მოიძებნა 668048 ჩანაწერი
77101.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
მიიხედ–მოიხედეს, დრო იხელთეს და ფიცხლავ, ცხარედ და უკანასკნელად გადაჰკოცნეს ერთმანეთი.
They looked all round them, seized the moment, and kissed each other fiercely, melancholically, and for the last time.
77102.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
მესამე ზარი ჩამოჰკრეს. კვაჭი და მიმავალთა ნათესავები მგზავრებს გამოეთხოვნენ და ვაგონიდან გავიდნენ. მატარებელი დაიძრა.
The third bell rang. Kvachi and the departing travelers' relatives said their farewells and left the carriage. The train moved off.
77103.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
რებეკა და კვაჭი იქამდე უქნევდნენ ერთმანეთს ხელსახოცებს, სანამ მატარებელი მეორე მატარებელს არ მიეფარა.
Rebecca and Kvachi waved and blew kisses to each other until all sight of the train was blocked by another train.
77104.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
აქა ამბავი მადამ ლაპოშისა.
Madame Lapoche.
77105.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
იმავ ღამეს, როცა კვაჭის ტურფას რებეკას მატარებელი მიაქროლებდა, კვაჭი თავის ამხანაგებთან ერთად შანტანში იქარვებდა სევდას.
The same night that a train was rushing Kvachi's beloved Rebecca off , he was dispelling his sadness with his friends in a café chantant.
77106.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– კარგი, შენი ჭირიმე, – ზლაზვნით, ზანტად და არისტოკრატული ენის მოკიბით, იცოხნებოდა კვაჭი.
"Fine, thank you very much," Kvachi ruminated sluggishly, lazily, with an aristocratic lisp.
77107.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– რა არის ადესა, რა უნდა იყოს აქ ცხოვრება!
"What's Odessa, what can life here do for you?"
77108.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– არაფრის სწავლა აქ არ შეიძლება... ან მოსკოვში წავალ, ან პეტერბურგში.
"There's nothing to be studied here … I'll go either to Moscow or to Petersburg".
77109.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მომწყინდა ამ ჭუჭყიან სოფელში ხეტიალი. ხელის გასანძრევი ალაგი არ იშოვება...
"I'm bored drifting about in this filthy backwater. There's no room to swing a cat …"
77110.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ადესა ჩემთვის ვიწრო ქურქია, შიგ ვეღარ ვეტევი... დაბალი კიბეა, ასაფრენი და ფრთის გასაშლელი არა მყოფნის...
"For me, Odessa is a straitjacket, I can't find room to move in it … It's a cramped staircase, it won't let me take off and spread my wings …"
77111.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– როდის წავალ? ერთ თვეში, ან უფრო ადრე. თქვენც წამოდით... გიშველით, რატომ არ გიშველით!
"When am I going? In a month, or sooner. You come, too … I'll help you, why shouldn't I?"
77112.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– რაო? ქუთაისი? ახა-ხა! ქუთაისი რა სახსენებელია!
"What do you say? Kutaisi? Oh no. Don't even mention Kutaisi".
77113.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ჭაობია, მყრალი ჭაობი! თუნდაც საქართველო ავიღოთ... შენი ჭირიმე, ნუ ამიხირდები.
"It's a bog, a stinking bog. But take even Georgia, for example … My God, don't go on about it".
77114.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– აჰ, ეგ ტყუილია. ქვეყანაზე ასმა კაცმაც არ იცის საქართველოს სახელი. ან რა არის დიდი საქართველო?
"Oh no, it's a lie. Not even a hundred people on earth have even heard of Georgia. And what is our great Georgia?"
77115.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ბათომში რომ თავი მისდო დასაძინებლად, ფეხები ქიზიყს უნდა მიაბჯინო; სოხუმში რომ ცხვირი დააცემინო, სიღნაღიდან იძახიან: ..ხეირიო“.
"If you lay down your head in Batumi, you'll have to tread on Kiziqi with your feet; if you sneeze in Sukhumi, they'll call out 'Bless you!' from Sighnaghi".
77116.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ქუთაისში ლაითაძესთან ან ერემოსთან დანიელა ურიამ რომ „მრავალჟამიერ“ დაიწყოს, ყაზბეგიდან ბანს ეტყვიან, ხოლო თელავიდან დედას ლევანა „მადლობელს“ შემოსძახებს.
"If Daniel the Jew starts playing 'Live Many Years' in Kutaisi at Laitadze's or Eremo's inns, all Qazbegi will sing along and Levana the folk-singer will belt out 'Thanks' from Telavi".
77117.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ბორჯომში რომ პაპიროსი ამოიღო, ფოთიდან ოცი ხელი მაინც მოგწვდება – ჩვენც მოგვაწევინეო.
"If you take out a cigarette in Borjomi, twenty hands will reach out from Poti and say, 'Give us one'."
77118.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მყრალი ხელსახოცი რომ იპოვნო, მთელი საქართველო მორბის ყვირილით: „ჩემია! წილი დამდე!“
"If you find a stinking towel, the whole of Georgia will come running, yelling, 'It's mine! Put it down!' "
77119.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– აჰ, მაგას ნუღარ გამახსენებთ. გარსონ! კიდევ ერთი ბოთლი შამპანური ლუი რედერერისა. რაო?
"Don't talk to me about it. Garçon! Another bottle of Louis Rederer champagne. What did you say?"
77120.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ბესო, შენ შარტრეზი გირჩევნიან? შენ, სერიოჟა, შიპრი გინდა?
"Beso, you'd rather have chartreuse? Seriozha, you want sherry?"