მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78201.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ეუბნებოდა კვაჭი თავის ერთგულ მეგობარს და პირად მდივანს ბესარიონ შიქიას.
Kvachi told his loyal friend and first secretary Besarion Shikia.
78202.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთ წელიწადზე მეტი გავიდა, რაც კვაჭი და ბესო პეტერბურგში დასახლდნენ.
More than a year passed since Kvachi and Beso settled in Petersburg.
78203.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭმა ადესიდან ჯალილა დაიბარა, რომელსაც ნელ–ნელა ჰავლაბრიანი, ჩხუბიშვილი და დანარჩენი ამხანაგებიც მოჰყვნენ.
Kvachi summoned Jalil from Odessa, and he was eventually followed by Sedrak Havlabariani, Gabo Chkhubishvili, and the rest of the gang.
78204.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვლავ აღსდგა და გამოცოცხლდა ადესური ოჯახი.
The Odessa family was up and running again.
78205.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ყველანი იშვიათად იხედებოდნენ მეცნიერების ტაძარში.
None of them looked in very often at the temple of learning.
78206.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და სამაგიეროდ ხშირად მოსჩანდნენ ყველგან, სადაც კი ბლომად მოიპოვებოდა ახალგაზრდა მოქეიფე ხალხი, ძეძავი და საეჭვო გასართობი.
But they were often to be seen anywhere where there were crowds of young people feasting, whores, and dubious entertainments.
78207.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭი დღითიდღე იზრდებოდა, მწიფდებოდა, იფურჩქნებოდა.
Kvachi was expanding, maturing, and blossoming by the day.
78208.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
რადგან იქ მუშაობის, დაკვირვების, წაბაძვისა და ფრთების გაშლის ასპარეზი გაცილებით უფრო განიერი იყო, ვიდრე ადესაში.
For here the arena for work, observation, emulation, and spreading his wings was far more extensive than in Odessa.
78209.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭი, ბესო და ჯალილა ერთ ბინაზე ცხოვრობდნენ, ხოლო დანარჩენნი ახლო–მახლო იყვნენ გაბნეული.
Kvachi, Beso, and Jalil lived in the same apartment; the rest were dispersed nearby.
78210.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ამხანაგების მუშაობაც თავისთავად ორ ბანაკად გაიყო.
The friends' work by its nature divided them into two camps.
78211.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭი წვრილმანზე აღარ ახურდავებდა ნიჭსა და შემოქმედებას.
Kvachi no longer wasted his talents on details and active work.
78212.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თუ ზოგჯერ დიდ საქმეს „გააიმასქნებდა“, ამხანაგებსაც მიიშველებდა და ნადავლს სამართლიანად გაუყოფდა.
He would "fix" some big job, give support to his associates, and divide the loot among them fairly.
78213.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ხოლო სხვა დროს, როცა ჩიკინჭილაძე და მისი ბანაკი წვრილ ნადირს გაჰყვებოდნენ, კვაჭი დარიგებას აძლევდა და შორიდან უწევდა ხელმძღვანელობას.
Otherwise, when Chikinjiladze and his camp were pursuing small game, Kvachi would issue instructions and supervise them from afar.
78214.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ხანგრძლივ საერთო მუშაობაში ყველანი გაილესნენ და დაიგეშნენ.
A long period of working together had honed their skills and trained them well.
78215.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
შერჩევის კანონმა ყველას გაუღვიძა და გამოაჩენინა ბუნებით თანდაყოლილი ნიჭი და გემოვნება, ხელობა და ალღო.
The laws of natural selection had aroused and brought out in all of them their naturally born talents and inclinations, skills, and intuition.
78216.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბესო შიქია წინანდებურად დამუნჯებული იყო.
Beso was as taciturn as ever.
78217.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თავის სიტყვას ან არ იტყოდა, ან ბოლოში იტყოდა.
He either refrained from giving an opinion, or gave it only at the end.
78218.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და ჩურჩულით ნათქვამი ათიოდე სიტყვით ზოგჯერ საქმეს მოატრიალებდა, რთულ ხლართს გააშუქებდა და ბნელს გაანათებდა.
And a dozen words whispered by him could sometimes completely turn a job round, shed light on a complicated tangle, and illuminate the darkness.
78219.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბესო საერთო საქმეში თითქოს არც კი მოსჩანდა, მაგრამ საქმის ყველა ძაფები მაინც მას ჰქონდა თავმოყრილი.
Beso seemed to be invisible in any joint enterprise, yet every thread nevertheless led back to him.
78220.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ჭიპი ჭიპუნტირაძე მუდმივ მასხრობდა და სედრაკას ჭირ–ანეგდოტებში ეჯიბრებოდა.
Chipi Chipuntiradze never stops clowning; he competed with Sedrak in gossiping and telling jokes.