მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78181.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
უცებ მოტრიალდა და ბესოს ჩურჩულით მცირე დარიგება მისცა.
He suddenly spun round and whispered brief instructions to Beso.
78182.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბესო უმალვე გარეთ გავარდა. ნაზიმოვი კარებთან ატუზულიყო.
Beso immediately rushed outside: Nazimov was lurking by the doors.
78183.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ჩქარა, თავს უშველეთ! – ჩასჩურჩულა ბესომ ნაზიმოვს, თვითონ კი თავი დაჰღუნა და ნაბიჯს მოუხშირა.
"Quick, run for your life!" Beso whispered to Nazimov and lowered his head before quickening his pace.
78184.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გაფითრებული ნაზიმოვი ჩანჩალით გაჰყვა.
The petrified Nazimov staggered after him.
78185.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რა მოხდა?.. რა ამბავია?.. გაიგეს?
"What's happened? What's going on? Did they rumble us?"
78186.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ვიწრო ქუჩაში შეუხვიეს.
They turned off down a narrow lane.
78187.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ძლივს გადავრჩით... საქმე ცუდად არის, – სხაპასხუპით და ხმის კანკალით მიაყარა ბესომ.
"We're lucky to be still here … Things are bad," Beso gabbled at him in a quivering voice.
78188.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ავიზო მოსულია, მაგრამ დირექტორი ყოყმანობს. ფულს არ იძლევა...
"The letter of advice was there, but the manager is dithering and won't give us the money…"
78189.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– არ გიცნობთ, შიფრი არეულია, უნდა ტფილისში დეპეშა გავგზავნოო...
"He says he doesn't know us, that the numbers are wrong, and that he has to telegraph Tbilisi …"
78190.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დირექტორი და ბუხჰალტერი მეორე ოთახში გავიდნენ და რაღაც იჩურჩულეს...
"The manager and accountant went to the next room and started whispering something…"
78191.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ტელეფონით ილაპარაკეს... მე ვუთხარი, ხვალ შემოვივლი–მეთქი, და საჩქაროდ გამოვიქეცი.
"They were on the phone … I told them I'll drop in tomorrow and made a dash for it".
78192.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დავიღუპებით, თუ ახლავე არ დავიმალეთ.
"We're finished if we don't find somewhere to hide right now".
78193.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მაგრამ იცოდეთ, რომ არც მე გიცნობთ.
"Anyway, let me tell you that I don't know you, either".
78194.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ნაზიმოვი ცახცახმა აიტანა და კბილების წკაპუნით ჰბოდავდა.
Nazimov was overcome by a trembling fit and he raved through clenched teeth.
78195.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ვაიმე ცოლო და შვილო!.. გზის ფულიც არა მაქვს... როგორღა დავბრუნდე?.. დამიჭერენ... დავიღუპე!
"What will become of my wife and child? I don't have the money to get home … How am I going to get back? I'll be arrested; I've had it!"
78196.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გზის ფულს მე მოგცემთ, ოღონდ ეხლავე დაბრუნდით.
"I'll give you the fare, but you've got to go back right now".
78197.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აი ასი მანეთი, იმყოფინეთ. აბა, ჩქარა!
"Here's a hundred roubles, make do with that much. Go on, be quick about it!"
78198.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ხელცარიელი და დაფეთებული ნაზიმოვი სტავროპოლში წავიდა, სადაც მას მოხუცებული დედ–მამა უცდიდა.
Nazimov, empty–handed and panicking, left for Stavropol where his aged parents were expecting him.
78199.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ხოლო გახარებული და მოღიმარე კვაჭი და ბესო ისევ პირველი კლასის ვაგონში ჩასხდნენ და ჩრდილოეთისაკენ მოუსვეს.
Meanwhile Kvachi and Beso, both smiling with joy, got into a first–class carriage and set off for the north.
78200.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– თუ ნაზიმოვი დაიჭირეს, მეძებონ კიევში... იმას მართლა დადიანი ვგონივარ... კარგად ავურიე გზები!..
"If Nazimov gets arrested, they can search for me in Kiev … He really thinks I am Dadiani … I've covered our tracks well".