მოიძებნა 668048 ჩანაწერი
77541.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭი დატრიალდა, დაფაცურდა.
Kvachi rushed about, bustled about.
77542.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
დილიდან საღამომდე დარბოდა, ერთსა და იმავეს ჰყბედობდა, დაზეპირებულს იმეორებდა, ტყუილსაც მრავალს უმატებდა.
He ran about from morning to night, repeating the same spiel, which he had learnt by heart, and adding quite a few lies.
77543.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ზოგს სიკვდილით აშინებდა, ზოგს ფულის მოგროვებას ახარბებდა.
Some he frightened with talk of death, others he lured with promises of making money.
77544.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
განცხადებებს და ქვითრებს სწერდა, ფულებს აგროვებდა, კლიენტებს პოლისებს აბარებდა.
He wrote applications and receipts, collected money, handed his clients policies.
77545.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
და გზადაგზა თავის მოქიშპე აგენტებს და ფირმებს ლანძღავდა: – „რუსეთის“ საზოგადოება?
And constantly he cursed rival agents and firms: "Russia company?"
77546.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– დღეს თუ ხვალ დაიღუპება. „ვოლგა“? უკვე გაკოტრდა... „მოსკოვი“?
"Any day now it will go broke. Volga? It's already bankrupt … Moscow?"
77547.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– აგენტი კარპოვი? ჯიბგირია! კაცმანი? თაღლითია! სიხოვიჩი? მფლანგველია!
"Karpov the agent? He's a pickpocket. Katsmann? He's a swindler. Sikhovich? An embezzler.
77548.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– არ ენდოთ! მოერიდეთ! დამიჯერეთ, თორემ ინანებთ!
"Don't trust them. Keep away from them. Trust me, or you'll regret it".
77549.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ყველგან გაშინაურდა და ყველას დაუნათესავდა.
He was a member of everybody's family, a friend of the house.
77550.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ა–ა–ა, კნიაზ ნაპოლეონ აპოლონიჩს ვახლავართ!
"Ah-ah-ah, so it's Prince Napoleon Apollonovich I see!"
77551.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– როგორ გიკითხოთ? როგორ ბრძანდებით? გვეწვიეთ, კნიაზ, გვეწვიეთ.
"How are you doing? How are you? Come and see us, prince, do come".
77552.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
და კვაჭიც ხან პეტრეს დასდებდა პატივს, ხან პავლეს.
Kvachi would do Peter the honor, and then Paul.
77553.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ხან ივანესთან სადილობდა, ხან სიდორთან ვახშმობდა, ხან კუზმასთან ქეიფობდა.
Sometimes he dined with Ivan, sometimes he had supper with Sidor, sometimes he feasted with Kuzma.
77554.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
და ორიოდე თვეში ისევ გასუქდა, გამოკეთდა და გადიდკაცდა.
In two weeks he put all his weight back on, and became a handsome well-built man.
77555.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ათიოდე სუბაგენტი გაიჩინა, ხელახლა თვიურად დაიქირავა ეტლი, სედრაკას ვალი დაუბრუნა და დანარჩენი ამხანაგებიც მუშაობაში ჩააბა.
He got himself a dozen sub-agents, hired a carriage by the month, paid back what he owed Sedrak, and got his other friends involved in his work.
77556.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
მაგრამ კვაჭს მაინც ერთი სატკივარი ჰქონდა, ერთი აზრი აწუხებდა, ერთი საზრუნავი ღრღნიდა: ზედმეტი ფული მაინც არა ჰქონდა.
But Kvachi still had one sore point; there was a troublesome thought, something that gnawed at him: he didn't have any surplus funds.
77557.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
რასაც შოულობდა, დიდი შრომითა და ჯაფით იყო ნაშოვნი.
What he was earning was earned by hard work and toil.
77558.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
გუშინ აღებული დღესვე ეხარჯებოდა, ხოლო ხვალ, ზეგ და მაზეგაც ისევ საჭირო იყო სირბილი, ახალი მუშტრის შოვნა, ახალი ყბედობა, დაჯერება.
What he earned the day before was spent today, but for tomorrow, the day after, and the day after that he still had to run about finding new clients, inventing a new spiel, winning trust.
77559.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ერთის სიტყვით – ყოველდღიური ზრუნვა, გარჯა, მუშაობა, ოფლის დაღვრა, შრომა და ბეჯითობა.
In a word, it needed constant worries, bother, work, sweat, toil, and diligence.
77560.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭი კი სულ სხვანაირ ცხოვრებაზე ოცნებობდა, ამ სოფლისგან მეტს მოითხოვდა: თავისუფლებას, ნებივრობას და განცხრომას მოელოდა.
Kvachi dreamed of an utterly different life; he demanded more of this world. He expected liberty, free choice, and sheer pleasure.