მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78281.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– შენ წადი, მომიკითხე და თაიგულიც წაუღე.
"You go, give her my regards and take a bouquet for her with you".
78282.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აი კიდო ერთი წერილი. ტანია პროზოროვისა გწერთ, რომ დღეს საღამოს ათ საათზე ჩემთან „ის“ იქნებაო.
"There's another letter here: Tania Prozorova writes to say that "he" will be at her place tonight at ten o'clock".
78283.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ჩქარა მაჩვენე!
"Quick, show me".
78284.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და ბესოს ვარდისფერი აბრეშუმის კონვერტი ხელიდან გამოსტაცა.
And Kvachi snatched the pink silk envelope from Beso's hand.
78285.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
წაიკითხა, გამოცოცხლდა, გაიღიმა და აღელდა.
He read it, became animated, smiled and stirred himself.
78286.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ძლივს, ბესო, ძლივს! ერთი წელიწადია ამას ველოდებოდი.
"Just in time, Beso, just in time! I've been waiting a whole year for this."
78287.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– იცი, ბესო, ვისზეა ამ წერილში ლაპარაკი? არ იცი?
"Beso, do you know who the "he" in this letter is? You don't?"
78288.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მაშ გეტყვი: თუმცა მოიცა, მერე გეტყვი... მერე, მერე...
"Then I'll tell you: no, wait, I'll tell you later … Later, later …"
78289.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
აღელვებული კვაჭი ბოლთას სცემდა.
Kvachi anxiously paced the room.
78290.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თვალები შემოქმედების ცეცხლით ჰქონდა ანთებული.
His eyes were burning with purposeful thought.
78291.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ტვინი აუდუღდა და გული საგულეში აღარ უდგებოდა.
He was racking his brains, and his heart was pounding against his ribcage.
78292.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კეთილი... კარგი... ახალი დრო დადგა......
"Right … Fine … This is a new stage …
78293.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აბა, კვაჭი, ბედი კარზე მოგადგა და, თუ კაცი ხარ, არ გოუშვა...
"Well, Kvachi, fate is knocking at your door: if you're a man, seize the moment …"
78294.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კაი, ძალიან კაი...
"Good, very good …"
78295.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბუტბუტებდა კომბინაციების ცეცხლით გახურებული კვაჭი და თან რაღაც ბადეს ჰქსოვდა და მომავალს უღიმოდა.
He was murmuring, as he stoked the fires of new plots, wove new nets, and smiled at the prospects.
78296.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე ბესოს მიუბრუნდა: – დოურეკე, რომ ბენცის ავტომობილი მომართვან...
Then he turned to Beso: "Ring and get them to bring the Daimler–Benz round for me".
78297.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მშვენიერი დარია, ლანდო სჯობია.
"It's beautiful weather; the landau would be better".
78298.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მაშ ლანდო იყოს. შავი ცხენები არ შეაბმევინო. დაფეთებულნი არიან.
"All right, the landau then. Don't have the black horses harnessed: they're too highly strung".
78299.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– თეთრები ან წითლები შეაბან, აბა ჩქარა! კამერდინერსაც დამიძახე.
"Harness the grays or the bays. But do it quickly. Call my valet, too".
78300.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე ტელეფონს დასწვდა: – ალო! ელენე, შენა ხარ?..
Then he reached for the telephone. "Hello, Elena, is that you?"