მოიძებნა 668048 ჩანაწერი
77021.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– რას აბრალებთ?
"What's he charged with?"
77022.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– პარტიის წევრობას და დახმარებას.
"Being a member of the party and giving it help".
77023.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– რა მოელის?
"What can he expect?"
77024.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– თუ დაუმტკიცდა, კატორღა, თუ არა და – უბრალო გადასახლება.
"If the charges stick, then hard labor in Siberia; if they don't, then just deportation".
77025.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მერმე, უმტკიცდება დანაშაული?
"What do you think: will the charges stick?"
77026.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– არა მგონია.
"I don't think so".
77027.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭმა ბაასს კვალი გადაუგდო.
Kvachi changed the subject.
77028.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ევროპისკენ ხომ არ აპირებთ გასეირნებას?
"Aren't you planning a holiday in Europe?"
77029.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ჩემი ოცნებაც ეგ არის, მაგრამ სამგზავრო ფული ვინ მომცა!
"That's what I dream of, but who'll give me the money for the trip?"
77030.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– უფულობა რა მოსატანია! ათასი მანეთი არ გეყოფათ?
"There's no need to worry about money. Would a thousand roubles be enough for you?"
77031.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ათას მანეთად ნახევარ ევროპას მოვივლი და კარგადაც ვიქეიფებ.
"A thousand roubles would be enough to see half of Europe and have a really good time".
77032.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მაშ, ჩვენი მეგობრობის ნიშნად ჩემგან ათასი მანეთი მიიღეთ.
"Excellent: to seal our friendship, please accept my gift of a thousand roubles".
77033.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
პავლოვმა არც გაიკვირვა და არც იუკადრისა. იმ ფულის წყაროსაც მაშინვე მიაგნო.
Pavlov was neither amazed nor shocked. He instantly grasped where the money came from.
77034.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ცოტა ხნის შემდეგ კვაჭმა ისევ იდელსონი ახსენა: – ერთი პატარა თხოვნა მაქვს.
A little later Kvachi mentioned Idelsohn again: "I do have one small request".
77035.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მე მწამს, რომ იდელსონს გადასახლებას მიუსჯით, ამიტომ გთხოვთ გადასახლების ნაცვლად უცხოეთში წასვლის ნებართვა მოუხერხოთ.
"I believe Idelsohn is going to be sentenced to deportation, so could you possibly arrange for him to have permission to travel abroad instead of deportation?"
77036.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ადვილი საქმეა. პირობას გაძლევთ, რომ სამ დღეში გავუთავებ საქმეს.
"That's easy. I can promise you I'll sort it all out in three days".
77037.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– არა, არა. ჯერ ნუ გაანთავისუფლებთ. როცა დრო მოვა, მე თვითონ შეგატყობინებთ.
"No, no, leave him where he is for the time being. When the time's right, I'll let you know myself".
77038.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– კიდევ ერთი თხოვნა, – უთხრა კვაჭმა ერთი საათის შემდეგ, როცა ორივენი კარგად შეზარხოშდნენ.
An hour later, when they were both quite tipsy, Kvachi said, "One more request".
77039.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ნურავის ნუ ეტყვით, რომ იდელსონი შესაძლებელია, ასე ადვილად გადარჩეს. პირიქით, დააშინეთ კატორღით და...
"Don't tell anyone that Idelsohn can get out of it so easily; instead, frighten him with the prospect of hard labor in Siberia, and …"
77040.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
და კვაჭმა ყანყრატოზე ორივე თითით ანიშნა ყულფი.
At this point, Kvachi's fingers made the sign of a noose around a neck.