მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78081.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭიმ მწარედ დაიკვნესა. ორივენი ზეზე წამოცვივდნენ.
Kvachi uttered a shriek of pain. They both went for each other.
78082.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
სოფიომ წიგნის გრძელსა და წვეტიან დანას დაავლო ხელი, თან დასისხლიანებულ ტუჩებს იწმენდავდა, გატიტვლებულ მკერდს იფარავდა.
Sophie grabbed a long, sharp-pointed paper knife as she wiped her blood-stained lips and covered her exposed breasts.
78083.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ქშენით ნაწყვეტ-ნაწყვეტად ისროდა: – ჩქარა!.. ჩქარა გაეთრიე აქედან!.. წუნკალო, წუწკო!.. საძაგელო!.. საზიზღარო!..
Breathing heavily, syllable by syllable she fired out the words: "Quick! Get out of here quick! Scoundrel, scum! You loathsome … horrible creature".
78084.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მაპატიე... ბოდიში!.. ბოდიშს ვიხდი, - ბურტყუნებდა კვაჭი, თან ტკივილისგან იღმიჭებოდა და დასისხლიანებულ მაჯას ხელსახოცით იხვევდა.
"Forgive me … Sorry! I apologize," Kvachi mumbled, grimacing with pain and wrapping his bleeding wrist with a handkerchief.
78085.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– გაეთრიე-მეთქი აქედან! - და დანით ზედ მიადგა, თვალებიდან ცეცხლი წამოჰყარა: - წუწკო პირუტყვო!.. მხეცო!..
"I said, clear out of here!" She stood over him with the knife and her eyes blazed fire. "You filthy beast! You're a wild animal!"
78086.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ჩქარა მეთქი! - და ბუტბუტით მიმავალ კვაჭის კარებამდის მიჰყვა.
"Quick, I said". And she pursued Kvachi to the door: he mumbled as he went.
78087.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
განკურნებული კვაჭი სახლში დაბრუნდა, თან ხელნაკრავ და გაბოროტებულ ულაყის შხამი და ბალზამი წამოიღო.
Cured of his love, Kvachi went home, taking with him the poison and bile of a stallion that had been jinxed and frustrated.
78088.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
მეორე დღეს დილით კვაჭის თავს წაადგნენ მისი მეგობრები.
The next morning Kvachi was visited by his friends.
78089.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭი თბილ ლოგინში ტრიალებდა, იზმორემოდა და იღიმებოდა.
He turned over in his warm bed, stretched out, and smiled.
78090.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– რავა ხარ? - ჰკითხა ჩიკინჯილაძემ.
"How are you?' asked Chikinjiladze.
78091.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ვა, შუადღე მოვიდა, ადექი რაღა! - ურჩია სედრიკ ჰავლაბრიანმა.
"Heavens, it's noon, time you got up!" Sedrak advised him.
78092.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ალბათ წუხელ გზა გაიკვლია, გამოიცნო გაბო ჩხუბიშვილმა: - იმიტომ იღიმება და იზმორება ასე ტკბილად.
"I expect he found a way in last night," decided Gabo Chkhubishvili. "That's why he's smiling and stretching himself with such pleasure".
78093.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– კვაჭი, გამოტყდი, ნუ დაგვიმალავ. კვაჭი არ გამოტყდა.
"Kvachi, spit it out; don't hide things from us". Kvachi didn't spit anything out.
78094.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
პირი მაგრად ჰქონდა მოკუმული; საიდუმლოებას ცხრაკლიტურში ინახავდა.
He had his lips firmly sealed, he kept his secret double-locked.
78095.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ქალის სახელს და პატივს ჰმალავდა, და ისე სდარაჯობდა, როგორც ნამდვილ რაინდს და ვაჟკაცს შეჰშვენოდა.
He was protecting a woman's reputation and honor, guarding them as a real knight and man should do.
78096.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
მხოლოდ ოდნავ იღიმებოდა, თვალებს ეშმაკურად ატრიალებდა და ზანტად იზმორებოდა.
He just smiled slightly, rolled his eyes devilishly, and stretched out lazily.
78097.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
თან პირსახეზე უუზენაესს სიტკბოებას, ბედნიერებას და განცხრომას იხატავდა.
While his face expressed the greatest possible sweetness, happiness, and bliss.
78098.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– სურპ-სარქისას მადლსა ვფიცავ, საქმე გათავებულია!
"I swear by the grace of St Sergius, the business is over".
78099.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– მალადეც, კვაჭი, მალადეც! დღევანდელი სადილი შენზეა.
"Congratulations, Kvachi, congratulations! Dinner today is on you".
78100.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ჰა, სთქვი და გაათავე, რაღა!
"Yes, that's what I said, let's stop at that".