მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78301.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ჰო. მე ვარ კვაჭი... დილის კოცნით ვემთხვევი შენს ღვთიურ ხელებს...
"Yes, it's Kvachi … I kiss your divine hands this morning …"
78302.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– წუხელი? რაცხა ოცი ათასი მევიგე... აჰ, აჰ!
"Last night?" I won twenty thousand or so … What's that?"
78303.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მაი ტყვილა უთქვამთ შენთვის, ჩვენი წაჩხუბება უნდა ვინცხას და არ დოუჯერო...
"But you've been told lies about me: someone wants to make bad blood between us, so you mustn't believe it …"
78304.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– არა, ის ქალი მე კი არ გავაცილე, თავადმა ვიტგენშტეინმა წეიყვანა...
"No, it wasn't me who saw that woman off, it was Prince Wittgenstein who took her away …"
78305.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მე? შენც არ მომიკვდე, არსად ვყოფილვარ, პირდაპირ სახლში წამევედი...
"Me? I swear on my life, I've not been anywhere, I went straight home …"
78306.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კაი, მაგას თავი დავანებოთ.
"All right, we'll drop the subject".
78307.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ელენე, დღეს შენთვის დიდი ამბავი მაქვს.
"Elena, I've got something important for you today".
78308.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გუშინღამ რომე მარგალიტის კოლიე მეიწონე, ხვალვე მოგართმევ, თუ ჭკუით მოიქცევი...
"Last night you took a liking to a pearl necklace: I'll give it to you tomorrow if you're a clever girl …"
78309.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რაო, არავინ გეიგოს?!
"What did you say, nobody must find out?!"
78310.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აპა, პეტერბურგში სწორედ ქართველს დასვამენ ტელეფონზე, რომ ჩვენი ქართული ლაპარიკი გეიგოს!..
"What do you think? That they have a Georgian in Petersburg listening to the phones and understanding what we're saying in Georgian?"
78311.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კაი, კაი... მესმის... აპა, მომიცადე სახლში, ეხლავე მოვდივარ.
"Fine, fine … I understand … Right, wait at home for me to come; I'm on my way".
78312.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მშვიდობით, ჩემო კარგო! – შემდეგ კამერდინერს ჯალილას მიუბრუნდა: – აბა, ჩემო ჯალილ, ჩამაცვი.
"Goodbye, darling!" Then he turned to his valet Jalil: "Right, Jalil, get me dressed".
78313.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
სანამ ჯალილა აცმევდა, კვაჭი გაუხედნავი კვიცივით სტოკავდა და ზოგს თავისთავს, ზოგს კი ჯალილას ეუბნებოდა.
While Jalil was dressing him, Kvachi fidgeted like an unbroken colt, talking to himself or to Jalil.
78314.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კარგი დღეა, მშვენიერი დღეა...
"It's a lovely day, it's a beautiful day …"
78315.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ილოცე, ჯალილ, რომ ის საქმე კარგად დამისრულდეს... დიდებული დღეა...
"Wish me the best, Jalil, so I pull this job off … It's a magnificent day …"
78316.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ვნახავ იმ მოხუცს, იმ წმინდანს და თუ კაცია, გამიჩერდეს!..
"I'll see that old man, that holy man, let's see if he's man enough to stand up to me!"
78317.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გოუძლოს ჩემს ელენეს... არ მინდა ეგ გალსტუკი, არც ეგ... აგერ, ის მომეცი.
"See if he can resist my Elena … I don't want this tie, nor the other one: give me that one".
78318.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ჯალილამ ხელები აღაპყრო და სასოებით სთქვა: – ალაჰ ილ ალაჰ!
Jalil raised his arms and said piously: "Allah il–allah!"
78319.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ღმერთმა მოგსეს გამარჯობა ჩემს კნიაზს და ჯალილას!
"God give my prince and Jalil victory!"
78320.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ორი თეთრი ცხენი ინგლისურის ჯიშისა და ინგლისურად შებმული თქარათქურით მიაქროლებს ლანდოს.
Two English thoroughbred grays, harnessed English–style, sped the landau along with a clatter of hooves.