მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78241.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მუდმივ ბედის მორჩილი იყო, კვაჭს მუდმივ თვალებში შესცქეროდა.
He was always submissive to fate, always looked Kvachi straight in the eye.
78242.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და ამბობდა: – ალაჰ სანა ხეირ ვერსინ – ღმერთმა მშვიდობა მოგცეს კნიაზჯან! ზალიან ყოჩაღი კასი ხარ, ძალიან დიდი ჩქუანი ხარ.
And he said: "Allah sana hayır versin [God give you luck], Prince! You're a real brave man, you're really clever".
78243.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
განგება რამდენსაც მეტს აძლევდა კვაჭს, ის იმდენს უფრო მეტს თხოულობდა.
Providence gave Kvachi so much extra, he demanded so much more.
78244.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბედს ემდუროდა და თანაც უჩხიკინებდა, ჰღრღნიდა და სამოთხის ახალ–ახალი კარების გაღებას ლამობდა.
He resented fate and yet pestered it, gnawed at it, and he kept trying to open new doors to paradise.
78245.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთხელ მან კიდევ ერთი ამგვარი კარი შეანგრია და ის ვინმე იპოვა, ვისაც გაფაციცებით ეძებდა.
Eventually he broke down yet another such door and found somebody he had been eagerly searching for.
78246.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
აქა ამბავი ახალი „საქმის“ დაწყებისა.
Beginning a New "Job".
78247.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ვასილიევის კუნძულზე კვაჭს შვიდოთახიანი ბელეტაჟი აქვს, – ძვირფასი ავეჯით, კოხტად და დიდი გემოვნებით მორთული.
Kvachi has a flat on Vasilevsky Island: a bel–étage with seven rooms, expensively furnished, decorated very tastefully.
78248.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მის სასადილოს ამკობს მუქი მუხა.
He has a dining room in dark oak.
78249.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„ნატურმორტი“ ძველ ჰოლანდელთა და ფლამანდელთა მხატვრებისა, მდიდარი კოლექცია კედლის უძველეს თეფშებისა, სევრის ფაიფური და ვენეციური ბროლი.
Nature morte by old Dutch and Flemish masters, a rich collection of very old wall plates, Sèvres porcelain, and Venetian crystal.
78250.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დიდი დარბაზი კრიალებს და ბრწყინავს. ოთხი სარკე ჭერს სწვდება.
His hall is resplendently bright, with four ceiling–high mirrors.
78251.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კედლების ძირში ოქროსვარაყიანი სკამებია ჩამწკრივებული.
Gold–lacquered chairs line the walls.
78252.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კუთხეში ურთხელის საკონცერტო როიალი სდგას.
In the corner stands a yew–wood concert grand piano.
78253.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ფანჯარაზე და კარებზე აბრეშუმით ნაქარგი, სქელი, ატლასის ფარდებია ჩამოფარებული.
The windows and door are embroidered with silk brocade and hung with thick satin curtains.
78254.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ატლასით და აბრეშუმით არის აკრული კედლებიც, დარბაზს სეროვის, ლევიტანის, მაკოვსკის, რეპინისა და შიშკინის სურათები ამშვენებს.
The walls too are covered with satin and silk, and hung with paintings by Serov, Levitan, Makovsky, Repin, and Shishkin.
78255.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და აქა–იქ რამდენიმე „ტიტველი“ მოსჩანს პარიზის „სალონიდან“ წამოღებული.
Here and there are a few nudes obtained from a Paris salon.
78256.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კაბინეტი და მცირე სადარბაზო ოთახები ზოგი სპარსულად არის მოწყობილი და ზოგიც ევროპულად.
The study and the lesser halls are furnished either in Persian, or in European style.
78257.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თექური და ხოროსანული ხალიჩები ფრანგული გობელენი, ძველი ბურგუნდული ხავერდი, ქამირი.
Turkish and Khorasan carpets, French tapestries, old Burgundian velvet, fine Kashmir.
78258.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ინდიური ოქრონემსული, იარაღის მდიდარი კოლექცია და ათასი ხელოვნური ძვირფასი წვრილმანი.
Indian gold embroidery, a rich collection of weaponry, and a thousand expensive artistic baubles.
78259.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ყველა ოთახში უხვად არის გაბნეული ბროლი, სარკე, ბრინჯაო, მარმარილო და ურთხელი, ბეწვეული და ფარჩა, ტყავეული და ვერცხლი.
Every room is strewn generously with crystal glasses, mirrors, bronzes, marble and yew, furs and brocade, animal skins and silver.
78260.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმ ოთახებში მოიპოვება უკვდავი ჩელინი, კანოვა, რემბრანდი, ვან–დეიკი, რუისდალი და მრავალნი სხვანი.
All the rooms are furnished with works by the immortals: Cellini, Canova, Rembrandt, VanGogh, Ruysdal, and many others.