მოიძებნა 668048 ჩანაწერი
77001.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ისედაც ლამაზი და თვალადი კვაჭანტირაძე მოკლე ხანში ერთიხუთად გაიზარდა.
So, in a very short time the handsome and striking Kvachantiradze grew in leaps and bounds.
77002.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
და ადვილად შეერია და შეეგუა იმ ჯურის საზოგადოებას, რომელიც საკუთარი ცხვირის გარდა ვერავის ვერ ამჩნევდა და არავის არ ჰკადრულობდა.
And he easily found a place and a welcome in a society of a breed which, unless guided by its own nose, would ignore and disdain anyone.
77003.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
აქა ამბავი ისაპას განთავისუფლებისა და პირველი საბედოს გაფრენისა.
Isaac's Liberation and His First Love's Flight.
77004.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭი რებეკას თავს ევლებოდა. ქალი მეტისმეტად ფრთხილობდა და სიყვარულს მალავდა.
Kvachi was pursuing Rebecca Idelsohn. An extremely prudent woman, she concealed her affections.
77005.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
მას ბევრი ნათესავი და ნაცნობი ჰყავდა ადესაში, ამიტომ ჭორებსა და მითქმა–მოთქმას მეტად ერიდებოდა.
She had a lot of relatives and acquaintances in Odessa and was anxious to avoid any gossip or tale-telling.
77006.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ერთმანეთს ზოგჯერ კვაჭის ბინაზე ხვდებოდნენ, ზოგჯერ კი – რებეკასთან.
They sometimes met at Kvachi's lodgings, sometimes at Rebecca's.
77007.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
რებეკას ქმარი ისევ საპატიმროში იყო და დროებით დაქვრივებულ დედაკაცს ოციოდე ნათესავი სდარაჯობდა – ზოგი საკუთარი და ზოგიც ქმრისა.
Rebecca's husband was back in prison and his temporary widow was guarded by a score of relatives, some hers, some her husband's.
77008.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭმა მაინც პირველ დღესვე ხელთ იგდო ის უებარი გასაღები, რომელიც თუნდაც ცხრაკლიტურ ციხეს გააღებს ხოლმე.
But Kvachi immediately laid hands on a powerful key which could open a fortress protected by nine locks.
77009.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
მან თითო მისვლაზე რებეკას პირფარეშისთვის და მეეზოვესთვის სამი მანეთი გადასდო.
Every time he came to see Rebecca, he slipped Rebecca's maidservant and concierge three roubles.
77010.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
დამფრთხალი ქვრივიც ადვილად დაამშვიდა და მისი დარაჯების გულისყურიც გააყუჩა.
He easily reassured the nervous widow and warded off the attentions of her guards.
77011.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭს ძვირად უჯდებოდა ეს სიყვარული. ვახშამი, თაიგული, ტკბილეულობა და ათნაირი წვრილი ხარჯი ერთმანეთს მოსდევდა.
This was an expensive love affair for Kvachi, entailing suppers, bouquets, sweets, and dozens of minor expenses.
77012.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ბოლოს, ორი თვის შემდეგ, რებეკას ქმარი ისაკა იდელსონი ტფილისიდან ადესის ციხეში გადმოიყვანეს.
Finally, after two months Rebecca's husband Isaac Idelsohn was repatriated from Tbilisi to Odessa prison.
77013.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭმა რომ ეს ამბავი გაიგო, გამოცოცხლდა და ერთხელ რებეკას უთხრა: – ჟანდარმი პავლოვი გავიცანი.
When Kvachi heard about this, he was reanimated and told Rebecca: "I've got to know Pavlov, a gendarme".
77014.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– თურმე ძველისძველი ნაცნობები ვყოფილვართ. წინათ ქუთაისში მსახურობდა. თქვენი ქმრის საქმე იმას ჰქონია ჩაბარებული.
"We seem to be old acquaintances. He used to work in Kutaisi: he's dealing with your husband's case."
77015.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– გამოვკითხე... საქმე ძალიან ცუდად ყოფილა, თუმცა არც იმდენად უიმედოა.
"I asked him about it: he says that things are looking very bad, but they're not altogether hopeless, either …"
77016.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
რებეკა მაინც სიხარულით ცას დაეწია, რადგან კვაჭის და პავლოვის ნაცნობობამ მას გული გაუმაგრა.
Rebecca unexpectedly leapt for joy: the fact that Kvachi and Pavlov knew each other gave her courage.
77017.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
მის ქმარს რომ დიდი ხიფათი მოელოდა, ეს ხომ წინათაც იცოდა...
She had long known that her husband was in serious danger …
77018.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
იმ დღიდან კვაჭმა ფრთხილი და ოსტატური თამაში დაიწყო.
From now on Kvachi played a careful and masterly game.
77019.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
პავლოვი მართლა ხელახლად გაიცნო ადესელ ბოქაულის დვალიშვილის შემწეობით.
He really had renewed contact with Pavlov, thanks to an Odessa constable called Dvalishvili.
77020.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
მერმე ერთხელ–ორჯელ დაჰპატიჟა და გაკვრით უთხრა, ქეიფის დროს: – მართლა, როგორ არის იდელსონის საქმე?
He offered the gendarme hospitality and then suddenly asked him at the dinner: "Tell me, how's the Idelsohn case going?"