მოიძებნა 668048 ჩანაწერი
77501.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ასი მილიონი ძირითადი თანხა... 10 მილიონი სუფთა მოგება...
"Our capital is a hundred million … We make ten million net profit …"
77502.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– აქციის ნომინალური ფასი – ასი მანეთი, საბირჟო კურსი დღეს – 341 მ.
"Our nominal share price is a hundred roubles, on the stock exchange we trade at 341 roubles".
77503.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– აი, ჩაიხედეთ დღევანდელ გაზეთში...
"Well, take a look at today's paper …"
77504.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– „სალამანდრა“ იყიდის და გაჰყიდის „რუსეთს“, „ღუზას“, „ჩრდილოეთის საზოგადოებას“, „ვოლგას“ და „მოსკოვს“...
"Salamander is out-buying and out-selling Russia, Anchor, The Northern Society, Volga, Moscow..."
77505.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– თქვენ დაგნიშნავთ სიცოცხლისა და უბედურ შემთხვევათა დაზღვევის აგენტად...
"We'll appoint you as an agent for life and accident insurance …"
77506.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ჯამაგირი? არაფერი. საკომისიოდ იმუშავებთ...
"The salary? Nothing. You'll work for commission …"
77507.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ზოგი აგენტი თვეში ორი ათას მანეთს აკეთებს... დიაღ, ორი ათასს მეთქი!
"Some agents make two thousand roubles a month … Yes sir, two thousand, I said".
77508.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ეხლა აგიხსნით დაზღვევის წესს, კანონებსა და ტეხნიკას.
"Now I'll explain how agents work, the rules and techniques".
77509.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
იმ დღეს კი კვაჭმა ჰოფშტეინთან ისადილა, მერმე ერთი გაკვეთილი კიდევ მიიღო.
Kvachi dined with Hofstein that day, then had one more lesson.
77510.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
საღამოზე ტარიფებით, პლაკატებითა და ცხრილებით დატვირთული დაბრუნდა.
In the evening he returned home laden with tariffs, placards, and tables of charges.
77511.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
სახლის პატრონი მეზღვაური კულიდისი შინ დაუხვდა.
Once home he came across his landlord, the seafarer Kulidis.
77512.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– აქამდის არა ხართ დაზღვეული? მეზღვაური და დაუზღვეველი!
"You mean to say that you still aren't insured? A seafarer with no insurance?"
77513.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ყოველ დღე დახჩობის ხიფათი დაგტრიალებს, ან ავადმყოფობა გადაგიტანთ, ან სიბერე...
"Everyday you face the danger of drowning or catching some disease, or old age …"
77514.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მერე რას უპირებთ თქვენს ქვრივსა და ობლებს?
"Then what do you expect your widow and orphans to do?"
77515.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– რა პირით შეჰხვდებით ერთმანეთს საიქიოს?..
"How will you be able to face them in the next world?"
77516.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– რაო, სიკვდილს არ აპირებთ? კეთილი და პატიოსანი.
"Are you telling me that you don't intend to die? That's all very well".
77517.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– თუ ოცი ან თხუთმეტი წელიწადი იცხოვრეთ, თქვენს ფულს უკანვე მიიღებთ სარგებლით.
"If you live another twenty or just fifteen years, you get your money back with interest".
77518.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– დაზღვევა ერთადერთი საშუალებაა ფულის გადიდებისა და დაგროვებისა.
"Insurance is a way of increasing and accumulating wealth".
77519.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მოკვდებით თუ იცოცხლებთ, მაინც მოგებაში იქნებით...
"Whether you die or stay alive, you'll still be in the black …"
77520.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– რაო, ათჯერ გირჩიეს და მაინც ვერ დაგითანხმეს? სიკვდილისა გეშინიანთ?
"You're telling me that you've had plenty of persuasion but they've never got you to agree? Are you afraid of death?"