მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78001.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– აბა, კვაჭი, შენ იცი, არ შერცხვე, თვარა... - ჩაიცინა და წააქეზა.
"Come on, Kvachi, you know you needn't be embarrassed, though …" she laughed as she teased him.
78002.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
იმ დღიდან კვაჭიმ ლექციებზე სიარულს მოუხშირა.
From that day on Kvachi went more often to lectures.
78003.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ხან აუდიტორიაში მოჰკრავდა სოფიოს თვალს, ხან კარებში, ხან ბაღში, ხან კიდევ ახლო-მახლო ქუჩებში.
He tried to catch Sophie's eye in the lecture hall, in the doorway, even in the nearby streets.
78004.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭიმ მოიკრიფა და მოიმარაგა თავისი თავაზიანობა, გამოცდილება, შნო და უნარი ქალის გულის დაპყრობისა და მოხიბლვისა.
Kvachi gathered all his store of politeness, experience, intuition, and talents in order to captivate and enchant that girl's heart.
78005.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
სოფიო მას არ ერიდებოდა, არც ეტანებოდა.
Sophie neither avoided him nor sought him out.
78006.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ოდნავ უღიმოდა და უცინოდა, ზოგჯერ კოხტად იპრანჭებოდა, თითქოს აჰყვებოდა კიდეც, თვითონაც იზიდავდა.
she gave a hint of a smile and a laugh, sometimes she even had a flirtatious expression, as if she was responding and trying to attract him.
78007.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭისაც აიყოლებდა, მაგრამ თვითონ მაინც ერთის მანძილით იყო შემოფარგლული.
She even lead Kvachi on, but she still kept a barrier and a distance between them.
78008.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ერთი ზღურბლი ჰქონდა დადებული და იმ მიჯნას არც თვითონ გადასცდებოდა, არც კვაჭის გადმოაცილებდა.
A boundary had been set and she would not cross it nor let Kvachi come any closer.
78009.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭიმ რამდენჯერმე სცადა სიტყვით და ხელით იმ კედლის გადაბიჯება.
Several times Kvachi tried by word or gesture to cross that barrier.
78010.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
მაგრამ სოფიოს მიუკარებლობისა და ხელ-უხლებლობის ყინული მაინც ვერ გასტეხა.
But he could not break the ice of Sophie's remoteness and inviolability.
78011.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ქალბატონო სოფიო, გეფიცებით ღმერთსა და პატიოსნებას, რომ თქვენისთანა ქალი ჯერ არ შემხვედრია!
"Sophie, I swear by God and all I hold dear that I have never met a girl like you before".
78012.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ასი ათასობით და მილიონობით დაითვლება.
"There are hundreds of thousands, millions".
78013.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– უცნაური რამ მემართება, მოხიბლული ვარ.
"Something strange is happening to me, I've been bewitched".
78014.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– თქვენვე მოგიხიბლავთ თქვენი თავი. გაიღვიძეთ.
"You've bewitched yourself. Just wake up".
78015.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამოდის. ძილი გამიკრთა. მადა დამეკარგა...
"I try to, but nothing works. I can't sleep properly, I've lost my appetite …"
78016.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ვერაფერს ვაკეთებ... ვიტანჯები, შემიბრალეთ...
"I can't do anything … I'm in torment, take pity on me …"
78017.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
სოფიო სწორედ ასეთ დროს და ამ მანძილზე შემოივლებდა ყინულის რკალს.
This was the time and point at which Sophie had drawn her circle of ice.
78018.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– კმარა, ბატონო კვაჭი, გავათავოთ... მეჩქარება... მშვიდობით... დამშვიდდით...
"Stop it, Kvachi, let's put an end to this … I'm in a hurry … Goodbye … Calm down".
78019.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
და მაღალ ტანს მოხდენილად მიარხევდა, ქურციკის ნაბიჯს მოუმატებდა.
Her tall figure swaying elegantly, she quickened her gazellelike pace.
78020.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ზოგჯერ უკან მოიხედავდა, თან დიდრონ შავი თვალებით გაიღიმებდა და თილისმიან ელვას გამოისროდა.
She looked back from time to time, her big black eyes smiled and flashed out magical fire.