მოიძებნა 668048 ჩანაწერი
77301.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭს ცივმა ოფლმა დაასხა. გაბრუვდა, გახევდა და შიშმა აიტანა.
Kvachi broke out in a cold sweat. He was bewildered, he was numb and speechless, overcome with fear.
77302.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ვერამ ისევ მოაგონა: – სთქვი რამე, როგორ მოვიქცე?
Vera reminded him: "Tell me what to do, will you?"
77303.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– დაიცა... დამაცა, მოვიფიქრო. და შუბლის მოსრესვის შემდეგ მოიფიქრა: – ჩემი აქ დარჩენა აღარ შეიძლება.
"Wait … Wait a bit, let me think". After furrowing his brow, he thought of something: "I mustn't stay here any longer".
77304.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ორივენი, თითქოს საპატიმროში ვიყოთო, ერთმანეთს ვერა ვხედავთ და თავისუფლად ვერ ვლაპარაკობთ.
"It's like a prison for the two of us, we can't see each other and we can't talk freely".
77305.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– სხვაგან უნდა გადავიდე. შენ ხშირად ივლი ჩემთან... თუ საჭიროებამ მოიტანა, ჩემთან გადმოსახლდები... ასე ემჯობინება.
"I've got to move out. You'll come to see me often … if you have to, you can move in with me … that's the best thing to do".
77306.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ვერას კვაჭის აზრი ჭკუაში დაუჯდა: – დღესვე გადადი... ნუღარ აგვიანებ. მაგას რაღა სჯობია!
Vera was obsessed with Kvachi's idea: "Move out today … don't leave it too late. That's by far the best thing to do".
77307.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ორ-სამ ოთახს დავიქირავებთ და, სანამ მშობლების კურთხევა მოგივა, ჩუმად ვიცხოვრებთ.
"We'll rent two or three rooms until your parents' blessing comes, we'll stay as quiet as mice".
77308.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭი მეორე დღესვე გადავიდა, მაგრამ ვერას დრო ვერ აურჩია, რომ ერთმანეთი უმოწმოდ ენახათ.
The very next day Kvachi moved out, but he couldn't give Vera time to meet each other in private.
77309.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ან მომავალზე მოელაპარაკნათ, ან ერთმანეთს მოჰხვეოდნენ და ათი წუთით მაინც დაევიწყათ ხვალინდელი შიში და ზრუნვა.
Or to talk about their future, or embrace each other, or even forget for ten minutes tomorrow's fears and worries.
77310.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭი ხან შინ არ იყო, ხან მასთან სედრაკა იჯდა, ხან ბესო, ხან ლადი, ზოგჯერ კი ყველანი ერთად იყრიდნენ თავს და წასვლას აღარ აპირებდნენ.
Either Kvachi was not at home, or Sedrak or Beso or Ladi was sitting there with him, or they'd all gathered there with no intention of departing.
77311.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ვერას დაძმურად მიიღებდნენ, გაართობდნენ და თავაზიანად გაისტუმრებდნენ.
They treated Vera like an old friend, they entertained her, and saw her out politely.
77312.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ერთხელ ვერა კვაჭის მიერ დანიშნულ დროზე მოვიდა, მაგრამ კვაჭის ნაცვლად ბესო შიქია დაუხვდა.
Once, Vera came at a time specified by Kvachi, but found Beso Shikia there instead of him.
77313.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
მეგობრულად მიესალმა, დასვა და ტკბილად დაუწყო: – მე კარგად გიცნობთ, მეგობარო, დინჯი და გონიერი ქალი ბრძანდებით.
He greeted her amicably, sat her down, and began sweetly: "I know you well, as a friend; you're a serious and intelligent woman".
77314.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ამიტომ თქვენთან გულახდილად ვბედავ ლაპარაკს.
"So I can be bold and speak to you openly".
77315.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ღმერთო ჩემო! რა ამბავია?.. ხომ არაფერი არ მოხდა?..
"My God! What's happened? Nothing bad has happened, has it?"
77316.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მოხდა, მაგრამ საიმისო არაფერია. არხეინად ბრძანდებოდეთ.
"It has happened, but nothing special. Please stay calm.
77317.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– უნდა მოგახსენოთ, რომ... კვაჭს მშობლებისგან პასუხი მოუვიდა.
"What I have to tell you is that Kvachi has had a reply from his parents".
77318.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მერმე?.. მერმე?
"So? What then?"
77319.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– საერთოდ თანახმანი და მოხარულნი არიან, რომ კვაჭმა თქვენისთანა განათლებული და პატიოსანი ოჯახიშვილი აირჩია.
"In principle, they agree and they' re pleased that Kvachi has chosen someone like you, educated, respectable, from a good family".
77320.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– კურთხევასაც წინდაწინვე უგზავნიან, მაგრამ...
"They're sending their blessing straight away, but …"