მოიძებნა 668048 ჩანაწერი
77801.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ბევრჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ სულ უბრალო მიზეზის გამო ხელიც გაჰხმობია ადამიანს და ფეხიც.
"There have been plenty of cases when a man's arm or leg withers for no great reason at all".
77802.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– თუ ხელიც გაგიხმათ და ფეხიც, რა თქმა უნდა მთელს დაზღვეულ თანხას მოგცემენ.
"If you have a withered arm or leg, of course, we'll give you the entire sum assured".
77803.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მაშ, არხეინად და მშვიდობით ბრძანდებოდეთ.
"So, you can be calm and free of worries".
77804.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მშვიდობით ბრძანდებოდეთ, ბატონო ჩვენო, მშვიდობით!..
"Goodbye and thank you, sir, goodbye!"
77805.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– გვნახეთ, ბატონო, კიდევ გვნახეთ... ნუ დაგვივიწყებთ. ჩვენო ბატონო, კიდევ გვაკადრეთ თქვენი თავი...
"We'll see you again, sir, we shall … We shan't forget you, sir, please do us the honor of coming again …"
77806.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ინსპექტორი რომ გავიდა, ერთმანეთს გადაჰხედეს და თვალებით დაეკითხნენ, ბოლოს, ხუხუმ წვერებში ჩაიბურტყუნა.
When the inspector had left, they exchanged looks, and their eyes questioned one other.
77807.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– აჰ, მაი კაცი ვეფერს გეიგებს.
Finally, Khukhu mumbled into his beard: "Ah, a man like that can't understand anything".
77808.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ვეფერს გეიგებს! - ჩუმის ხმით დაუდასტურა კვაჭიმ.
"He can't understand anything," Kvachi agreed in a low voice.
77809.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ექიმი შაბიშვილი ეუბნებოდა ინსპექტორს ჯავახიშვილს: – არაფერი მესმის კვაჭანტირაძის ხელ–ფეხისა.
Doctor Shabishvili was telling Inspector Javakhishvili: "I can't make any sense of Kvachantiradze's arm and leg".
77810.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– რასაც მე ვაკეთებ, ვიღაც უცნობი აფუჭებს.
"Whatever I do, someone else, I don't know who, undoes".
77811.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– წამალს რომ დავადებ და არტახებს შევკრავ, საიდუმლო ნიშანსაც გავუკეთებ ხოლმე.
"I put ointment on them and bandage them, and I always leave a secret sign".
77812.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მეორე დღეს ნიშანი ხელუხლებელია, მაგრამ დაშავებული ხელ–ფეხი უფრო დამდნარია და მოკრუნჩხული.
"The next day the sign hasn’t been touched, yet the limbs are weaker and more bent".
77813.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ცხადია, ჩემს გარდა სხვა ვიღაც უნდა მუშაობდეს.
"It's obvious that someone else must be working on them".
77814.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მე ცნობა მაქვს, კვაჭანტირაძესთან ღამღამობით ჩვენი წინანდელი ექიმი ღაბიძე დადის.
"I have information that our previous doctor Ghabidze is visiting Kvachantiradze at night".
77815.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– გარდა ამისა, კვაჭის ბებიას ნოტიო ჩიჩიასაც ამ საქმეში ხელი ურევიაო. თურმე ამ დედაკაცსაც კარგად ესმის ტრავმატიული ავადმყოფობა.
"What's more, Kvachi's granny Notio Chichia has got a hand in this: that woman might well know about traumatic injuries".
77816.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ეს დედაკაცი თურმე ძალიან დახელოვნებულია ხელ–ფეხის დამახინჯების საქმეში.
"She's supposed to be very skilled at crippling limbs".
77817.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მუშტარიც ბლომად ჰყავს, რადგან ბევრს ჰსურს სამხედრო ბეგარა აიცდინოს.
"Clients come flocking to her, because a lot of men want to get out of military service".
77818.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ჩვენ უფლება გვაქვს კვაჭი საავადმყოფოში დავაწვინოთ და მუდმივი ზედამხედველობა გავუწიოთ.
"We have the right to have Kvachi moved to a hospital and have him subjected to twenty-four-hour observation".
77819.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მაგრამ ჯერჯერობით ასეთს უუკიდურეს საშუალებას არ მივმართავ, რადგან იგი მითქმა-მოთქმას გამოიწვევს.
"But I shan't resort to such extreme measures, because it will cause a lot of gossip".
77820.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– სხვა საზოგადოებათა აგენტები ამ ამბავს ხელზე დაიხვევენ, ყბად აგვიღებენ, განგაშს ასტეხავენ და პრესტიჟს დაგვიმცირებენ.
"Agents of other insurance companies will exploit this business, will get rumors circulating about us, raise the alarm, and damage our reputation".