მოიძებნა 668048 ჩანაწერი
77981.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– აჰ, კვაჭის მაგის არ ეშინიან... კარგი, გამაცანი. სად? როდის?
"Oh, Kvachi's not afraid of them … Good, introduce me. Where? When?"
77982.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– დღეს, შვიდ საათზე შენთან იქნება? მოვალ... კარგი, შოკოლადსაც მოგიტან.
"Today, can she be at your place at seven? I'll come … All right, I'll bring chocolates".
77983.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
იმავე საღამოს კვაჭიმ სოფიო შივაძე გაიცნო.
That evening Kvachi got to know Sophie Shivadze.
77984.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ქალებს ქიმიაზე ჰქონდათ ლაპარაკი.
The girls were talking about chemistry.
77985.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭი ვერ ჩაერია. მერე თავიანთი პროფესორები გაიხსენეს.
Kvachi couldn't contribute. Then they moved onto their professors.
77986.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭი იცდიდა. ლიტერატურაზე გადავიდნენ.
Kvachi waited. They turned to literature.
77987.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭი ითმენდა, თან იმ ქალ-ჯეირანას შესცქეროდა, იბანგებოდა და იჟღინთებოდა.
Kvachi bore it, just looking at this gazelle-like girl, getting intoxicated by her.
77988.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ბოლოს, როგორც იყო, კვაჭიმ ბაასს კვალი შეუცვალა, მსუბუქ ლაპარაკს გაჰყვა და ნადიაც გაიყოლა.
Finally, he managed to divert the conversation onto lighter topics, and Nadia followed suit.
77989.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
სოფიო ყურს უგდებდა, მორცხვად იღიმებოდა, მაგრამ იმ ოხუნჯობაში წილს არ იღებდა.
Sophie listened to them, smiling shyly, but not sharing in the jokes.
77990.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მაშ ცირკი არ მოგწონთ? - ჰკითხა კვაჭიმ სოფიოს: „არც ჭიდაობა? საუცხოვო სანახავია“.
"So you don't like circuses?" Kvachi asked her. "Or wrestling? It's a fantastic sight".
77991.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– უეჭველად უნდა გაჩვენოთ ზაიკინი, ბამბულლა, ონო ოკიტარო, კოსტა მაისურაძე, ბული, ვახტუროვი და წითელი „მასკა“...
"I really must show you Zaikin, Bambulla, Ono Okitoro, Kosta Maisuridze, Bull, Vakhturov, and the 'Red Mask' …"
77992.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მაშ დრამა და ოპერა მოგწონთ? აჰ, ჯერ არ მინახავს.
"So you like theater and opera? No, I haven't been yet".
77993.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– თუნდ ხვალ წავიდეთ... არ გცალიათ? უკვე მიბრძანდებით? რა მიგაჩქარებთ?
"But why don't we go tomorrow? You're too busy? You have to go now? What's the hurry?"
77994.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ლექციების წაკითხვას ხვალაც მოასწრობთ... გაგაცილებთ... ნადია, გავიაროთ.
"You'll catch up on preparing for lectures tomorrow … I'll see you out … Nadia, let's take a walk".
77995.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
გაიარეს. სოფიო ძალიან ჩქარობდა.
They went out. Sophie was in a great hurry.
77996.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭიმ ქუჩის გადასავალში სოფიოს მკლავში ხელი გაუყარა.
As they crossed the street, Kvachi took Sophie by the arm.
77997.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
სოფიომ ფრთხილად გაინთავისუფლა ხელი და ნაბიჯს მოუმატა.
Sophie carefully freed herself from his hand and walked even faster.
77998.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
თავისი ბინის კარებთან ორივეს მადლობა გადაუხადა და მიიმალა.
At the door to her lodgings she thanked the two of them and then disappeared.
77999.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭი ნაწყენი იყო. ნადიამ ანუგეშა: – გულმშრალი და ამაყი ქალია. თუმცა ძალიან კეთილი გული აქვს.
Kvachi felt offended. Nadia consoled him: "She's cold and proud, but she has a very good heart".
78000.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– არც სცალიან, მეტად ბევრს მუშაობს...
"She just doesn't get time, she works very hard …"