მოიძებნა 668048 ჩანაწერი
77581.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
„აბა შენ იცი, არაფერი პრიო“.
"Anyway, you know, don't make any mistakes".
77582.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
„ცხარე ცრემლით ვტირი, რომ მე აქამდე ვერ ვნახე ჩემი საყვარელი პუპი, ხუხუ და ნოტიო. გკოცნით ყველას“.
"I wept bitter tears at not being able to see my beloved Pupi, Khukhu, and Notio. Kisses to you all".
77583.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
„ვინ იცის, თუ ბედი მაქვს, შეიძლება მაგ ჭუჭყიან ქუთაისიდან ტფილისში გადაგასახლოთ“.
"Who knows: with luck I may be able to move you from the filth of Kutaisi to Tbilisi".
77584.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
„ღმერთი ილოცეთ და დაგვეხმარება. შენი შვილი კვაჭი“.
"Pray to God and he'll help us. Your son Kvachi".
77585.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
„P.S. შემატყობინე, ცოცხალია თუ არა ვოლკოვის დედაკაცი, სახლი რომ მოგვყიდა“.
"P.S. Tell me, is the Volkova woman, whose house I sold you, still alive?"
77586.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
„ორი კურსი გავათავე, და კიდევ ორი დამრჩა. არავის არ უთხრა ჩემი ჩამოსვლა. შენი კვაჭი“.
"I've done two years of university, I've got two more to do. Don't tell anyone I'm coming. "Your Kvachi".
77587.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
იმავ ხანებში კვაჭმა ჰოფშტეინს განცხადება წარუდგინა „სალამანდრას“ სახელზე შესახებ იმისა, რომ მას, კვაჭს, ჰსურდა თავი დაეზღვია უბედურ შემთხვევისაგან ოცი ათას მანეთად.
Meanwhile Kvachi presented Hofstein with a declaration addressed to Salamander, saying that he, Kvachi, wished to insure himself against accidents for twenty thousand roubles.
77588.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– სიცოცხლის დაზღვევას არ აპირობთ?
"Don't you want to insure your life?"
77589.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მეშინიან... არ მინდა, ჯერ ახალგაზრდა ვარ. უბედური შემთხვევა კი შესაძლოა მეც დამემართოს...
"I'm afraid to … I don't want to, I'm still young, but I could have a bad accident …"
77590.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ბევრს დავდივარ და იქნება ვაგონი დამეჯახოს, ან ეტლმა გადამიაროს, ან სახლს აგური მოსწყდეს და დამეცეს.
"I walk a lot and I could be hit by a railway carriage, or a cab could run me over, or a brick could fall off a house and strike me".
77591.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ორი კვირის შემდეგ პოლისი ჩაიბარა და მერმე ქუთაისიდან დეპეშაც მიიღო. ეწერა: „პოლისი მივიღე. სილიბისტრო“.
Two weeks later he had a policy, and then he received a telegram from Kutaisi, saying: "Received policy. Silibistro."
77592.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
გავიდა რამდენიმე დღე და კვაჭმა მოულოდნელად განუცხადა თავის ამხანაგებს: მამაჩემი სილიბისტრო ავად გამხდარა და ხვალ ქუთაისში მივდივარო.
After a few days Kvachi suddenly announced to his friends that his father Silibistro had fallen ill and that he was off to Kutaisi the next day.
77593.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭი და ბესო საჩქაროდ ავიდნენ გემზე და მეხუთე დღეს მოულოდნელად შევიდნენ კვაჭის საკუთარ სახლში.
Kvachi and Beso hurriedly boarded a ship and on the fifth day, they surprised everybody by entering Kvachi's own house.
77594.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
სადაც კვაჭმა უკანასკნელი გიმნაზიური წელიწადი გაატარა და რომელიც კვაჭის პაპამ ხუხუ ჩიჩიამ და სილიბისტრომ „მეტად ძვირად იყიდეს“.
Where Kvachi had spent his last school year and which Silibistro and his uncle Khukhu Chichia had bought "at great expense".
77595.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
სილიბისტროს ოჯახში ჟრიამული, მხიარული წივილ–კივილი, კოცნა, ხვევნა და ლხინი ატყდა.
There were shrieks and yells of joy from Silibistro's family, kissing, embracing, and rejoicing.
77596.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭის დედას პუპის მოულოდნელ სიხარულისგან კინაღამ გული შეუღონდა, დაბერებული ხუხუ და ნოტიო ატირდნენ.
Kvachi's mother Pupi nearly had a heart attack from sudden joy; the elderly Khukhu and Notio burst into tears.
77597.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
სილიბისტრო იღიმებოდა და იბღინძებოდა, ვინაიდან მის მოსრულ მხარ–ბეჭს „პრაპორჩიკის“ ბრჭყვრიალა ეპოლეტები ამშვენებდა.
Silibistro smiled and strutted about because his burly shoulders were adorned by a lieutenant's resplendent epaulettes.
77598.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ერთმანეთი რომ მოიკითხეს და გულის პირველი ფრიალი დაიმშვიდეს, კვაჭი, ბესო და სილიბისტრო კაბინეტში ჩაიკეტნენ.
When they had asked after each other's health and their initial burst of emotion had subsided, Kvachi, Beso, and Silibistro locked themselves up in his study.
77599.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
დიდხანს იჩურჩულეს, იბაასეს და იფიქრეს.
They whispered, conversed, and pondered for some time.
77600.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ის საქმე სამ დღეს ზომეს, სწონეს და იანგარიშეს.
It took them three days to measure, weigh up, and calculate the job.