მოიძებნა 668048 ჩანაწერი
77921.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ჰოფშტეინმა წაიბურტყუნა: – მოვტყუვდი, გადავაჭარბე. ხუთმეტსაც დათანხმდებოდა.
Hofstein muttered: "I let myself be tricked, I overdid it. He would have agreed to fifteen thousand".
77922.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭის სახლში ყველანი ერთმანეთს დაეტაკნენ.
In Kvachi's house they all grabbed each other.
77923.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ხუხუ და პუპი მეტად კმაყოფილი და გახარებული იყვნენ, ხოლო ნოტიო და კვაჭი მაინც იშმუშნებოდნენ და იგრიხებოდნენ.
Khukhu and Pupi were extremely pleased and cheerful, but Notio and Kvachi shrugged their shoulders and grimaced.
77924.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
სწორედ ამ დროს ბესოც შემოვიდა.
Then Beso came in and joined them.
77925.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ბესო, სადა ხარ? სად დეიკარგე? რაღა გაჭირვების დროს დეიმალე შე კაი კაცო?
"Beso, where've you been? Where did you disappear to? Why hide away when you're badly needed, man?"
77926.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ჰოფშტეინი რომ პირველად გავიდა აქედან მეც სწორედ მაშინ მოვედი. მაგრამ უკანვე გავბრუნდი.
"When Hofstein left you the first time, that's when I arrived. But I turned back".
77927.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მუშტაიდში დავედევნე და მათს ლაპარაკს ყური დავუგდე.
"I followed him to Mushtaid park and eavesdropped on their conversation".
77928.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– გავიგე, რომ ოცზე მეტს ერთმანეთსაც არ მოგცემდნენ და აკი შემოგითვალე კიდეც პუპის პირით.
"I found out that they weren't going to give you a single rouble over twenty thousand, and I passed that onto you through Pupi".
77929.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– რაო? ჩემი აზრი? ეკლესიას ხატი უნდა შევწიროთ, რომ დაპატიმრებას გადავრჩით.
"What did you say? My opinion? We ought to offer an icon to the church as thanks for not going to prison".
77930.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ბესოს სიტყვების შემდეგ ყველანი სიხარულით და შვებით აყაყანდნენ.
After Beso's speech they all started chatting, overjoyed and relieved.
77931.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭს არტახები მოჰხსნეს, ხელ-ფეხი რაღაც წამლით მოჰბანეს და ახალი მალამო წაუსვეს.
They took off Kvachi's bandages, bathed his limbs with something medicinal, and anointed them with a new ointment.
77932.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ტკივილს აღარ იმჩნევდა და აღარც ჰკვნესოდა. მერმე წამოჯდა და დეპეშა დასწერა.
He had no more pain and he stopped groaning. Then he sat up and composed a telegram.
77933.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
„კავკავი, ბაზრის ქუჩა, 16 შაბურიანცს ოცად გავათავე. ხუთს გიგზავნი. სახლი იყიდე. მალე ამოვალთ. ანაპოდისტე“.
"To Shaburiants, 16 Bazaar St., Vladikavkaz. Settled at twenty. Sending you five. Sell house. Coming soon. Anapodiste".
77934.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ეს ფული და დეპეშა სილიბისტროს გაუგზავნე, – უთხრა კვაჭმა ხუხუს, – და ხვალისთვის ქუთაისში წასასვლელად მოემზადე.
"Send this money and the telegram to Silibistro," he told Khukhu. "And tomorrow get ready to go to Kutaisi".
77935.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– გაყიდე, რაც დაგვრჩა – ალაგიც და ავეჯიც...
"Sell whatever we have left there–property and furniture".
77936.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– რაო, ვოლკოვის ქვრივს რა უყოო?
"What's that? What should I let the Volkova widow have, you ask?"
77937.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– აჰ, ეხლა იმ დედაბერს ავითრევ სიკვდილამდე!
"Oh, so I have to drag that old woman around until she dies, do I?"
77938.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ასი მანეთი მიეცი, ეყოფა.
"Give her a hundred roubles; that will be enough for her".
77939.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ყველას უთხარი, რომ ჩვენ ვარშავაში მივდივართ–თქვა...
"Tell everyone that we're going to Warsaw …"
77940.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მოიცა, იყიდე მარტელის კონიაკი, რედერერის შამპანური, მარსალა, ხერესი ან პორტვეინი...
"Wait a minute, buy some Martell cognac, Rederer champagne, marsala, sherry, or port …"