მოიძებნა 668048 ჩანაწერი
77161.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
მაგრამ, „უკანასკნელი“ მხოლოდ მაშინ გათავდა, როცა ბოთლი დაიცალა.
But "the last one" was the last only when the bottle was empty.
77162.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ქალს ღვინო ძარღვებში გაუჯდა, თვალები აუკრიალდა, მრგვალი გოგონა მალე ამღერდა, აცქმუტდა.
The wine went to the girl's head; her eyes started to shine, and this plump girl burst into song and became fidgety.
77163.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
პირში ენას ძლივსღა ამოძრავებდა და აბდაუბდას ჰროშავდა: – შენი ჩემი ნაპოლეონი ხარ... ჩემი აპოლონიც შენა ხარ.
Her speech was slurred and she began talking nonsense: "You're my Napoleon … You're my Apollo, too …"
77164.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– შენ კი ჩემი ვენერა ხარ, ჩემო პატარავ! – მიუგო კვაჭმა და ფუნჩულა წელზე ხელი მოჰხვია.
"And you're my Venus, you funny little thing!" Kvachi responded as he embraced her plump waist.
77165.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ლამაზი ხარ, მაგრამ ველურიცა ხარ... დაიცა, აგრე უცებ როგორ შეიძლება!..
"You're handsome, but you're wild, too … Wait, you can't move that fast!"
77166.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ჰო, იმას გეუბნებოდი: მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ მეშინიან.
"Yes, I was telling you I loved you, but I'm scared".
77167.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– რად გეშინიან, ჩემო გოგონი?
"Why are you scared, my girl?"
77168.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– არ ვიცი... მეშინიან.
"I don't know, I’m just scared".
77169.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
და კვაჭისგან დაშინებულმა ქორფამ ისევ კვაჭის მკერდს შეაფარა თავის დაშინებული გულიც და თავიც.
And the tender, scared child again pressed her scared heart and head against Kvachi's chest.
77170.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– რამ შეგაშინა აგრე რიგად? ჩემი ტყუილად გეშინიან, არც ვიკბინები – და არც ყაჩაღი ვარ... აი ამ ტახტზე ჩამოვსხდეთ და დავიწყოთ.
"What's got you so scared? There's no need to be afraid of me: I don't bite and I'm not a robber … Let's sit on this sofa and get started".
77171.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ჩამოსხდნენ და დაიწყეს.
They sat down and got started.
77172.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭი მართლა არ იკბინებოდა, მაგრამ მის რკინის მკლავებში ვერას განიერი ტანი და თხელი ძვლები ჰკვნესოდა, ოხრავდა და იგრიხებოდა.
Kvachi didn't in fact bite, but Vera's broad body and slender bones creaked, groaned, and bent in his iron arms.
77173.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ორიოდე კვირა გავიდა. მადამ ლაპოშის დევნაში და დღედაღამის გასწორებაში კვაჭი ჯიბითაც დნებოდა და ხორცითაც.
Two weeks passed. The pursuit of Madame Lapoche and paying bills day and night was making Kvachi's flesh and wallet melt away.
77174.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
შავგვრემან მადამ ლაპოშის მიერ აშოტილ ჟინს გამწარებული კვაჭიკო პატარა ქერა ვერიკოზე ყრილობდა.
The obsessive passion unleashed by the swarthy Madame Lapoche was released by an embittered Kvachi on the blonde little Vera.
77175.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ერთხელ მისმა მეგობრებმა შიქიას თაოსნობით პირი შეჰკრეს და კვაჭს თავთ დაადგნენ.
Kvachi's friends, spurred on by Shikia, swore an oath and confronted Kvachi.
77176.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
„ამხანაგობის ფილოსოფოსი“ ლადი ჩიკინჭილაძე ზანტად სჭამდა მეოთხე გირვანქა ყურძენს და თანაც იცოხნებოდა.
Ladi Chikinjiladze, the group's "philosopher", casually ate his fourth bunch of grapes and ruminated as he ate.
77177.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– კი მესმის შენი ჯინი, ჩემო კვაჭი, მარა ზომიერებაც კია საჭირო.
"I do understand your passion, Kvachi, old man, but there are limits".
77178.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ადამიანმა თუ გულის ჯინი არ ეილაგმა, ადრე თუ გვიან დეიღუპება.
"If a man doesn't rein in his passions, sooner or later he'll be ruined".
77179.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– გოუგონე შენს ამხანაგებს, შენთვის კარგის მეტი არაფერი უნდათ.
"Listen to your friends, all they want is whatever is best for you".
77180.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ჩიკინჯილაძეს ჭიპი ჭიპუნტირაძე მიეშველა, რომელმაც თავის თავად დაისაკუთრა მზვერავის თანამდებობა და „კვაჭის თვალის“ სახელი.
Chipi Chipuntiradze, who had voluntarily taken on the job of spy and "Kvachi's look-out", supported Chikinjiladze.