მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78221.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
აგენტურის მოწყობასა და ზვერვაში მას ტოლი არა ჰყავდა, სამაგიეროდ არც სკანდალის და ალიაქოთის ატეხვაში ჰყავდა ბადალი.
He had no peer in setting up agencies and spying out the land, but at the same time he had no equal in causing uproar and chaos.
78222.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
აჩრდილი რომ მოსჩვენებოდა, ან თაგვის წრიპინი რომ გაეგო, უდიდეს გამძლეობისა და გულცივობის მაგივრად უდროოდ მოსხლტებოდა და განგაშსა და ჭყვირილს ასტეხდა.
If he thought he saw a shadow or heard a mouse squeak, instead of showing steadiness and coolness he would make his escape at the worst possible time and raise the alarm by screeching.
78223.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ვიღუპებით!.. დავიღუპეთ!.. თავს უშველეთ!..
"We're in deep trouble! We're finished! Run for your life".
78224.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბევრჯერ ჩაშალა უდროო განგაშით ჭიპიმ კოხტად დაგებული ბადე და ბევრჯერ დააფრთხო ზედ ანკესზე მოსული ორაგულები.
Chipi often unravelled a nicely set net with his premature cries of alarm and frequently frightened off the salmon that were about to take the bait.
78225.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბევრჯერ მოხვდა მას კვაჭისგან და ამხანაგებისგან, მაგრამ მაინც თავისი ვერ მოიშალა და პანიკიორობას ვერ გადაეჩვია.
He often got told off by Kvachi and the others, but even so, he couldn't break his habit of panicking.
78226.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბოლოს, როცა კვაჭმა კარგად გაიგო მისი ხასიათი, იგი სახიფათო აქტიურ საქმეს ჩამოაშორა და მზვერაობა შეუნარჩუნა.
Finally, when Kvachi thoroughly understood his nature, he was kept out of any job involving dangerous actions and was restricted to keeping a look–out.
78227.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
სედრაკა წინანდელზე მეტად ფრთხილობდა და სცახცახებდა.
Sedrak was now more fearful and timorous than he used to be.
78228.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
საქმის დაწყობას, გეგმის შემუშავებას და ნადავლის გაყოფას არ დააკლდებოდა.
He was good at setting up a job, working out a plan, and sharing the loot.
78229.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მაგრამ ხიფათის დროს ან ავად გახდებოდა, ან გადაუდებელს რასმეს მოიგონებდა, ან დაიგვიანებდა და თავს მასხრობით იმართლებდა.
But at times of danger he either fell ill or invented something urgent, or came too late and excused himself with a joke.
78230.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ვაა, რომელი ვაჟკაცი მე მნახეთ, რომ გამოგდგომოდით! ან რა საჭირო ვიყავი?
"Oh dear, what sort of man do you think I am, what use am I to you? Anyway, I wasn't needed, was I?"
78231.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– თუ მოკრივე გინდოდათ, გაბომ ჩემზე ნაკლები კრივი არ იცის, და თუ ხანჯალზე მივიდა საქმე, ეგ ხელობაც ჩემზე უკეთესად გეხერხებათ.
"If you needed some who can box Gabo knows as much about boxing as I do, and if it's a knife–fight, you're far better at using knives".
78232.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მე ხაზინადარი ვარ. მე ჩემი საქმე ვიცი, გაბომ კიდევ – თავისი.
"I'm the treasurer. I'm good at my job, and Gabo's good at his".
78233.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ლადი ჩიკინჭილაძე ისევ ძველებურად იცოხნებოდა და იღმურძლებოდა, მუდამ რასმე სჭამდა და მაინც შიმშილს სჩიოდა.
Ladi Chikinjiladze hadn't changed either: he chewed and munched, he was always eating but still complaining he was hungry.
78234.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„საქმეში“ წინ არ გავარდებოდა, მოვლენას კუდში მისჩანჩალებდა.
On a "job" he never put himself forward, he always dawdled at the rear.
78235.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მაგრამ თუ გარემოება წინ წააგდებდა, ლადი უკან არ დაიხევდა, სხვებს არ ამოეფარებოდა და თავის ხვედრს პირნათლად შეასრულებდა.
But if circumstances put him in the front of the action, Ladi didn't retreat or hide behind the others: he took his full share of the action.
78236.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გაბო ჩხუბიშვილიც ოდნავ გაითალა და გაშალაშინდა, მაგრამ მაინც წინანდებურად მოუხეშავსა და უდრეკ კამეჩს ჰგავდა.
Gabo Chkhubishvili had been whittled and planed down, but he was still like a buffalo that had never been broken in or harnessed.
78237.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თვისი ტლანქი პირდაპირობით, უტაქტობით და თავგაწევით საერთო ოჯახში მას ხშირად შეჰქონდა არევ–დარევა და ალიაქოთი.
His rude directness, his lack of tact, and his pushiness often caused confusion and chaos in the gang.
78238.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ის მუდამ ბუზღუნებდა და სჩიოდა.
He was always grumbling and complaining.
78239.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მაგრამ ერთგულად ეწეოდა თავის უღელს და კვაჭს ბავშვივით ემორჩილებოდა.
But he bore his yoke faithfully and obeyed Kvachi like a child.
78240.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ჯალილა არაფერს თხოულობდა.
Jalil never demanded anything.