მოიძებნა 668048 ჩანაწერი
77281.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ბოლოს ჯალილამაც თავი გაიქნია: – ისი რა გითხრა, კნიაზჯან? ზალიან ეშხიანი გოგო იყო, მაგრამ სამი ათასიც ძალიან სოდოა.
Finally Jalil nodded and said, "What can I say, prince? She was a very captivating girl, but it's a great pity you spent three thousand on her".
77282.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– სამი მანეთი – აი მისი ყაიმათი.
"Three roubles would have been the right price".
77283.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
დავა ისევ კვაჭმა გადასჭრა: – კმარა! – მტკიცედ განაცხადა მან: – რაც იყო, იყო, მორჩა და გათავდა!
Kvachi put an end to the debate. "Enough!" he decided firmly. "It happened, and it's over".
77284.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მადამ ლაპოში აღარავინ არ ახსენოს.
"Nobody is to mention Madame Lapoche again".
77285.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
აქა ამბავი ორი სიყვარულის გათავებისა.
Ending Two Love Affairs.
77286.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ვერა გახდა. გაიცრიცა. ნამალავი სიყვარული კვაჭისთვის ხელსაყრელი იყო.
Vera had lost weight and become very pale, thanks to her secret love affair with Kvachi.
77287.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
იმ ქალთან ხალხში გამოჩენა კვაჭის არაფერს არ შესძენდა, ამიტომ კვაჭი ვერას ერიდებოდა.
He had nothing to gain from appearing in public with her so that Kvachi avoided her.
77288.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
მიზეზად ის მოჰქონდა, რომ კაპიტანი სიდოროვი ან მისი მეუღლე, ან კიდევ მათი მრავალი ნათესავი ეჭვს აიღებენ და მათს სიყვარულს ნაადრევად გამოიტანენო.
He gave as his pretext the possibility that Captain Sidorov or his wife or one of their many relatives might prematurely expose their love affair.
77289.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
აპირებს თუ არა კვაჭი ვერას შერთვას? რა თქმა უნდა, აპირებს! ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება, მაგრამ...
Did Kvachi intend to marry Vera, or not? Of course, he intended to! There was no need even to discuss it.
77290.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ვერა ქართველების გარდუვალ ადათსა და კანონს უნდა დაემორჩილოს.
Vera would have to obey the Georgians' unalterable rules and laws.
77291.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
თორემ კვაჭი ვეღარც მშობლების ოჯახში შევა და ერთ მანეთსაც ვერ მიიღებს სილიბისტროს ჯიბიდან.
Or Kvachi would never be able to darken his parents' door again and wouldn't get a single rouble from Silibistro's pocket.
77292.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
რომელიც, სულ ცოტა რომ ვიანგარიშოთ, ერთი მილიონი მანეთი მაინც ეღირება.
Which they could count, he said, on getting at least a million.
77293.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭმა უნდა მიიღოს მშობლებისგან თანხმობა და კურთხევა, რომელსაც დღე–დღეზე ელოდება.
Kvachi would have to get his parents' permission and blessing, and he was expecting that any day now.
77294.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
თანხმობა, რა თქმა უნდა, მოვა.
Of course, they would consent.
77295.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
სილიბისტრო და პუპიც ადრევაც ეხვეწებოდნენ კვაჭს, უეჭველად რუსის ქალი შეირთეო, ისიც უეჭველად ნასწავლიო.
Silibistro and Pupi had before then begged Kvachi to marry a woman who was wholly Russian, and definitely an educated girl.
77296.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ნუ, ნუ შიშობს ვერა. დამშვიდდეს და არხეინად უცადოს სილიბისტროს წერილს.
So Vera needn't fear anything. She could calm down and wait without worrying for a letter to come from Silibistro.
77297.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ვერა მეათეჯერ დამშვიდდა და მოთმინებით მოელოდა ქართველ თავად-აზნაურთა მარშლისგან, სილიბისტრო კვაჭანტირაძისგან თანხმობას და კურთხევას.
For the tenth time Vera felt reassured and patiently waited for the Lord Lieutenant of the Georgian nobility, Silibistro Kvachantiradze, to give his consent and blessing.
77298.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ერთხელ ვერა დაფეთებული შემოვარდა კვაჭთან, ორივე ხელით ჩამოეკიდა კისერზე და შიშით და ცახცახით ჩასჩურჩულა.
On one occasion Vera rushed in a panic to see Kvachi, put both arms round his neck, and whispered to him in fear and trembling.
77299.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ყური მიგდე... უნდა გითხრა, რომ... რომ ეს–არის ეხლა გაიფაჩუნა. აი აქ...
"Listen to me … I have to tell you that … that it's just moved. Look, here …"
77300.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ცახცახებდა, კვაჭს მკერდზე ეკვროდა და მისგან დარიგებას და ნუგეშს მოელოდა.
She was shaking, clinging to Kvachi's side and waiting for him to advise and comfort her.