მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78101.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭი ახირდა, არაფერი სთქვა, არ გამოტყდა: – აჰ, თქმა როგორ შეიძლება!.. სადილი?
Kvachi became stubborn, refusing to speak or blurt anything out: "Oh, I can't possibly talk about it … Dinner?"
78102.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– სადილს ვახშამი სჯობია, გპატიჟობთ, მეტი გზა არ არის.
"Supper's better than dinner. You're all my guests, don't argue".
78103.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ისევ ტკბილად გაიზმორა, თვალები მილულა და ტუჩებზე გამარჯვების დროშა გაიშალა.
He stretched out again blissfully, rolled his eyes, and spread a victory banner over his lips.
78104.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
სედრაკამ რომ კვაჭის ნაკბენი ხელი დაინახა, კვაჭის გამარჯვებაში საბოლოოდ დარწმუნდა და თვისი რწმენა სხვებსაც გაუზიარა.
When Sedrak saw that Kvachi's wrist had been bitten, he finally believed in Kvachi's victory and shared his belief with the others.
78105.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
– ვაა, ერთი ამას დახეთ, და! რა ჟინიანი ქალი ყოფილა, ვენაცვალე იმის მადლსა!
"Well, just look at that, will you? She must be a very tough woman; you've got to hand it to her".
78106.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
იმ საღამოს რამდენჯერმე დალიეს კვაჭის სადღეგრძელო, კვლავაც გამარჯვება უსურვეს, ქალების მუსუსი დაარქვეს და სოფიოს სახელიც ახსენეს.
That evening they drank several toasts to Kvachi, wished him further victories, called him a womaniser, and even mentioned Sophie's name.
78107.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
კვაჭი ისევ ორგულად იღიმებოდა და პირსახიდან გამარჯვების დროშას არ იშორებდა.
Kvachi gave another ambiguous smile, keeping the banner of victory on his lips.
78108.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
თუმცა არც მეგობრების რწმენას ადასტურებდა და არც უარჰყოფდა.
But he refused to confirm or deny his friends' belief.
78109.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
იმავ დღიდან ადესელ სტუდენტებს ჩუმი, უჩინარი და ხელშეუხებელი გესლიანი ნისლი მოედო.
From that day on an invisible, silent, and intangible poisonous fog hung over the Odessa students.
78110.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ქალბატონი ჭორი ნელ-ნელა დასცურავდა, გველივით დასისინებდა, თბილ ტალღასავით ყველას ყურში უძვრებოდა.
Miss Gossip slowly circulated, hissing like a snake, slithering into everyone's ear in a subtle surge.
78111.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
შიგ ცოტაოდენ შხამს მაინც დასტოვებდა და ქურდულად ერთ სახლიდან მეორეში და მეორედან მეათეში გადადიოდა.
It was leaving a little venom before it left, moving from one house to the next, and so on.
78112.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
მოიწამლა, წაირყვნა და წაიბილწა სოფიოს ტრედის გული და ხატის სახელი.
It poisoned, rotted, and polluted Sophie's heart and her saintly reputation.
78113.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეორე
ზოგის ყურში და გულში ქალბატონმა ჭორმა ერთი წვეთი ძლივს ჩააწვეთა. ზოგისაში კი – დიდი, მყრალი ჭაობიც დააგუბა.
Miss Gossip had left a tiny drop in some ears, a big drop in others, and a stinking pool had accumulated.
78114.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
აქა ამბავი საბანკო საქმის შესწავლისა და ამხანაგის დაფეთებისა.
Studying Banking and Panicking an Associate.
78115.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
სანამ ხუხუ ჩიჩია ქუთაისში სასახლე ადგილს და ხაბაკ–ხუბაკს გაჰყიდიდა, კვაჭი კვაჭანტირაძემ დრო იხელთა და ტფილისში დატრიალდა.
While Khukhu Chichia was in Kutaisi selling a building plot and all his possessions, Kvachi was using the opportunity to tour Tbilisi.
78116.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თუმცა ჯერ კოჭლობდა და ცალი ხელიც ახვეული ჰქონდა, მაინც ახერხებდა კლუბებსა, თეატრებსა და სხვა გასართობ ადგილებში სიარულს.
Although he was still limping and he had one arm bandaged, he still managed to go to the clubs, theaters, and other places of entertainment.
78117.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ცოტაოდენი ხალხი გაიცნო, თან ყველას ჰსუნავდა, სწონავდა და მათი მოხმარებისა და გამოყენების საზრისით ადებდა ფასს.
He was acquainted with only a few people, but he sniffed out everyone, assessed them, and put a value on their notional usefulness and exploitability.
78118.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
სანამ მარჯვენა ხელსა და თითებს მოირჩენდა და მოიმარჯვებდა, ქაღალდის თამაშში ბედი არ სწყალობდა.
Until his right arm and fingers had healed and he got his dexterity back, he had no luck at cards.
78119.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
შემდეგ კი სამიოდე თალიით მოიტრიალა ბედი, წანაგები დაიბრუნა და ხუთიოდე ათასიც ზედმეტი წამოიყოლა.
Afterwards, however, three rounds of cards were enough to turn his luck round, recover his losses, and take away five thousand or so roubles in profit.
78120.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მართალია, ბოლო ღამეს მცირე უსიამოვნება შეემთხვა.
True, there had been a slight unpleasantness on the final night.