მოიძებნა 668048 ჩანაწერი
77961.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
მეორე დღეს კვაჭიმ ადესის უნივერსიტეტის ბაღში ქართველ სტუდენტების ჯგუფს მოჰკრა თვალი.
The next day Kvachi caught sight of a group of Georgian students in the gardens of Odessa University.
77962.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
იმ ჯგუფში ქალებიც ერივნენ. მივიდა, ყველას საერთო სალამი მისცა და ბაასს ყური მიუგდო.
There were women among them. He went up to them, greeted them generally, and listened to the conversation.
77963.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ამ ჯგუფში პირველად დაინახა ერთი მოსწავლე ქალი,-მაღალი, წერწეტა, თოვლსავით თეთრი.
In this group he encountered for the first time an educated girl: she was tall, slim, elegant, as white as snow.
77964.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
სუფთა, თმაგიშერა და შავთვალა, ეშხიანი და მარილიანი.
Clear-skinned, with jet-black hair and black eyes, enchanting and witty.
77965.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭიმ და იმ ქალმა თვალი თვალს გაუყარეს.
Kvachi and the girl caught each other's eye.
77966.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
მერე ქალმა თვალი მოაშორა და გულმოდგინედ მიუგდო ყური ლეო შავიძეს და სანდრო არსენაშვილს, რომელთაც რაღაც უცნაური დავა ჰქონდათ.
Then she averted her gaze and devoted all her attention to a rather strange debate between Leo Shavidze and Sandro Arsenashvili.
77967.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ხშირად ისმოდა: – იმპრესიონიზმი... სიმბოლიზმი... სახეობა... არსი... მარადიულობა... ყოფა...
Certain words recurred: "Impressionism … symbolism … entity … essence … permanence … being …"
77968.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭიმ დააპირა ამ ბაასში სიტყვის ჩართობა და ამ ხერხით იმ ქალის გულისყურის მიზიდვა.
Kvachi meant to get a word into this debate, as a device for attracting the girl's attention.
77969.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
მაგრამ ბაასის შინაარსს რომ ჩაუფიქრდა, გაიფიქრა: დასწყევლა ღმერთმა.
But when he considered the content of the debate, he changed his mind: to hell with it!
77970.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ქართველებმა ან პოლიტიკაზე უნდა იყბედონ, ან ფილოსოფიაზე.
Georgians couldn't resist blathering on about politics or philosophy.
77971.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ეს „იზმები“ რომ ფრანგულია – ვიცი, მაგრამ რა ჯანდაბაა ეს „არსი“, „ყოფა“, „სახეობა“?... აი, კიდევ: „ანარეკლი“... „იბსენი“...
He knew these "isms" were French, but what the hell were "essence", "being", "entity"? Or "reflection", "Ibsen"?
77972.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ნადია არმელაძე და ვერიჩკა კალოშვილი იმ ჯგუფს ჩამოშორდნენ.
Nadia Armeladze and Verichka Kaloshvili detached themselves from the group.
77973.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭიც გაჰყვა. ერთმანეთი შინაურულად მოიკითხეს.
Kvachi followed them. They asked after each other like old friends.
77974.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– რა ამბავია, კვაჭი, ახლო აღარავის ეკარები, ყველანი დაგვივიწყე?
"What's happening, Kvachi? You shun everyone these days, have you forgotten us all?
77975.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– აგრე უნდა განა? – უსაყვედურა ნადიამ.
"That's not right, is it?" Nadia reproached him.
77976.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– შინაურ ხუცესს შენდობა არა აქვს! - დაუმატა ვერიჩკამ.
"An unlicensed priest can't have absolution," Verichka added.
77977.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– აჰ, ეგ მართალი არ არის! – თავი გაიმართლა კვაჭიმ: „მეტად გამიტაცა მეცადინეობამ, ვერ ვიცლი.
"Oh, that's not fair," Kvachi defended himself. "I've been swamped with lectures and haven't had any time".
77978.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
იცინეს და იოხუნჯეს. თითო ყავა დალიეს, ტკბილი ნამცხვარი შეატანეს, წარსული მოიგონეს და ახალი ჭორ-ანეკდოტები გადმოალაგეს.
They laughed and joked. They each had a coffee with a pastry, recalled the past, and passed on the latest gossip and stories.
77979.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ბოლოს, კვაჭიმ ჰკითხა: – იქ ბაღში რომ ქალი იდგა, ვინ არის?...
Finally Kvachi asked: "Who is the girl who was standing there in the gardens?"
77980.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– სოფიო შივაძე?.. პირველად ვხედავ... მომწონსო? დასაწუნი არ არის, თუმცა... ბევრნი დასდევენ?
"Sophie Shivadze? I haven't seen her before … Do I like her? I wouldn't say no, but … Does she have a lot of admirers?"