fortnight his ship, the Pushkin, returned to Odessa, and three or four days later left again for Batumi.
76960.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
სიდოროვს სამი ქალიშვილი ჰყავდა, სამივე მომწიფებული და გასაფრენად მომზადებული.
Sidorov had three daughters, all fledged and ready to fly the nest.