მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78261.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ორ მიყრუებულ ოთახში გამართულია წიგნთსაცავი და ბილიარდი.
Two carefully insulated rooms have been turned into a library and a billiard room.
78262.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ზოგჯერ ოთახებში კაჭკაჭივით შავ–თეთრი ლაქია გასხლტება.
A servant dressed like a magpie in black and white occasionally slips into the rooms.
78263.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
შემოსავალ კარებში თუთიყუშივით ჭრელი და პირსუსხიანი მეკარე გაყინულა.
A doorman, as colorfully dressed as a parrot, stands rigidly to attention at the front door.
78264.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კაბინეტში ზის თავადი ნაპოლეონ აპოლონიჩ კვაჭანტირაძე ძვირფას ბუხარის ხალათში გახვეული და გაზეთს ათვალიერებს, თან ჰავანას სიგარას აბოლებს.
Prince Napoleon Apollonovich Kvachantiradze is sitting in his study, wearing an expensive Bukhara gown, perusing a newspaper, and smoking a Havana cigar.
78265.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ვეფხის ტყავზე მის ფეხებთან ჩატყვიებული, საზარელი, შავი ინგლისური დოგი და თაფლისფერი უზარმაზარი სენ–ბერნარი გაწოლილან.
On a tiger skin spread out at his feet sprawl an intimidating black English mastiff and a gigantic honey–colored Saint Bernard.
78266.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დიდკუდა და გრძელბეწვიანი ანგორის თეთრი კატა ფანჯარაში ბუზებს იჭერს, მზეს ეთამაშება და საკუთარ კუდს დასდევს.
A long–tailed and long–haired white Persian cat is catching flies on the window sill, relishing the sun, and chasing its own tail.
78267.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
საწერ მაგიდაზე აბრეშუმის ფრაკ–ცილინდრში გამოწყობილი ციდისოდენა მაიმუნი ჩაკუნტულა, რომელიც მელნით ითხუპნის პირსახეს და კვაჭს ეპრანჭება.
On his desk crouches a monkey no bigger than his hand, wearing a miniature silk coat and top–hat: the monkey is smearing ink over its face and grimacing at Kvachi.
78268.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმ ოთახსა და კვაჭის გულში სრული მშვიდობა, სრული მყუდროება და სრული განცხრომა ჰსუფევს.
This room and Kvachi's heart are enjoying perfect peace, perfect comfort, and perfect relaxation.
78269.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
პირადი მდივანი და ერთგული ბესო შიქია ფეხაკრეფით შემოვიდა.
His personal secretary and loyal follower Beso Shikia came in on tiptoe.
78270.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ა–ა. ბესო შენა ხარ? – ზანტად აიცოხნა კვაჭი.
"Ah, Beso, it's you, is it?" Kvachi lazily mused.
78271.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ამბავი?..წერილებია? რა უნდათ? ისევ მათხოვრობენ? გადაყარე კალათში.
"Anything happening? Any letters? What do they want? Begging again? Throw them in the basket".
78272.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კი, მარა, კნეინა გოლიცინისა თავის თავშესაფარისათვის დიდ მასკარადს მართავს და გთხოვს დირიჟორობა იკისრო.
"Yes, but Princess Golitsyna is putting on a big masked ball for her charity and is asking you to take charge of things".
78273.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კარგი, მანდ დადე... ვნახოთ, მოვიფიქროთ. თუ არ წავედი, მადლობა გადაუხადე და ხუთასი მანეთი გაუგზავნე.
"Fine, put it down there … Let's see, let me have a think. If I don't go, send her a letter of thanks and five hundred roubles".
78274.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– პრინცი კობურ–ჰიტელი გპატიჟობთ ვახშამზე.
"Prince Coburg–Hottel is inviting you to supper".
78275.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აჰ, მომბეზრდა... მადლობა მისწერე, არ სცალია–თქვა.
"Oh, he bores me stiff … Tell him, thank you, but I haven't got time".
78276.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– თავადი ვოლკონსკი თავის არაბს ჰყიდის და გთხოვს...
"Prince Volkonsky is selling his Arab horse and is asking you …"
78277.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გაანებე თავი. მაგისთანა არაბი ათი მყავს.
"Don't bother me with that. I've got ten Arabs as good as his".
78278.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ხვალ იახტ–კლუბში საზეიმო ვახშამია ოსმალეთის პრინცის მუხთარ აზიზის პატივსაცემად.
"Tomorrow there's a special supper at the yacht club in honor of the Ottoman prince Muhtar Aziz".
78279.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კარგი, ხვალ მომაგონე.
"Fine. Remind me tomorrow".
78280.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ხვალ ოპერაში სმირნოვას ქალი იცეკვებს და...
"Smirnova is dancing at the opera tomorrow and …"