მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78161.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ერთად აღვიზარდენით პაჟების კორპუსში... ეხლაც ნოტბეკთან გეახლებით...
"We were brought up together in the Tsar's page school... Now I'm going to stay with Notbeck …"
78162.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კალინოვკა ჰქვიან იმის მამულს, არა?
"His estate's called Kalinovka, if I'm not mistaken, isn't it?"
78163.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აქედან ოციოდე ვერსი იქნება... შესაძლოა ერთ კვირაში მათი სიძეც გავხდე.
"It's about twelve kilometers from here … It's possible that I'll be his brother–in–law in a week's time".
78164.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მოსამსახურე დაბრუნდა და დირექტორს ქაღალდები დაუწყო.
The clerk came back and handed the manager some papers.
78165.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დირექტორმა იმ ქაღალდებს წააწერა: ,,გადაუხადეთ“, პასპორტი კვაჭს დაუბრუნა და პაჟებზე ჩამოუგდო ბაასი.
The papers were inscribed with the word "Payable". Kvachi was given back his passport and the conversation turned to the page school.
78166.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭმა ბაასი მოხერხებულად გადაიტანა ადესაზე.
Kvachi skilfully changed the subject to Odessa.
78167.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
აჰყვნენ და იბაასეს. ბოლოს, კვაჭი წამოდგა: – კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა.
The others followed suit and chatted. Finally, Kvachi got to his feet: "I'm very glad to have made your acquaintance".
78168.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გთხოვთ ნიშნობაში მეწვიოთ... წერილით შეგატყობინებთ. მშვიდობით ბრძანდებოდეთ!
"I'd be happy if you could come to my engagement party. I'll let you know by letter. Goodbye and thank you".
78169.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
სანამ კვაჭი დირექტორთან საქმეს „აიმასქნებდა“, ნაზიმოვი კანკალმა აიტანა. დაფრთხა და აცქმუტუნდა.
Until Kvachi had finished "fixing" the bank manager, Nazimov was overcome by a fit of trembling: his lips moved with fear.
78170.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ჯერ ბესო შიქიას ჩამოშორდა და განზე გადგა, თან ყურში ჩასჩურჩულა.
He either distanced himself from Beso Shikia and stood aside, or whispered in his ear.
78171.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– თუ ვინიცობაა მოხდა რამე, მე ვითომ არ გიცნობთ.
"If there's any trouble, then I don't know you".
78172.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე მოსხლტა, ქუჩისკენ წავიდა.
Then he slipped away, walked towards the street.
78173.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და ბესოს გაკვრით მიუგდო: – ქუჩაში მოგიცდით... არ დაგავიწყდეთ, არ გიცნობთ.
And he suddenly said to Beso: "I'll wait for you outside … don't forget, I don't know you".
78174.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ხუთი წუთის შემდეგ კვაჭმა ფული უბის ჯიბეში ჩაილაგა და მიიხედ-მოიხედა.
Five minutes later Kvachi put the money away in his breast pocket and looked all round.
78175.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ნაზიმოვი არსად იყო.
Nazimov was nowhere to be seen.
78176.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– სად არის ის ლოთი? – ჰკითხა ბესოს.
“Where's that drunk?" he asked Beso.
78177.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– წახთა. თუ რამე მოხთა, მე თქვენ არ გიცნობთო.
"He ran off. He said, if anything happens he doesn't know us".
78178.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ეხლა ქუჩაში იცდის.
"He's waiting in the street now".
78179.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭმა შუბლი შეიკრა და კარებისკენ წავიდა.
Kvachi frowned and headed for the doors.
78180.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კარებს რომ ხელი წაავლო, შესდგა, განათდა და გაიბადრა.
He had his hand on the door handle when he suddenly paused: his face lit up with a new idea.