მოიძებნა 668048 ჩანაწერი
77901.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ნუ ინებებთ გაწყრომას და ჩვენს წყენას. ორიოდე სიტყვა უნდა მოგახსენოთ. ისევ დაბრუნდნენ.
"Please don't be angry, please bear with us. There's a couple of things we need to tell you". They came back again.
77902.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ოცდარვას ერთ მანეთსაც ვეღარ დავაკლებ. – ხრინწით განაცხადა კვაჭმა.
"I can't go one rouble lower than twenty-eight thousand," Kvachi declared in a faltering voice.
77903.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მაშ, საჭირო არ იყო ჩვენი დაბრუნება.
"Then there was no point our coming back".
77904.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მოითმინეთ, სად მირბიხართ? ოცდახუთი!
"Wait, where are you running off to? Twenty-five".
77905.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ოცი. ან ჰო, ან არა... ვიცი, ყველაფერი ვიცი, რა საჭიროა ზედმეტი ლაპარაკი!
"Twenty. Yes, or no … I know, I know everything, there's no need to go on talking".
77906.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ჰო თუ არა?.. მაშ, მშვიდობით იყავით.
"Yes, or no? In that case, goodbye".
77907.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ისევ გავიდნენ.
They left again.
77908.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ქუჩის ბოლოში ხუხუ ჩანჩალით დაეწია: – ნუ ინებებთ, ბატონებო, ჩვენს წყენას...
At the end of the street Khukhu staggered up to them: "Please don't hurt our feelings, gentlemen …"
77909.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– თუ გაწყენინეთ რამე, გვაპატიეთ... დაბრუნდით... კვაჭი დათანხმდება. ისევ დაბრუნდნენ.
"If we've offended you in any way, forgive us. Come back … Kvachi is going to agree". Again they went back.
77910.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– იმედია, ვაჭრობა აღარ იქნება. ოცზე ვათავებთ?
"I hope there's going to be no more haggling. We settle at twenty?"
77911.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– კეთილი, მაგრამ რაღაც ანგარიში რომ შეგიდგენიათ, მაგას ხომ არ გამომიკლებთ?
"Fine, but could you prepare an account for me, that’s not something you'd charge me for, is it?"
77912.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ამას არ ჩაგითვლით, მოვშალოთ. მელანი და კალამი!
"We won't charge you: let's break it down. Ink and paper!"
77913.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მაშ, გაათავეთ, – და კვლავ აწრიპინდა და აწუწუნდა: – დევიღუპე... დევიფსე... როგორ შეიძლება ამათთან საქმის დაკავება!
"All right, settle it," and again Kvachi began whining in a squeaky voice. "I'm ruined … I've had it … How could I do business with them!"
77914.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– არც პატიოსნება, არც სინდისი, არც პირობა!
"No respect, no conscience, no contract".
77915.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– სად ვეთრიო, როგორ ვსდიო სამართალში ორი ან სამი წელიწადი, თორემ ორჯერ მეტს ავიღებდი.
"But how can I drag on and chase them through the courts for two or three years? That way I'd receive twice as much".
77916.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ჰოფშტეინმა ვრცელი ბარათი დასწერა: – ოთხივემ მოაწერეთ ხელი.
Hofstein wrote out an extensive document. "All four of you, sign this".
77917.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
წაიკითხეს და მოაწერეს, მერმე თვალები დაიბრიცეს და დაიხეთქეს იმ ფულზე, რომელიც ჰოფშტეინმა ჩაუთვალა.
They read and signed it, then they squinted and grabbed hold of the money which Hofstein counted out for them.
77918.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– დევიღუპე... დევიფსე! – ისევ წუწუნებდა კვაჭი, თან ის ფული ბალიშის ქვეშ ამოიდო.
"I'm ruined … I've had it," Kvachi whined again as he shoved the money under his pillow.
77919.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მშვიდობით ბრძანდებოდეთ! ღმერთმა კეთილად მოგახმაროთ ეგ ფული.
"Now goodbye. May God help you spend that money wisely".
77920.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მშვიდობით, ბატონო ჩემო, მშვიდობით! კიბემდე ჩამოაცილეს.
"Goodbye, my dear sir, goodbye". They saw their them off to the staircase.